9 ფაქტი, რომ ალასკაზე ცხოვრება სუსტი გულის ადამიანისთვის არაა

997

დღეს გიამბობთ, როგორია ალასკაზე, აშშ–ს ყველაზე შორეულ და დიდ შტატში, ცხოვრება სინამდვილეში. მის დროშაზე დიდი დათვის თანავარსკვლავედი და პოლარული ვარსკვლავია გამოსახული, რომელიც 13 წლის ამერიკელმა მოიფიქრა. ინტერნეტ სივრცეში ალასკის საოცარი ხედების და მშვენიერი პეიზაჟების ულამაზეს ფოტოებს იპოვით, რომელთა შემხედვარე სასწრაფოდ ბილეთის ყიდვა მოგინდებათ, რომ ნახევრადბნელი მზის მიწა სასწრაფოდ ნახოთ.

საინტერესო ფაქტები ალასკის შესახებ

  1. თუ ფიქრობთ, რომ ალასკაზე თითქმის არავინ ცხოვრობს და ნაკლებად დასახლებული შტატია ამერიკაში, ცდებით. ასე არაა.
  2. შტატის ყველაზე შორეული ქალაქია ბაროუ, სადაც პოლარული ღამე, ასევე პოლარული დღე, 3 თვე გრძელდება. ადგილობრივები გოგრის მოყვანით არიან დაკავებულნი. ხანგრძლივი დღის წყალობით უზარმაზარი გოგრები იზრდება.
  3. ალასკის შტატის მესამედი პოლარული წრის ხაზზეა.
  4. ალასკაზე ძალიან ცივა. არ გაგიკვირდეთ, თუ რესტორანში ყავა ან ჩაი შეიძინეთ და ქუჩაში გასვლისას უკვე ყინული შენიშნეთ. ამ მხარეში მინუს 30 გრადუსი ცელსიუსი ნორმაა. ყველაზე დაბალი ტემპერატურა მინუს 62 გრადუსი ცელსიუსია, თუმცა ადგილობრივები ასეთ ამინდის პირობებს მიჩვეულნი არიან.
  5. ამ შტატში მდებარეობს ქალაქი ანკორიჯი, რომელიც ძაღლების მარხილებით შეჯიბრებით არის ცნობილი. ამ სანახაობის ნახვა ნამდვილად ღირს. რბოლის წარმატებით გასავლელად ანკორიჯიდან ნოუმამდე 1,5 ათასი კმ მანძილის გავლა მოგიწევთ.
  6. ველური ცხოველები შუა ქალაქში, სახლთან ახლოს შეიძლება ხშირად დაინახოთ. მაგალითად, დიდი ლოსი, რომლის რქებიც მეორე სართულს წვდება. მათ ხილვას გამთბარ ტროტუარებზეც შეძლებთ.
  7. ძალიან ხშირად ტურისტები უზარმაზარი სინათლის სვეტების მომსწრე ხდებიან. ნამდვილად სულის შემკვრელი სანახაობაა. თითქოსდა ბუნება საზეიმო განწყობას ქმნის. სინამდვილეში, ასეთ მოვლენას ყინულის კრისტალებზე სინათლის ანარეკლი იწვევს.
  8. ადგილობრივები სიცივეს მიჩვეულნი არიან და სახლში კომფორტული ცხოვრებისთვის ყველაფერს აკეთებენ. მაგალითად, აქ, მთელ იატაკს ხალიჩით არა მხოლოდ საცხოვრებელ ოთახებში, არამედ სააბაზანოშიც აფენენ. ასე ტუალეტშიც კი ფეხები არ გაგეყინებათ და თბილად და მყუდროდ იქნება.
  9. ალასკის შტატის დედაქალაქია ჯუნო, სადაც მოხვედრა ჩვეულებრივი გზით შეუძლებელია. ავტოტრასა უბრალოდ არ აქვს. ჩვეულებრივ, მანქანები ბორნით გადაყავთ.

როგორ ფიქრობთ, ალასკაზე ცხოვრებას დათანხმდებით? ყველას არ შეუძლია ასეთი სიცივის ატანა, თუმცა, როგორც მინიმუმ, მისი თვალწარმატაცი ხედები ერთხელ მაინც უნდა ნახოთ.