22 პრობლემა, რომლებიც მაგნიუმის დეფიციტით არის გამოწვეული

1672
22 პრობლემა, რომლებიც მაგნიუმის დეფიციტით არის გამოწვეული
22 პრობლემა, რომლებიც მაგნიუმის დეფიციტით არის გამოწვეული

მაგნიუმი არის მინერალი, რომელსაც თქვენი ორგანიზმის თითოეული ორგანო, განსაკუთრებით გული, კუნთები და თირკმლები, იყენებს.

თუ აუხსნელი დაღლილობა ან სისუსტე, არასტაბილური გულისცემა, ან თუნდაც კუნთების სპაზმი და კრუნჩხვები გაწუხებთ, შეიძლება ამ ყველაფრის მიზეზი მაგნიუმის დაბალი დონე იყოს.

თუ ცოტა ხნის წინ სისხლის ანალიზი გაიკეთეთ, მაგნიუმის დეფიციტის შესახებ დაინტერესდებით. მაგრამ თქვენს სხეულში მაგნიუმის მხოლოდ 1% შედის სისხლის შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში სისხლის მარტივი ანალიზის გაკეთება სარგებელს არ მოგიტანთ.

მაგნიუმის დიდი ნაწილი ძვლებსა და ორგანოებში ინახება, სადაც ის მრავალი ბიოლოგიური ფუნქციის შესასრულებლად გამოიყენება.

ამასთან, სავსებით შესაძლებელია რომ თქვენ მისი დეფიციტი გაქვთ, მაგრამ ამაში ეჭვიც კი არ გეპარებათ, სწორედ ამიტომ მაგნიუმის დეფიციტს „უხილავ დეფიციტს“ უწოდებენ.

მაგნიუმს ხშირად პირველ რიგში გულისა და ძვლებისთვის საჭირო მინერალად მიიჩნევენ, მაგრამ ეს ასე არ არის. კვლევამ მაგნიუმის ადამიანის ჯანმრთელობასთან 3,751 კავშირი აღმოაჩინა, რაც იმაზე მიგვითითებს რომ მისი როლი მნიშვნელოვნად დაუფასებელია.

მაგნიუმი ორგანიზმის 300-ზე მეტ ფერმენტში გვხვდება და დეტოქსიკაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მაგნიუმი აუცილებელია:

  • კუნთების და ნერვების მუშაობისთვის;
  • ორგანიზმში ენერგიის შესაქმნელად ადენოზინტრიფოსფატის (APT) გააქტიურების გზით;
  • ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების გადასამუშავებლად;
  • რიბონუკლეინის მჟავის (რნმ) და დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) სინთეზისთვის სამშენებლო ბლოკის სამუშაოდ;

ექიმი დინი 15 წელზე მეტი მაგნიუმს სწავლობდა და წერდა. მის წიგნში „მაგნიუმის სასწაული“ უკანასკნელი დანამატი 2014 წელს შევიდა და მასში შეგიძლიათ გაიგოთ იმ 22 პრობლემის შესახებ, რომლებიც მაგნიუმის დეფიციტის გამო არის გამოწვეული და ეს მეცნიერულად დადასტურებული გახდა.

  1. შფოთვა/პანიკა;
  2. სუნთქვის პრობლემები;
  3. სქელი სისხლი;
  4. ნაწლავის დაავადება;
  5. ცისტიტი;
  6. დეპრესია;
  7. შაქრიანი დიაბეტი;
  8. შლაკები;
  9. დაღლილობა;
  10. გულის დაავადება;
  11. მაღალი წნევა;
  12. ჰიპოგლიკემია;
  13. უძილობა;
  14. თირკმლების დაავადება;
  15. ღვიძლის დაავადება;
  16. შაკიკი;
  17. ძვლების და კუნთების პრობლემები;
  18. ნერვის პრობლემები;
  19. გინეკოლოგიური პრობლემები;
  20. ოსტეოპოროზი;
  21. რეინოს სინდრომი;
  22. კბილის დაკარგვა;

მაგნიუმის დეფიციტის ნაადრევი ნიშნები მოიცავს მადის დაქვეითებას, თავის ტკივილს, გულისრევას, დაღლილობას და სისუსტეს. მაგნიუმის მუდმივი დეფიციტი უფრო სერიოზულ სიმპტომებს იწვევს, მათ შორის:

  • გაბუჟება და ყურებში ხმაური;
  • კუნთების შეკუმშვა და კრუნჩხვები;
  • შეტევები;
  • პიროვნების ცვლილება;
  • ანომალიური გულისცემა;
  • კორონალური სპაზმი;

მაგნიუმის როლი დიაბეტში, სიმსივნესა და სხვა დაავადებებში

ადამიანების უმეტესობა მაგნიუმის შესახებ არ ფიქრობს, როცა ქრონიკული დაავადების მოსაშორებლად გადაწყვეტილებას ეძებენ. და სულ ტყუილად.

მაგ., რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა იყო ჩატარებული, რომლებიც მაგნიუმის როლს განსაზღვრავს მეტაბოლიზმის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, ინსულინის მგრძნობელობასთან კავშირში, გლუკოზის რეგულაციასა და მეორე ტიპის დიაბეტისგან დაცვაში.

მაგნიუმის უფრო დიდი რაოდენობით მოხმარება გლუკოზის და ინსულინის ცვლის დარღვევის რისკს ამცირებს და პროგრესულ დიაბეტს აფერხებს.

უამრავმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მაგნიუმის დიდი რაოდენობით მოხმარება როგორც კაცებში, ასევე ქალებში უფრო მაღალ ძვლების მინერალური სიმჭიდროვეს იწვევს. ნორვეგიაში ჩატარებულმა კვლევამ სასმელ წყალში მაგნიუმის და ქვედა მენჯის სახსრების მოტეხილობის უფრო ნაკლებ რისკს შორის კავშირი აღმოაჩინა.

მაგნიუმმა შეიძლება სიმსივნის განვითარებაც კი შეაფერხოს, ხოლო American Journal of Clinical Nutrition-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მაგნიუმის უფრო დიდი რაოდენობით მოხმარება კოლორექტალური სიმსივნის განვითარების უფრო დაბალ რისკთან არის კავშირში.

რჩევები მაგნიუმის დონის გასაზრდელად

მაგნიუმის დონის, ასევე სხვა სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების გაზრდის  ერთ-ერთი ნამდვილად მოქმედი საშუალებაა – მწვანე ბოსტნეულის წვენის მომზადება.

ახალ დაწურული მწვანე ბოსტნეულის წვენი ყოველდღე უნდა დალიოთ – ეს მაგნიუმის მთავარი წყარო არის. ორგანული საკვები პროდუქტები ბევრ მაგნიუმს შეიცავენ, თუ მკვებავი ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგში გაიზარდნენ.

თუ დამატების სახით მიღებას ანიჭებთ უპირატესობა, გაითვალისწინეთ, რომ ბაზარზე დიდი რაოდენობით მაგნიუმის დანამატი არსებობს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში მას სხვა ნივთიერებებს ურევენ. უბრალოდ 100%-იანი მაგნიუმის დანამატი არ არსებობს.

ნივთიერებამ, რომლესაც ნებისმიერ მსგავს შენაერთში იყენებენ, შეიძლება მაგნიუმის შეწოვაზე და ბიოშეღწევადობაზე გავლენა იქონიოს და სულ სხვა შედეგი გამოიწვიოს.

მიუხედავად იმისა, რომ დანამატები შეიძლება სასარგებლო იყოს, ისინი ცუდ გავლენას ახდენენ იმით, რომ

  • მათი გადაყლაპვა რთულია;
  • მათ დაბალი ბიოშეღწევადობა აქვთ;
  • შეიძლება მის მიმართ აუტანლობა გქონდეთ;

ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია კონსულტანცია გაიაროთ  ექიმთან, რომელსაც ენდობი და მის კომპეტენტურობაში ეჭვი არ გეპარებათ! ამ პროცესს მთელი სერიოზულობით მიუდექით!

თქვენ მსგავს პრობლემასთან შეხება გქონიათ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს