სურნელოვანი ეთერზეთები რომელთა წყალობით თქვენს სახლში მუდამ სასიამოვნო არომატი იტრიალებს

1391

სახლში ეთერზეთების სასიამოვნო არომატი თქვენს განწყობას საგრძნობლად აამაღლებს, მოგგვრით სიმყუდროვეს და სიმშვიდეს.აეროზოლების გამოყენება ჯანმრთელობისთვის არც ისე სასარგებლოა და არც მათი სუნი გამოირჩევა სასიამოვნო არომატებით. ამიტომ აჯობებს სახლში სასიამოვნო სუნის დასატრიალებლად ეთერზეტები გამოიყენოთ.

ეთრეზეტების არომატები

სამზარეულო

სამზარეულოში უსიამოვნო სუნის არსებობაში, მთავარი “დამნაშავე” ხშირ შემთხვევაში ნაგვის ყუთია. ნაგავი თავის დროზე უნდა გავიტანოთ და რეგულარულად ვრეცხოთ. იმისთვის, რომ სასიამოვნო არომატი გვქონდეს, 1 წევთი ფორთოხლისა და ჩაის ეთერზეთები ბამბის დისკზე დააწვეთეთ და სანაგვე ყუთში მოათავსეთ. იგივე მეთოდი შეგიძლიათ ბოსტნეულის შესანახ სათავსოშიც გამოიყენოთ. შეგიძლიათ მისი თაროები ეთერზეტებით დასველებული ბამბის დისკით გაწმინდოთ. ეთერზეთების დაწვეთება სამზარეულოს პრისახოცების კუთხეებშიც შეგიძლიათ.მაცივარში უსიამოვნო სუნების ნეიტრალიზებისთვის ჯამში საკვები სოდა ჩაყარეთ, დაახურეთ საკვების ცელოფანი და კბილის ჩხირით რამდენიმე ხვრელი გაუკეთეთ. ეს საშუალება მუდმივად გქონდეთ მაცივრის თაროზე და უსიამონო სუნი სამუდამოდ დაგავიწყდებათ.

სააბაზანო და ტუალეტი

დაბინძურებული ზედაპირების გასაწმენდად 1 ს.კ. სოდა და 1 ს.კ. ლიმონმჟავა გამოიყენეთ. დაიტანეთ ზედაპირზე და შემდეგ ღრუბლით საგულდაგულოდ გახეხეთ.შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი აბაზანის პირსახოცის კუთხეებს და ტუალეტის ქაღალდსაც დააწვეთოთ, აბაზანაში სასიამოვნო სუნი გარანტირებულია.აბაზანის ხალიჩას სოდა მოაყარეთ, 15-20 წუთი გააჩერეთ შემდეგ დაბერტყეთ და მოაპილასოსეთ. სოდა მტელს უსიამოვნო სუნს გააქრობს.

ტანსაცმლის კარადის თაროები

ლავანდის ეთერზეთი “არომატული ბედნიერების” სახელით არის ცნობილი. ამიტომ ცხოვრებაში სასამოვნო ემოციების მოსაზიდად შეგიძლიათ ლავანდის ეთერზეთი გამოიყენოთ.შეკერეთ პატარა ტომარა, შიგნით ლავანდის ტოტები მოათავსეთ, ამგვარად მოიზიდეთ ბედნიერება თქვენს ცხოვრებაში, გაავსეთ სახლის სასიამოვნო არომატით და თანსაცმელი კი ჩრცილისგან დაიცავით.

რაც შეეხება სამოსის და თეთრეულის უჯრებს – მათში შეგიძლიათ არომატული საპონი ჩადოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს