სმარტფონის გაყვითლებული სილიკონის ქეისის გაწმენდა ხალხური მეთოდებით

1441

დღეს რთულია იპოვოთ ზრდასრული ადამიანი, რომელსაც სმარტფონი არ აქვს. სმარტფონი თავისი მრავალრიცხოვანი ფუნქციების დახმარებით ცხოვრებას გვიმარტივებს. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი მის დაცვას ცდილობს. ტელეფონის მცირე დაზიანებებისგან დასაცავად სხვადასხვა საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ. სილიკონის ქეისი პოპულარული და იაფი ვარიანტია, რომელიც დაკისრებულ ამოცანას შესანიშნავად უმკლავდება. მომხმარებელიც კმაყოფილია, სანამ სილიკონის ქეისის გაწმენდა არ უწევს.სილიკონის ქეისი მუდმივად სხვადასხვა ზეწოლას განიცდის, როგორიცაა დავარდნა, ბინძური ხელები, მტვერი, ცხიმი. ასე დროთა განმავლობაში ძველებურ სილამაზეს კარგავს და გაყვითლებას იწყებს. Vivien გასწავლით მარტივ ხრიკებს, რომელთა დახმარებით სილიკონის ქეისის იდეალურად გაწმენდს სახლის პირობებში ხელმისაწვდომი საშუალებებით შეძლებთ.

თეთრი ქეისის გაწმენდა – როგორც არ უნდა იზრუნოთ თეთრ სილიკონის ქეისზე, დროთა განმავლობაში მაინც ყვითლდება. წმენდის ორი მეთოდი არსებობს. 1. დაგჭირდებათ ძველი კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა. ქეისს პასტა ჯაგრისით წაუსვით და 7-10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ გარეცხეთ. პასტა მანამ მოაშორეთ, სანამ ქეისზე გახმება. 2. მათეთრებელი საშუალება, რომელიც ქლორს არ შეიცავს. წმენდის პროცესი ისეთივეა, როგორც პირველ მეთოდში. წაუსვით, გააჩერეთ და წყლით გარეცხეთ. 10 წუთში ძველებურ სილამაზეს დაიბრუნებს.

გამჭვირვალე ქეისის გაწმენდა – გარკვეულ დროში გამჭვირვალე ქეისიც ყვითლება და უშნოვდება. ძველებური გამჭვირვალობის დაბრუნებაში სოდა დაგეხმარებათ. გარეცხილი სილიკონის ქეისი მთლიანად სოდით დაფარეთ. შემდეგ ჯაგრისით ნაზად გახეხეთ და წყლით გარეცხეთ. ამ მიზნით არაყი ან ეთილის სპირტის ხსნარიც გამოგადგებათ. ქეისი სითხეში ცოტა ხნით გააჩერეთ. ბოლოს გაამშრალეთ, მაგალითად, ბამბის დისკებით. ადგილობრივი ლაქების მოსაშორებლად ბამბა სპირტში დაასველეთ ან სპირტის შემცველი სალფეთქი გამოიყენეთ და ლაქა გახეხეთ.

ფერადი ქეისის გაწმენდა – ფერადი სილიკონის ქეისის გაწმენდა ყველაზე რთულია, რადგან მის გასაწმენდად აბრაზიული საშუალებების გამოყენება არ შეიძლება. ამ შემთხვევაშიც გამოსავალი არსებობს. უმარტივესი ვარიანტი: დიასახლისის საპნით ხსნარი გააკეთეთ, ქეისი მასში ცოტა ხნით ჩადეთ. ახლა ამ ხსნარში დასველებული ბამბის დისკით გაწმინდეთ. საპნის ნაცვლად შეგიძლიათ ლიმონი გამოიყენოთ. ლიმონის წვენი გაწურეთ ან მთელი ლიმონი შუაზე გაჭერით და სილიკონის ქეისი დაამუშავეთ. ეფექტურობისთვის ლიმონით გახეხეთ, 10-15 წუთით გააჩერეთ და წყალში გარეცხეთ. ფერადი ტანსაცმლის ლაქების ამომყვანი საშუალებაც გამოგადგებათ, უბრალოდ ამ სითხით ქეისი გაწმინდეთ ან მასში ჩაალბეთ.

ამ მეთოდების გამოყენება დიდ დროს არ წაგართმევთ. მიღებული ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად იმოქმედებთ. სილიკონის ქეისი დრო და დრო გაწმინდეთ, რომ უფრო დიდხანს გამოყენება შეძლოთ და გადაგდება არ მოგიწიოთ.