ამ სტატიებში გაზაფხულის ნამდვილი სიმმბოლოს – ტიტების გაზრდაზე ვისაუბრებთ. ამ ბოლქვიან კულტურასთან მუშაობისას რამდენიმე ეშმაკობა დაგეხმარებათ, რომლებსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ.
ტიტების დარგვის ორი მეთოდი
1. დარგვა კვერცხის კონტეინერში
მაკრატლის ან ლურსმნის მეშვეობით კვერცხის კონტეინერში ნახვრეტები გააკეთეთ. კონტეინერები ყვავილების მწკრივზე დაალაგეთ. გაუფხვიერებელ ნიადაგზე აგროტექსის ნაჭერი დააფინეთ ისე, რომ კონტეინერის კიდეებს გარშემო 5 სანტიმეტრით სცილდებოდეს. ამგვარად ძველი სარეველა თქვენს ახალ ნერგებს ვერაფერს ავნებს.კონტეინერის უჯრედები ტორფის ხავსით ან ქვიშით გაავსეთ, შემდეგ ფრთხილად ჩაარჭეთ მათში თითო-თითო ბოლქვი. შემდეგ ამ ბოლქვებიან კონტეინერს მშრალ სასუქ შერეული მიწა დააყარეთ. მიწის რაოდენობა ბოლქვების ზომაზეა დამოკიდებული. ვეგეტაციის პერიოდში ქაღალდის კონტეინერები იხრწნება და ჭიების საკვებად იქცევა.თუ ამ მეთოდს გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ კულტურის სწრაფად მწიფებადობა. იმისთვის, რომ ბევრი ტიტები გაიზარდონ, ერთ კონტეინერში – ერთი ჯიშის ბოლქვები დარგეთ. ეს მეთოდი დაგეხმარებათ თანაბარი ზომის, ლამაზი ფორმის ნათესი მიიღოთ!
2. კონტეინერებსა და კალათში თესვა
თუ ყოველ წელს თხრით გამხმარ ტიტებს და ბოლქვებს მომდევნო ყვავილობისთვის აგროვებთ, კონტეინერების ან კალათის მეთოდი ნამდვილად მოგეწონებათ. ამ ჭურჭელში გაზრდილი ტიტები უფრო ადვილი ამოსათხრელია. ყვავილებს მღრღნელები ვერ გაანადგურებენ.დათესვამდე ბოლქვები და ნაყოფიერი ნიადაგი მოამზადეთ. ნაკვეთში სწორი და მზით კარგად განათებული ადგილი შეარჩიეთ. შემდეგ ამოტხარეთ ორმო თქვენი კონტეინერის ზომის შესაბამისად. მოათავსეთ ორმოში კონტეინერი ან კალათი, მის ფსკერზე – ქვიშის ფენა მოაყარეთ, შემდეგ კი ჩაალაგეთ ბოლქვები. დააყარეთ განოყიერებული მიწა. შეგიძლიათ ის მიწაც გამოიყენოთ რომელიც ამოთხარეთ, თუ მისი შემადგენლოაბ დამაკმაყოფილებელია!
ტიტების დასარგავი კონტეინერებისა და კალათის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ:
- პლასტმასის ბოთლების ქვედა ნაწილები
- ტორტების გამჭვირვალე, პლასტმასის თავსახურები
- ბადისებური პლასტმასის ყუთები
- ბადისებური საშუალო ზომის ტომრები
დარგვის ვადები: გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ ტიტების დარგვისთვის საუკეთესო დრო შემოდგომაა. თუმცა ნუ განაწყენდებით თუ მომენტი გაუშვით. ადრეულ გაზაფხულზე შეგიძლიათ ბოლქვები დარგოთ. ამისთვის ის 1 ღამით მაცივარში გააჩერეთ, დილით გარეცხეთ მანგანუმის ხსნარში და გრუნტში ჩარგეთ. ეს აუცილებლად აპრილამდე უნდა გააკეთოთ.