რატომ უნდა დადოს ქალმა ორქიდეა სარკესთან, თუ მისი სილამაზეც ჭკნება.

715

დიდებულად აყვავებული ორქიდეას სახლში ქონა ნებისმიერ მფლობელს აღაფრთოვანებს. ორქიდეა საკმაოდ პრეტენზიულია, რადგან სჭირდება სწორად მორწყვა, კარგი განათება, შესაფერისი ნიადაგი და ოპტიმალური ჰაერის ტენიანობა.

რა თქმა უნდა, აყვავებული ლამაზი ორქიდეას დანახვისას ხვდებით, რომ ეს ამ შრომად ნამდვილად ღირდა. სწორედ ამიტომ, ამ ლამაზ ყვავილს სახლისთვის ხშირად დაუფიქრებლად ყიდულობენ. ამ ოთახის მცენარეს ადამიანზე ენერგეტიკული გავლენის მოხდენა შეუძლია. ხან დადებით, ხან უარყოფით გავლენას ახდენს.

ორქიდეა სახლში

მშვენიერი ორქიდეა ყველას აოცებს, მაგრამ ცოტამ იცის, რომ მას როგორც ბედნიერების, ასევე პრობლემების მოტანა შეუძლია. ამას ირწმუნებიან სპეციალისტები, რომლებიც სახლში კარგი ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნავენ. რას გვეუბნებიან სპეციალისტები.

თუ მცენარეზე სათანადოდ ზრუნავთ, ის კი მაინც ჭკნება, გამოდის სახლში რაღაც რიგზე არაა და ყვავილი ამას გრძნობს. შესაძლოა, ამ სახლში მცხოვრები ხალხი რაღაც ცუდ საქციელს ან განზრახვას გიმალავს. თუ სახლში დადებითი ატმოსფეროა, ორქიდეა კარგად ყვავილობს.

ორქიდეა ქალებზე განსაკუთრებულად კარგ გავლენას ახდენს. მათ უბედურებისა და ცუდი განწყობისგან იცავს. თუ ყვავილს სარკის გვერდით დადებთ, ასე ქალი თავის სილამაზეს გააძლიერებს და უფრო გახსნის, ამასთან ახალგაზრდობას გაიხანგრძლივებს.

ორქიდეების გავლენა კაცებზე

აი, კაცებს სპეციალისტები ორქიდეების მოვლას არ ურჩევენ. ითვლება, რომ ეს მხოლოდ ქალური ყვავილია, რომელიც ქალურ თვისებებს აძლიერებს. მაგალითად, თუ ორქიდეას ბიჭი ბავშვის საძინებელ ოთახში დადებთ, ასე ბავშვი ნაზი და უხასიათო იქნება.

წითელი ან იისფერი ორქიდეა სიზარმაცის და აპათიის გრძნობის მოშორებაში დაგეხმარებათ. ყვავილი ენერგიას სწორად გადაანაწილებს და უმნიშვნელო საქმეებზე დროს აღარ დახარჯავთ. მცენარე მათაც დაეხმარება, ვინც ახალი საქმის დაწყებას მუდმივად შემდეგი დღისთვის დებს.

ფინანსური პრობლემების მოგვარებაში ნარინჯისფერი ორქიდეა დაგეხმარებათ. ასეთი ყვავილი პროდუქტიულობას ზრდის და პროფესიული ახალი მწვერვალების დასაპყრობად საჭირო ძალებს მოგანიჭებთ.

ორქიდეა შეიძლება თქვენი მფარველი გახდეს. მაგალითად, თუ ადამიანი სახლში ავი განზრახვით გესტუმრებათ, ლამაზი ყვავილი მთელ თავის რესურსს გაააქტიურებს, რომ სტუმარმა თავი ცუდად იგრძნოს და მალე წავიდეს. მცენარე არასასურველ პიროვნებას სახლიდან გააგდებს.

არ დაგავიწყდეთ, მცენარის ქონიდან სარგებელს მიიღებთ, თუ მასზე სათანადოდ იზრუნებთ და მოუვლით. სწორედ ამიტომ, ამ მშვენიერი ლამაზმანის მიმართ კეთილი იყავით და ის თქვენი თილისმა გახდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს