ფეტვის სასუქი წიწაკის მოსავლის ზრდისთვის

1374

ყოველ მებაღეს თავისი საუდუმლოებები აქვს სხვადასხვა კულტურების მოსაყვანად, მთავარ როლს ამ საქმეში სასუქი იკავებს. ზოგიერთი მებაღე მზა სასუქს მაღზიაში ყიდულობს, ზოგი კი ცდილობს თავად დაამზადოს ის. დღეს ფეტვის სასუქის შესახებ მოგითხრობთ, რომლეიც საშუალებას მოგცემთ წიწაკის დიდი მოსავალი აიღოთ!

დიდი, წვნიანი წიწაკის გაზრდა ძალიან რთულია. ალბათ გაგიკვირდებათ თუ როგორ შეუძლია ჩვეულებრივ ბურღულს ბოსტნეულზე ასეთი ზემოქმედების მოხდენა. ფეტვში ბევრი სასარგებლო ელემენტი შედის, რომლებიც შესანიშნავად კვებავენ მცენარეს. დღეს რამდენიმე ეშმაკობის შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ყოველ წელს წიწაკის არაჩვეულებრივი მოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

სასუქი წიწაკისთვის

მდიდარი შემადგენლობის წყალობით ბურღულს ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესების უნარი აქვს. თუ განოყიერებას პერიოდულად მოახდენთ, ნიადაგის ნაყოფიერება რამდენჯერმე გაიზრდება. ყველაზე ხშირად ამ სასუქს წიწაკისთვის იყენებენ.

ნიადაგში შეტანამდე ფეტვი უნდა ჩაალბოთ. მშრალი ბურღულისგან სარგებელს ვერ მიიღებთ. შეიძინეთ ფეტვის ყველაზე იაფი მარცვალი და 5 ლიტრ წყალში დაალბეთ. გააჩერეთ 24 საათი. ამ დროის განმავლობაში ფეტვი კარგად გაფუვდება. გაფუების შემდეგ შეგიძლიათ წიწაკები ამ სითხით მორწყათ. სითხის გადაღვრის შემდეგ მორჩენილი ფეტვი, მცენარეების გარშემო არსებულ, გაფხვიერებულ ნიადაგს შეურიეთ. ეცადეთ ფესვები არ დააზიანოთ. ამ პროცედურის შემდეგ მცენარე სწრაფად ზრდას დაიწყებს.

ჭიანჭველებთან ბრძოლა

მებაღის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მავნებლები წარმოადგენენ. მათ მოსავლის განადგურება რამდენიმე დღეში შეუძლით. წიწაკები ხშირად ხდებიან ჭიანჭველების მსხვერპლი, მათთან გამკლავება კი მაღაზიაში შეძენილ ქიმიასაც კი უჭირს. თუ დაუპატიჟებელი სტუმრებისგან მოსვენება არ გაქვთ, ეს მეთოდი გამოიყენეთ: აიღეთ ფეტვი და მიწას მოაყარეთ. ეს ჭიანჭველებს თავიანთი ბუდის დატოვებას აიძულებს. დღემდე არ არის ცნობილი თუ როგორ აფრთხობს ბურღული მწერებს, თუმცა ეს ნამდვილად მუშაობს.

შედეგი

ფეტვის სასუქის გამოყენების შემდეგ მიიღებთ:

  • წიწაკების ზრდის დაჩქარებას და ყვავილობას
  • დიდ ნაყოფს და მოსავლის ზრდას
  • გაცილებით გაჯერებულ გემოს და ნაყოფის შენახვის ვადის ზრდას
  • მცენარე უფრო გამძლე ხდება დაავადებების მიმართ
  • გათავისუფლდებით ჭიანჭველებისგან

ეს სასუქი ნამდვილად გაგაოცებთ თავისი ეფექტურობით. ეს ბიუჯეტური და ნატურალური საშუალება წიწაკის შესანიშნავი მოსავლის აღებაში დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს