7 შესანიშნავი ხე, რომელთა გაზრდა სახლშიც შეიძლება

1246

მცენარე – შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას მოგცემთ ინტერიერი გააცოცხლოთ და უფრო მყუდრო გახადოთ. სწორედ ამიტომ, ღეს 7 ხეს განვიხილავთ, რომლეთა გაზრდა სახლში შეგიძლიათ.

  • ფიკუსი ლირატა-ფიკუსთა გვარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. ეს ეკზემპლიარი დიდი ფოთლებიტა და უჩვეულო ფორმით გამოირჩევა. გათვალისწინეთ, რომ ეს ფიკუსი ვერ იტანს პირდაპირ მზის სხივებს, ზედმეტ რწყვას და ცუდად რეაგირებს გადაადგილებაზე. ყურადრებიანი და სწორი მოვლის შედეგად ის თქვენი სახლის შესანიშნავ მორთულობად იქცევა.
  • მეიერის ლიმონი-ასეთი ჯუჯა ხე გაცილებით უფრო გამძლეა ვიდრე ლიმონის დიდი სახეობები. ამასთაავე მისი გაზრდა სახლის პირობებშიც შეიძლება. მისი ნაყოფი თხელი კანით და უფრო მეტი სიტკბოთი გამოირცევა, ვიდრე ლიმონის ხის სხვა სახეობები. მეიერის ლიმონს მზის შუქი უყვარს, ამიტომ თბილ სეზონზე მისი გარეთ გატანაც შეგიძლიათ.
  • წყლის პახირა-ეს მცენარე, ასევე ფულის სახელითაც არის ცნობილი. ის წარმატებისა და სიმდიდრის ტრადიციულ სიმბოლოს წარმოადგენს. ჩვეულებრივ წყლის პახირას 5 ტოტი აქვს, რომლებიც ზრდის პროცესში ერთმანეთს ეხვევა. ხეს პირდაპირი მზის შუქი და მარალ ტენიანობა უყვარს, ამიტომ ის აბაზანაში პატარა ფანჯრიან აბაზანაში უნდა მოათავსოთ.
  • კარიოტა-ეკზოტიკური პალმა თევზის კუდის მსგავსიფორმის ფოთლებით. ის ოფისსაც უხდება და სახლსაც. მას ბევრი მზის შუქი ჭირდება. გარდა ამისა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ გრუნტის გამოშრობა. საქმე იმაშია, რომ კარიოტა ტროპიკული მცენარეა, რომელსაც ნესტიანი გარემო უყვარს. ამიტომ ის რეგულარულად უნდა რწყათ და ფოთლებსაც მიასხუროთ წყალი.
  • დრაცენა-დრაცენას მოვლა უმარტესია. ამიტომ ის ფლორის მოყვარულების ბევრ სახლს ამშვენებს. შენობაში ის შეიძება 2 მეტრამდეც კი გაიზარდოს. თუ ბნაში ლამაზი და უპრეტენზიო მცენარე გინდათ მაშინ არჩევანი დრაცენაზე უნდა შეარჩიოთ.
  • შეფლერა-მცენარე თავს ყველაზე უკეთ პირდაპირ მზის სხივებზე გრძნობს. ის ეკზოტიკური ტროპიკული მცენარეა რომელიც საკმაოდ მარალი იზრდება. თუმცა თუ თავის დროზე გასხლავთ, შეძლებთ მას სასურველი ფორმა მიაღებინოთ! თუ რამდენიმე შეფლერას შეიძლენთ, ის ოთახის დეკორატიულ ტიხრადაც გამოგადგებათ.
  • ზეთისხილი-სანამ ზეთისხილს ქუჩაში დარგავენ, მას დიდ ქოთანში რგავენ და 8-9 წლის მანძილზე სახლში აქვთ. ზეთისხილის ხეები ძალიან ამტანები არიან მშრალი ჰაერისა და ნიადაგის მიმართ, რაც მათ იდეალურ ოთახის მცენარედ აქცევს. ეს ხე წარმოშობით შუაზღვისპირეთიდან არის ამიტომ მას ბევრი მზის შუქი ესაჭიროება.

დარწმუნებული ვარ, ამ ხეებიდან რამდენიმეს თუ არა, ერთის ქონა მაინც მოგინდათ! გაითვალსიწინეთ ჩვენი რჩევები და თქვენი სახლი მყუდრო ბუდედ გადააქციეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს