მაღალი ქოლესტერინი: არტერიების გამკვრივებამ შესაძლოა გარკვეულ სიმპტომები გამოიწვიოს

1128

ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლძარღვების გამკვრივების პათოლოგიურ პროცესთან ასოცირდება და როცა ეს ხდება, ხელებსა და ფეხებში ადამიანისთვის უჩვეულო შეგრძნებები ჩნდება.მაღალი ქოლესტერინის პრობლემა სისხლში LDL ანუ „ცუდი“ ქოლესტერინის ჭარბ რაოდენობას გულისხმობს. მსგავსი ქოლესტერინი სისხლძარღვების კედლებში შეიძლება დაგროვდეს და ამ დროს სისხლძარღვების ქსოვილები მკვრივდება.

„ათეროსკლეროზი ან არტერიების გამკვრივება მაშინ ვითარდება, როცა ქოლესტერინი და სხვა ნივთიერებები არტერიების კედლებზე გროვდება, ფოლაქებს წარმოქმნის, რომელიც დროთა განმავლობაში არტერიებს შორის გასასვლელს ავიწროებს ან საერთოდ ბლოკავს და მთელ სხეულში პრობლემებს იწვევს“ – ამბობენ მაიოს კლინიკის ექიმები.

ითვლება, რომ ათეროსკლეროზი ასაკობრივი პრობლემაა: ადამიანში ასაკის მომატებისას ფოლაქები არტერიებს ავიწროებს და უფრო უხეშს ხდის, სისხლის გასვლას ართულებს. ამ ვიწრო არტერიებში შეიძლება შედედება გაჩნდეს, რომელიც სისხლის ნაკადს ბლოკავს. მსგავსი ბლოკირება ორგანიზმის ქსოვილებს სისხლთან და ჟანგბადთან წვდომას ართმევს, რაც მათ დაზიანებას ან კვდომას, მათთან ერთად გულის შეტევის ან ინსულტის განვითარებას იწვევს.სპეციალისტები გაფრთხილებენ, რომ ქოლესტერინის მაღალმა დონემ შეიძლება ახალგაზრდობაში არტერიების გამკვირვება გამოიწვიოს.ისინი ხაზს უსვამენ, რომ ნაადრევი დიაგნოზი და მკურნალობა ათეროსკლეროზის განვითარებას აფერხებს და გულის შეტევას, ინსულტს და სხვა გართულებებს თავიდან გაცილებთ. თუმცა ადამიანების უმეტესობას მაღალი ქოლესტერინის დროს სიმპტომები არ აწუხებთ. სწორედ ამიტომ, სისხლის ანალიზი ქოლესტერინის ერთადერთი საზომია.ექსპერტები დარღვევის შესაძლო ნიშნებზე საუბრისას გირჩევენ, რომ სისხლის ნაკადის უკმარისობის ნაადრევ სიმპტომებს ყურადღება მიაქციოთ, როგორიცაა გულმკერდში ჩხვლეტა (სტენოკარდია), ფეხის ტკივილი ან გაშეშება.

იმ შემთხვევაში, როცა ტვინისკენ მიმავალ არტერიებში ათეროსკლეროზი ვითარდება, შეიძლება იგრძნოთ შემდეგი სიმპტომები:

  • მოულოდნელი გაშეშება ან ხელებში ან ფეხებში სისუსტე
  • მეტყველების სირთულე ან გაუმართავი მეტყველება
  • მხედველობის დროებითი დაკარგვა ერთ თვალში
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს