ისტორია ბებია ზოიაზე, რომელიც ყველას ურეკავდა და ხშირად გაღიმებას ახსენებდა

648

ალბათ, ყველამ იცის, ზოგჯერ როგორ ცვლის ცხოვრებას ერთი მნიშვნელოვანი ზარი. ადამიანმა შეიძლება გაიგოს ამბავი, რომელიც გულს გაუტეხავს ან ამბავი, რომელიც ფრთებს შეასხამს და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე აიყვანს. რა ვუყოთ მოკლე და ზოგჯერ ყოველდღიურ ზარებს? ნამდვილად არ ასრულებს არანაირ როლს?

მნიშვნელოვანი ზარი – ეს ბებია ზოიას ისტორიაა. 83 წლისაა, მაგრამ მშობლიური სოფლის დატოვებას არ ჩქარობს. შვილები თავისთან ეპატიჟებიან, ქალაქში ჩამოყვანას სთავაზობენ, მაგრამ იქ თავს ისე გრძნობს, როგორც ჩიტი გალიაში. არსად წასასვლელი და არაფერი საქმე არ აქვს. უკვე ხომ ასაკოვანია. მოულოდნელად ცუდად რომ გახდეს და გვერდით არავინ იყოს? მხოლოდ შვილებთან ან შვილიშვილებთან ერთად სეირნობა არ შეიძლება. ზოიას არ სურდა, რომ ვინმესთვის ტვირთი გამხდარიყო.„რას ამბობ, როგორ დავტოვებ ჩემს სახლს? აქ, უკეთ ვსუნთქავ. აქ ხომ ჟოლო, მარწყვი, ვაშლი, ყურძენი მაქვს. ვინ გაზრდის? როგორ დავშორდები ემას? ჩემ გარეშე დაიკარგება. ისეთი უძლურიც არ ვარ, როგორც ფიქრობთ. საერთოდ თხის ყიდვა მინდა. რძეს შევაგროვებ, ხაჭოს გავაკეთებ. მარტო არ ვარ“ – წუწუნებდა ბებია ვაჟის, ვალერის მანქანაში.

ჯიუტი ხასიათი – „დედა, ახალი მობილური ტელეფონი გიყიდეთ. შენი ძველი ტელეფონი ძლივს მუშაობს. ახლა მივალთ, გაჩვენებთ, რა და როგორ, რომ მუდმივად დაგვირეკო. კარგი?“ – უთხრა ქალიშვილმა, რომელიც ავტომობილში წინ იჯდა. „რატომ მიყიდეთ ასეთი დიდი? ძველს ნორმალურად შევეგუე. დიახ, ხშირად ჯდება, მაგრამ კვირაში ერთხელ ხომ გირეკავთ? კიდევ რა გინდათ?“მანქანამ სოფლამდე მიაღწია და ერთი სუფთა სახლის წინ გაჩერდა. სამწუხაროა, რომ გარშემო მხოლოდ რამდენიმე სახლიდან ბჟუტავდა სინათლე. მინდვრები, მიტოვებული მიწები, ძველი ეზოები, გაჭედილი ჭები. შვილები დედას სახლში შესვლაში დაეხმარნენ, თან რამდენიმე დიდი პარკი შემოიტანეს. მარინამ აჩვენა ზოიას, როგორ უნდა გამოეყენებინა ახალი ტელეფონი.

პირველი საუბარი – „არ მომწონს, რომ კვლავ ამ მიყრუებულ ადგილას მოგიყვანეთ. ღმერთს მადლობა, რაღაც კავშირი მაინც არის. დედა, იქნებ ზამთარში მაინც გონს მოეგო ან ძალით მომიწევს შენი წაყვანა და ნივთების შეგროვება“ – ბრაზობდა ვალერი. „ვალერი, რატომ გიჟდები? ხომ გითხარი, სახლს არ დავტოვებ და არ გავყიდი“ – მკვახედ უპასუხა ზოიამ. „საერთოდ, ვინ იყიდის ასეთ მიყრუებულ ადგილას?– ვაჟი ნერვიულობას აგრძელებდა.„დედა, ყოველდღე დაგვირეკე. ისეთი გრაფიკი აქვს, რომ პირველი წუთი უფასოა, შემდეგ უკვე ფასიანია. დაგვირეკე, არ მოგერიდოს, ყველას დაგვირეკე, რომ მარტო არ იჯდე. გვისმენ?“ – არიგებდა ქალიშვილი. „გავიგე, მარინა, ყველაფერი გავიგე“.

უკვე მეორე დღეს გადაწყვიტა ყველას დაუმტკიცოს, რომ უძლური მოხუცი არაა. გამოდის, რომ ყველას უნდა დაურეკოს და კეთილი დღე უსურვოს. ოღონდ უფასო პირველი წუთი ყველაზე კარგად დაამახსოვრდა. ასეც გადაწყვიტა, რომ მოკლედ უნდა ისაუბროს.

ბებია ხაზზეა: „ემა – ზოიამ ჩაიხველა და მილში დაიყვირა – ალუბლის ღვეზელზე გეპატიჟები. გესმის? ზოია ვარ. შვილებისგან უკვე დავბრუნდი. აუცილებლად გელოდები, მოდი.“ ზოიამ თავი სატელეფონო ოპერატორად იგრძნო, რომელიც თითოეულ სიტყვას ხმამაღლა აჟღერებდა. კიდევ ვინმეს უნდა დაურეკოს.ასე მოკლე დროში შვილებთან, შვილიშვილებთან, ნაცნობებთან, მეგობრებთან, ექიმებთან და სოფლის საბჭოს თანამშრომლებთან დარეკვა და თავის შეხსენება მოასწრო. ექიმს უთხრა, რომ მედიკამენტები ჯერ აქვს, ხოლო სოფლის საბჭოს თხის ყიდვაში დახმარება სთხოვა. ზოიას საუბრები სწრაფად დამთავრდა, ბოლოს ყველას კარგი დღე უსურვა. შვილები არწმუნებდნენ, რომ დედას დიდხანს საუბარი შეეძლო, მაგრამ ზოიას მისი საფირმო სტილი უფრო მოსწონდა. როცა გესმის: „დილა მშვიდობისა, ზოია ვარ. დღესასწაულს გილოცავთ. გაღიმება არ დაგავიწყდეთ. კარგ დღეს გისურვებთ!“

უჩვეულო შემთხვევა – ერთხელ, სოფელში მეცნიერები და ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. შემოგარენს ათვალიერებდნენ, მინერალებს ეძებდნენ, ადგილობრივი საბჭოს ხელმძღვანელს ესაუბრებოდნენ. ზოია ამ ხალხით დაინტერესდა, ჭიშკართან მივიდა და ქუჩაში ფრთხილად გაიხედა. ვიღაც ჟურნალისტმა ბებია დაინახა და მთელი ბრბო მისი სახლისკენ დაიძრა.„თქვენ ვინ ხართ? თუ რამეს სათხოვნელად ხართ, მომწყდით, თორემ ძაღლს ავუშვებ“ – თქვა დამფრთხალმა ზოიამ. „ბებია, ჟურნალისტები ვართ, ისინი მეცნიერები არიან. ამ ადგილს განსაკუთრებული რელიეფის და მიწის გამო სწავლობენ. არ შეგეშინდეთ, არაფერს დაგიშავებთ“ – ღიმილით არწმუნებდა ბებიას მაღალი ახალგაზრდა ბიჭი.

„ეს ჩვენი ღირშესანიშნაობაა – ღიმილით თქვა ადგილობრივმა თანამდებობის პირმა – ბებია ზოიას ტელეფონით საუბარი ძალიან უყვარს. ყველას ურეკავს და ულოცავს ან ახსენებს, რომ გაღიმება არ დაავიწყდეს“ – ყვებოდა მამაკაცი. „დიახ, ასე ვაკეთებ“ – ამაყად უპასუხა ზოიამ. „ბებია, ვარსკვლავად გაქცევთ, ახლა საყვარელ საქმეს სხვების საკეთილდღეოდ გააკეთებთ“ – უთხრა ჟურნალისტმა. „ეს როგორ?“ – გულწრფელად დაინტერესდა ზოია.

ერთი მნიშვნელოვანი ზარი – ასე ბებია ზოია გახდა საქველმოქმედო პროგრამის „რამდენიმე სიტყვის“ ნაწილი. აზრი იმაშია, ბევრი მოხუცი ტელეფონზე საუბარზე უარს არ ამბობს, მაგრამ დამლაპარაკებელი არ ჰყავს. ქველმოქმედები ამ ადამიანების ტელეფონების ნომრებს აგროვებენ და მოხალისეებს აძლევენ. ბებია ზოია ერთ–ერთი ასეთი მოხალისე გახდა. ახლა ყოველდღე ნომერს მოწიწებით კრეფს და ყველას კარგ დღეს უსურვებს.