თაფლი ერთ–ერთი ყველაზე ღირებული კვების პროდუქტია. მისი ღირებულება ვიტამინებით მდიდარი უნიკალური შემადგენლობაა, რომელიც სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლაში გვეხმარება.
პროდუქტს ზოგადი გამაძლიერებელი, ანტიბაქტერიული, დამამშვიდებელი და ჭრილობის შემახორცებელი თვისებები გააჩნია.
თაფლს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს, ამიტომ ხალხს შეძენისას ხშირად ყალბი პროდუქტი ხვდება. ნატურალური თაფლის განსაზღვრის რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომლებიც უნდა იცოდეთ, თუ ხარისხიანი პროდუქტის შეძენა გსურთ.
- გემოს ხარისხი-ნატურალურ თაფლს მწკლარტე მოტკბო აქვს, განსაკუთრებით გამოიყოფა წიწიბურას და წაბლის თაფლი. ნატურალური პროდუქტის შემდეგ სასიამოვნო გემო რჩება, ყალბს კი არაფრით გამორჩეული შაქრიანი ტკბილი გემო აქვს.
- ფერი-თაფლის თითოეულ სახეობას თავისი დამახასიათებელი ფერი აქვს. ყვავილების გამა შეიძლება თეთრიდან მუქ ყავისფრამდე მერყეობდეს. პროდუქტის შეძენის დროს უნდა დააზუსტოთ მისი სახეობა, რომ ნატურალობა გამოავლინოთ. აკაციის ყვავილებიდან შეგროვებული თაფლი თითქმის გამჭვირვალეა. წიწიბურას – გაჯერებული ყავისფერი, მოწითალო ელფერით. თეთრი ფერის თაფლი დიდი ალბათობით შაქრის სიროფით არის გაზავებული.
- ტექსტურა-ნატურალური და საწარმოო თაფლი თავისი ტექსტურით ძლიერ განსხვავდება. თუ ნატურალურ პროდუქტს თითებით გასრისავთ, ის კანში სწრაფად შეიწოვება, ნაწილაკებს არ დატოვებს. ხელოვნური პროდუქტი პატარა გრანულებს ტოვებს.შენახვიდან რამდენიმე თვეში თაფლი დაკრისტალებას დაიწყებს, ამიტომ ზამთარში თხევადი თაფლის შეძენისას ყალბ პროდუქტს უნდა უფრთხილდეთ. სავარაუდოდ, პროდუქტი შაქრის სიროფშია გაზავებული ან წინასწარ გაცხელებულია. 40 გრადუსზე მაღალი თერმული დამუშავების შედეგად თაფლი თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს.
- სიბლანტე-ნატურალური პროდუქტის გამორჩევას სიბლანტით შეძლებთ. თაფლით სავსე ჭურჭელში სუფთა კოვზი ჩადეთ, შემდეგ ნელნელა ამოიღეთ. ნატურალური თაფლი კოვზიდან ჩამოიწელება და არა უბრალოდ ჩამოიღვენთება.
- სუნი-ყალბ პროდუქტს არანაირი არომატი არ აქვს. ნატურალური თაფლი თაფლოვანი მცენარეების ნოტებით გაჯერებულ სქელ, სურნელოვან არომატს ფლობს.
- შაქარი-ნატურალური თაფლის გამოცნობას სალფეთქის დახმარებით შეძლებთ. აუცილებელია ცოტა თაფლი ქაღალდზე წაუსვათ. თუ მასზე სველი ლაქები რჩება, თაფლი ხელოვნურია.
ყალბი პროდუქტის გამოცნობა სახლის პირობებში
- იოდის ხსნარი-ცოტა თაფლი იოდს აურიეთ. თუ პროდუქტი იისფერ შეფერილობას მიიღებს, გამოდის სახამებელს, ფქვილს შეიცავს. პროდუქტი ყალბია.
- პური-თაფლით სავსე ჭურჭელში პურის ნაჭერი ჩადეთ. თუ 10 წუთის შემდეგ პური დარბილდება – ყალბია, პროდუქტი შაქრის სიროფითიაა მომზადებული.
- ქიმიური ფანქარი-ცოტა თაფლი თხელ ფენად ქაღალდზე გადაანაწილეთ. ზედაპირზე ფანქარი გადაატარეთ. თუ შესამჩნევი ლაქები არ გაჩნდება, პროდუქტი ნატურალურია.
- ძმარი-1 ჩ/კ თაფლი წყალს აურიეთ და 2 წვეთი ძმარი დაუმატეთ. თუ ნარევი აქაფდება, პროდუქტი ცარცით გაზავებულია.
- წყალი-1 ჭიქა თბილ წყალში 1 კოვზი თაფლი აურიეთ. თუ პროდუქტი სრულად გაიხსნება და წყალს ოდნავ ფერს მისცემს, გამოდის ნატურალურია. თუ თაფლი უცხო დანამატებს შეიცავს, წყლის ზედაპირზე ამოვა.
სჯობს თაფლი სეზონზე შეიძინოთ, როცა მეფუტკრეები მას აგროვებენ. ყალბი პროდუქტის შეძენისგან თავი რომ დაიცვათ, თაფლი ნაცნობ მეფუტკრესთან შეიძინეთ. ხელოვნურმა პროდუქტმა შეიძლება ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. ჩვენი მარტივი რჩევები გამოიყენეთ და ნატურალური, სასარგებლო პროდუქტით ისიამოვნეთ.