ყველის სარგებელი და ზიანი ჯანმრთელობისთვის

632

ზოგს ყველი ისე უყვარს, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, მაგრამ სძულთ იმის გამო, რომ ჭარბი წონა და გულის დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს.ყველი კალციუმის, ცხიმის და ცილის შესანიშნავი წყაროა, მასში ბევრი A და B12 ვიტამინი, ფოსფორი და რიბოფლავინი შედის. თუ ყველი დამზადებულია იმ ცხოველის 100%–იანი რძისგან, რომელიც ბუნებრივ საძოვარზე იყო გაშვებული, მასში ბევრი მკვებავი ნივთიერებაა, მათ შორის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა და K2 ვიტამინი. ყველი და რძის პროდუქტები კბილებს კარიესისგან იცავენ.

ყველი ობის მაღალი შემცველობით მცირე რაოდენობით კონუგირებულ ლინოლეურ მჟავას შეიცავს. ის სიმსუქნეს, გულის დაავადებებს აფერხებს და ანთებას ამცირებს. ფერმენტირებული რძის პროდუქტები, როგორიცაა იოგურტი და ყველი გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. სამწუხაროდ, ყველა რძის პროდუქტი მაღალ ტემპერატურაზე პასტერიზებულია და ასე ზოგიერთი სასარგებლო ნაერთის დონე, როგორიაა „კარგი“ ბაქტერიები და ფერმენტები, მცირდება.

ზოგიერთი ადამიანი ყველის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეა. ის შეიცავს ლაქტოზას – შაქარს, რომელსაც ადამიანი ლაქტოზას აუტანლობის დროს ვერ ამუშავებს. ყველი კალორიული პროდუქტია. სახეობის მიხედვით 30 გრ ყველი დაახლოებით 100 კალორიას შეიცავს. ყველი შეიცავს კაზეინს – რძის ცილა, რომელიც მასზე ალერგიის მქონე ადამიანებისთვის სახიფათოა. მასში ბევრი ცხიმი შედის. ექსპერტები გირჩევენ, რომ ნაჯერი ცხიმების მოხმარება შეზღუდოთ. და ბოლოს, ცხიმში არ არის უჯრედისი, რის გამოც ყველის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება ყაბზობა გამოიწვიოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს