ბრძენმა ბებიამ მასწავლა, როგორ ვიყო საკუთარ სახლში არა დამლაგებელი, არამედ დიასახლისი

677

როგორი უნდა იყოს ცოლი? მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი, ოჯახის კერის დამცველი და ოჯახისთვის თავგანწირული? თუ ისეთი უნდა დარჩეს, როგორიც იყო? ყველაზე რთულია ბალანსის დაცვა და ისე ცხოვრება, როგორც სინამდვილეში გსურთ, თან ყოველდღიურ ქაოსში ზედმეტად არ ჩაერთოთ.

როგორი უნდა იყოს ცოლი

ერთი მხრივ, უცნაურია, როცა მამაკაცის მოთხოვნები სახლის დალაგებას, კერძების მომზადებას და რაღაც მსგავსს ეხება. მამაკაცი ხომ ცხოვრების მეგზურს ეძებს და არა სახლის დამლაგებელს, ძიძას ან ესკორტს. მეორე მხრივ, რთულია ისეთ ადამიანთან ცხოვრება, ვისთვისაც სახლის დალაგება მხოლოდ ლექსიკონიდან ერთ–ერთი ცნებაა.სახლის კომფორტი სახლში დაბრუნების სურვილს აღვიძებს. სისუფთავეში ყოფნა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე არეულობაში. დალაგებასა და სახლის სხვა მოვალეობაზე რადიკალურ ფემინისტურ აზრებზე ვფიქრობ და მუდმივად მახსენდება ერთი სერია „მეგობრებიდან“. მასში როსი ლამაზ თანამშრომელთან სტუმრად მივიდა. მათ რომანტიკული საღამო უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ბინა იმდენად ბინძური იყო, რომ ბიჭი თავზარდაცემული გაიქცა.კარგად მესმის ქალების, რომელთთავის სახლის დალაგება და წესრიგი ცხოვრების მთავარი ამოცანა არაა. არც უნდა იყოს. თუმცა რთულია იმ ადამიანის გაგება, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს, სად და რა პირობებში ცხოვრობს. ვაღიარებ, რომ ასეთ ადამიანებს არა ერთხელ შევხედრილვარ. მათ ბინაზე შეხედვა საზარელი იყო.

ბალანსი ურთიერთობაში და საკუთარ თავზე მუშაობა – უმეტეს შემთხვევაში ასეთები იყვნენ შემოქმედებითი ადამიანები, რომელთაც საკუთარი გატაცების გარდა სხვა არაფერი აღელვებდათ. მხატვრები, მუსიკოსები, მოცეკვავეები. უმეტესობა მათგანს საყოფაცხოვრებო საკითხებზე კონცენტრირება უჭირთ. მათი გონება სულ სხვა რამით დაკავებულია. ამ სამყაროს პრობლემები არ აინტერესებთ.გულწრფელად მჯერა, რომ ეს მათი წმინდა უფლებაა. თუ ადამიანი თავად ცხოვრობს, უფლება აქვს ისე იცხოვროს, როგორც თავად სურს. ყოველდღე სახლის დალაგება ან არა, 10 კერძის მომზადება ან მზა კერძების ყიდვა. ეს ყველაფერი ნორმალურია, სანამ ადამიანი მარტო ცხოვრობს.

და მაინც, ჩვენ სოციალური ცხოველები ვართ. წყვილის პოვნა და ძლიერი ურთიერთობის აგება გვსურს. ეს ხშირად თანაცხოვრებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ერთად იცხოვროთ და პარტნიორის აზრი თქვენს საერთო ცხოვრებაზე საერთოდ დაივიწყოთ. თავიდან ასეთი მიდგომა მუშაობს. სიყვარულის ჰორმონები ბევრ რამეზე თვალის დახუჭვას გვაიძულებს.სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან, საყვარელი ადამიანის დამოკიდებულების უგულებელყოფა დიდ სიყვარულსაც ანადგურებს. ყოველდღიური წვრილმანი ურთიერთობას შეარყევს, როგორც მდინარე ქვას ხვრეტს. საწყენია, როცა ისეთი ბანალური რამ, როგორიცაა სახლში წესრიგის დაცვა, დაბრკოლებად იქცევა.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია – პარტნიორის გულისთვის საკუთარი ბუნების სრულად უგულებელყოფა არ ღირს, თუმცა შეგიძლიათ თანაცხოვრება ისე ააწყოთ, რომ ორივემ თავი კომფორტულად იგრძნოთ და შებოჭილად არ იყოთ. ბალანსი ორივე მხარემ უნდა დაიცვას. ისე არ უნდა მოხდეს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი მოერგოს მეორეს სურვილებს.შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ყველაფერს გაუძლებთ და საყვარელი ადამიანის სიამოვნებისთვის ყველაფერს გააკეთებთ. ეს თავის მოტყუებაა. ასე გრძელდება, სანამ შეყვარებული ხართ. ზოგი ამბობს, რომ სიყვარული სამი წელი ცოცხლობს. არა, საბედნიეროდ, ის უფრო დიდხანს გრძელდება, ოღონდ ამისთვის საკუთარ თავსა და ურთიერთობებზე უნდა იმუშაოთ.