როგორ გავრეცხოთ ფეხსაცმელი სარეცხ მანქანაში ისე, რომ კვლავ ახალივით იყოს

1715

დღეს სარეცხი მანქანის გარეშე ცხოვრების წარმოდგენა რთულია. თანამედროვე მოდელებს ნამდვილი სასწაულის მოხდენა შეუძლიათ. საკმარისია თეთრეული დოლურაში მოათავსოთ და უკვე 1-2 საათში სუფთა და მშრალი გამოიღოთ. მართალია, სარეცხ მანქანაში გარდერობის ზოგიერთი ნივთის გარეცხვას ზოგი დღემდე გაურბის. სწორედ ამიტომ, დღეს ძველ ნივთებზე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩავატარეთ და ახლა უკვე ვიცით, როგორ გავრეცხოთ ფეხსაცმელი სარეცხ მანქანაში.სასურველ შედეგს რომ მიაღწიოთ უნდა იცოდეთ, თუ რომელი ფეხსაცმლის გარეცხვა შეიძლება და რომელ რეჟიმზე. მწარმოებლები გვირჩევენ საკუთარ ნაწარმზე ასეთი ძლიერი ზემოქმედება არ მოახდინოთ. მათი სიფრთხილე გამართლებულია, პატარა შეცდომას საყვარელი ბოტასების დაზიანება შეუძლია. მაგრამ თუ ფეხსაცმლის ხელით გარეცხვამ დაგღალათ, სწორი მიდგომით სარეცხი მანქანა ამას თქვენს ნაცვლად გააკეთებს.

როგორ გავრეცხოთ ფეხსაცმელი სწორად

პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ 2 რამ:

  1. ფეხსაცმელს ტექსტილის ზედა მხარით, როგორიცაა ბოტასები ან ბალერინა ფეხსაცმელი, რეცხვის არ ეშინია. ამასთან ამოცანას ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილიც გაუმკლავდება.
  2. ტყავის და ბეწვის მქონე ფეხსაცმლის გასარეცხად აუცილებელია სპეციალური საშუალებების შეძენა. ეფექტი ბევრად უკეთესი იქნება, თუ წყალს დაარბილებთ. გამოდგება როგორც ქიმიური, ასევე ხალხური საშუალება.

ფეხსაცმლის მომზადება გასარეცხად-სანამ ფეხსაცმელს სარეცხ მანქანაში მოათავსეთ, შეამოწმეთ რაიმე დაზიანება ხომ არ აქვს. თუ მცირე დეფექტი აღმოაჩინეთ, სჯობს რეცხვისგან თავი შეიკავოთ. ასეთ შემთხვევაში სარეცხი მანქანა მას კიდევ უფრო დააზიანებს.თუ ფეხსაცმელი დაზიანებული არაა, რეცხვისთვის მოამზადეთ.

  • ფეხსაცმლის ძირი ჭუჭყისა და ქვებისგან გაწმინდეთ, რომლებიც შეიძლება მის ხვრელებში ჩარჩენილიყო და ფეხსაცმლის ძირი გარეცხეთ;
  • დარწმუნდით, რომ ყველა ბალთა შეკრულია.
  • თასმები და ღაბაში ამოიღეთ, ისინი ცალკე გარეცხეთ.

რეცხვის რეჟიმი-თითოეული წყვილი ფეხსაცმელი ცალცალკე გარეცხეთ. ბევრმა ფეხსაცმელმა შეიძლება სარეცხი მანქანა შიგნიდან დააზიანოს. გაწურვის რეჟიმს თავი აარიდეთ. ძლიერი ბრუნვა და ვიბრაცია გამოიწვევს იმას, რომ მძიმე და მაგარი ძირი მინას გატეხავს. სარეცხი მანქანის დოლურაც დეფორმირებული იქნება.მწარმოებლებმა სარეცხი მანქანის ახალ მოდელებში დაამატეს რეჟიმი „ფეხსაცმელი“. თუ ეს რეჟიმი არ გაქვთ, გამოიყენეთ „დელიკატური რეცხვა“. ტემპერატურა 30 გრადუს არ უნდა აღემატებოდეს. საიმედოობისთვის ფეხსაცმელი სპეციალურ ტომარაში ან ძველ ბალიშის პირში ჩადეთ.

როგორ გავაშროთ ფეხსაცმელი სარეცხ მანქანაში გარეცხვის შემდეგ-ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყეთ ბოტების გაშრობა სარეცხ მანქანაში, ცხელ ბატარეაზე ან გამათბობელზე. ერთი შეხედვით ეს მეთოდები ლოგიკური არჩევანია, მაგრამ მაღალი ტემპერატურა ფეხსაცმლის დეფორმირებას იწვევს. სჯობს ის აივანზე გააშროთ. ზამთარში გარეცხილი ფეხსაცმელი კარგად განიავებულ ოთახში დადეთ.

როგორც ხედავთ, თუ მარტივ წესებს დაიცავთ, ფეხსაცმლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა პრობლემა აღარ იქნება. წყვილი კეტები ან ბოტასები კვლავ ახალივით იქნება. გაგვიზიარეთ ხრიკები, რომელსაც რეცხვის დროს იყენებთ. თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.