7 ჩვეული პროდუქტი, რომელიც მომავალმა თაობა შეიძლება არ გასინჯოს

508

მორიგ ჯერზე, როცა ფინჯანი არომატული ესპრესოთი ისიამოვნებთ ან რესტორანში კრევეტების სალათს შეუკვეთავთ, დაფიქრდით, რომ რამდენიმე ათეულ წელში ეს პროდუქტი შეიძლება ხელმისაწვდომი აღარ იყოს. როგორც ამბობენ, მარადიული არაფერია, განსაკუთრებით ბუნებრივი რესურსების შეუზღუდავი მოხმარების და გლობალური დათბობის გათვალისწინებით. Vivien გიამბობთ, რომელი სასმელი და პროდუქტი იმყოფება გაქრობის საფრთხის ქვეშ.

  1. შოკოლადი – არსებობს ალბათობა, რომ თეთრი, შავი, რძიანი და ნებისმიერი სახის შოკოლადით დასატკბობად მაქსიმუმ 60 წელი დაგვრჩა. ამისთვის „მადლობა“ გლობალურ დათბობას უთხარით. პროფესიონალ სინოპტიკოსებსაც არ შეუძლია იმის თქმა, ხვალ წვიმა იქნება თუ თოვლი. ამინდის პირობები სულ უფრო არაპროგნოზირებადი და ექსტრემალური ხდება. სამწუხაროდ, შოკოლადის ხე ძალიან პრეტენზიულია და სხვადასხვა კლიმატურ რყევებს და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს რთულად იტანს. ამის ნათელი დადასტურებაა გვალვა განასა და კოტ–დ’ივუარში, სადაც კაკაოს მსოფლიო წარმოების 70% მოდის.გლობალური დათბობა ერთადერთი მიზეზი არაა. კაკაოს ხე ბერდება, ხოლო პლანტაციის განახლება და ახალი მცენარის დარგვა ყოველთვის შესაძლებელი არაა. არ დაგავიწყდეთ შოკოლადის ხის დაავადებები, რომელმაც კაკაოს მსოფლიო მოსავლის 1/3 უკვე გაანადგურა.კიდევ ერთი დეტალი: კაკაოს ხის გასაშენელებლად შესაფერისი ტერიტორია ყოველწლიურად მცირდება, რაც დროთა განმავლობაში შოკოლადის არარენტაბელურ წარმოებას გამოიწვევს. უკვე დღეს ბევრი აფრიკელი და ინდონეზიელი ფერმერი ხეებზე უარს ამბობს და სხვა გამძლე მცენარეს აშენებს.
  2. ავოკადო – შესაძლოა, მენიუში თანამედროვე კვების სამყაროში პოპულარული ავოკადოს დამატება ისურვოთ, მაგრამ აღარ იყოს. პროდუქტის მოთხოვნის და მაღალი ღირებულების მიუხედავად, მისი გაზრდის პროცესი ყოველ წელს რთულება. სწორედ ამიტომ, სარგებლიანობას კარგავს. 1 კგ ავოკადოს მოსავლის ასაღებად 300 ლ წყალი უნდა დაიხარჯოს. გვალვა ასეთ გულუხვობას ხელს არ უწყობს, შედეგად ნაყოფის რაოდენობა სწრაფად მცირდება. დიდი ალბათობით, მსხვილი მწარმოებლები ნაკლებად პრეტენზიული მცენარეების სასარგებლოდ ამ ხილის მოყვანაზე უარს იტყვიან.
  3. ალკოჰოლი – ზოგიერთი ალკოჰოლური სასმელი რისკის ზონაში იმყოფება. ყველაზე მეტად, ღვინო და კონიაკი ზარალდება – მაღალი ტემპერატურის გამო ზაფხული გრძელდება და ყურძნის ჯიში, რომელიც ჩვეულებრივ საწარმოებლად გამოიყენება, ძალიან სწრაფად მწიფდება, რაც ალკოჰოლისთვის უვარგისს ხდის. სასმელის დასაცავად ზოგიერთი მწარმოებელი მთელ თავისუფალ დროს ყურძნის ახალი ჯიშების გამოყვანას უთმობს, რომელიც უფრო გვიან მწიფდება. სამწუხაროდ, სელექციონერობა იაფი სიამოვნება არაა, თან წარმატების გარანტიას არ იძლევა.შოტლანდიური ვისკის მოყვარულებმაც ნერვიულობა უნდა დაიწყონ. 2018 წელს შოტლანდიაში ნალექი თითქმის არ ყოფილა, რის გამოც ნაკადულები დაშრა და მდინარის დონე კრიტიკულად შემცირდა. შესაძლოა, ეს ალკოჰოლის წარმოებაზე დიდად არ ასახულიყო, მაგრამ ვისკის შესაქმნელად მტკნარი წყალი გამოიყენება. შედეგად, მწარმოებლებს გაურკვეველი ვადით წარმოების შეჩერება მოუწიათ.მტკნარი წყლის დეფიციტი არა მხოლოდ ვისკის, არამედ ლუდის მოყვარულებზეც აისახა. გარდა ამისა, სვიის მოსავალი გვალვის გამო ძლიერ იტანჯება, რაც დიდ დანაკარგს იწვევს და ლუდის მწარმოებლებს გამოსავლის პოვნას ფიქრს აიძულებს. ტემპერატურის ზრდის გამო სვიაში ალფა მჟავის რაოდენობა მცირდება, რომელიც სასმელის გემოზეა პასუხისმგებელი, ამიტომ ამ პრობლემის მოგვარება საჭიროა.
  4. ზღვის თევზი და ზღვის პროდუქტები – დედამიწაზე კლიმატის ცვლილება მსოფლიო ოკეანის წყლებზეც აისახა. უფრო ზუსტად, ჟანგბადი იკლებს, შედეგად, თევზის სულადობა მცირდება. ექსპერტების პროგნოზით, მაქსიმუმ 30 წელში თითოეული სახეობის ინდივიდები თითქმის მესამედით შემცირდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველწლიურად თევზაობის დასაშვები რაოდენობა იზრდება. ამ მომენტისთვის ეს მაჩვენებელი 50%, ანუ რამდენიმე ათეულ წელში თევზი განადგურდება.დაზარალდებიან ოკეანის სხვა ბინადრებიც, რომელთაც სარესტორნო და სახლის კერძებში ხშირად იყენებენ. მიზეზი ზღვის წყლის მჟავიანობის ზრდაა, რომელიც ჰაერიდან ნახშირორჟანგს აქტიურად შთანთქავს. ამის გამო კიბორჩხალები, კრევეტები და ასთაკვი ჭურვის ფორმირებას ვერ შეძლებენ. ზღვის წყლის ზედაპირზე მარილის კონცენტრაციის ყოველწლიური შემცირება ბაქტერიების და პლანქტონის რაოდენობას ამცირებს, რომელთაც მიდიები და ზღვის სხვა ორგანიზმები საკვებად იყენებენ.
  5. კარტოფილი – შენც ბრუტუს? სამწუხაროდ, კარტოფილიც საფრთხის ქვეშაა, ამიტომ პოპულარული კერძების, კერძოდ წვნიანის და ბორშის რეცეპტის გადახედვა მალე მოგიწევთ. ბრიტანეთის კლიმატური კოალიციის მონაცემების თანახმად, წვიმის ნაკლებობის და მშრალი კლიმატის ფორმირების გამო 2050 წლისთვის მიწათმოქმედებისთვის ტერიტორია ¾–ით შემცირდება. 2018 წელს ინგლისში ცხელი ზაფხულის გამო მოსავალი მნიშვნელოვნად გაუარესდა, დამატებით კარტოფილის ბოლქვის ზომა შემცირდა.
  6. მიწისთხილი – პრეტენზიული კულტურების სიაში მოხვდა მიწისთხილი, რომელსაც გასაზრდელად განსაკუთრებული პირობები სჭირდება. მცენარეს 5 თვე სტაბილური თბილი ამინდები და საკმარისი ნალექი სჭირდება, სანაცვლოდ გვალვას და ტემპერატურის მუდმივ რყევებს იღებს. შედეგად, მოსავალი უარესდება ან კვდება. დასადასტურებლად გთავაზობთ გაიხსენოთ სიტუაცია, რომელიც 2011 წელს მოხდა – მაშინ ამერიკის რამდენიმე შტატში გვალვამ მიწისთხილის ცუდი მოსავალი და ფასების თითქმის 1,5–ჯერ ზრდა გამოიწვია.
  7. ყავა და ჩაი – მალე ბევრისთვის საყვარელი სასმელი, რომელსაც ბევრი საოცარი რიტუალი უკავშირდება, შეიძლება გაქრეს. მეცნიერების კვლევების შედეგებით და პროგნოზებით, 25-30 წლის შემდეგ ყავის პლანტაციების რაოდენობა 2-ჯერ შემცირდება, ხოლო 2080 წლისთვის სრულად გაქრება. აქ, ზუსტად იგივე სიტუაციაა, როგორც კაკაოს შემთხვევაში – პრეტენზიულ მცენარეს სტაბილური ამინდის პირობები სჭირდება: ტროპიკული კლიმატი, რეგულარული წვიმა, მაღალი ადგილმდებარეობა. სამწუხაროდ, გლობალური დათბობა ნელნელა ყავის მოსაყვანად ვარგის ტერიტორიებს ანადგურებს. მაგალითად, ტანზანიაში, რომელიც ყავის მარცვლების ერთ–ერთი მთავარი მომწოდებელია, 1969 წლიდან მოსავალი თითქმის განახევრდა.ჩაისთან უკეთესი სიტუაცია არაა. ყოველ წელს პლანტაციების რაოდენობა უხვი ნალექის და გაზრდილი ტემპერატურის გამო მცირდება. ბევრი აღნიშნავს, რომ სასმელის გემო და არომატი ისეთი არაა, როგორც ადრე. ეს მუსონებით, უწყვეტი წვიმებით და უამინდობით არის გამოწვეული.