გამოცდილი მეთოდი მილებიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად

1138

რა შეიძლება იქცეს მილებიდან ამოსული უსიამოვნო სუნის მიზეზად?! რა თქმა უნდა საკვების ნარჩენები რომლებსაც თეფშებიდან და ქვაბებიდან ვრეცხავთ, ისინი მილებში გროვდება და იხრწნება. უსიამოვნო “არომატი” ჰაერში აბაზანისა და სამზარეულოს მილებიდან ვრცელდება და თუნდაც თქვენი ნიჟარა მბზინვარებამდე იყოს მიყვანილი, დროდადრო სუნთან ბრძოლა მაინც მოგიწევთ.აზრი არ აქვს მასთან სპრეით ან ჰაერის გამწმენდებით ბრძოლას, აჯობებს პირდაპირ გამომწვევ მიზეზს შევებრძოლოთ!

ვწმენდთ მილებს გამოცდილი მეთოდით

გაყიდვაში უამრავი პროდუქტია, რომლებიც გაჭედილობას წმენდს და შესაბამისად სუნიც ქრება. ამ ეფექტური საშუალებების მინუსი ისაა, რომ თავიანთი ზემოქმედებით აგრესიულებნი არიან – უარყოფითად მოქმედებენ გარემოზე და ჯანმრთელობისთვის ზიანი მოაქვთ. მათი ალტერნატივა სახლში მომზადებული ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებებია.

ამ სტატიაში გასწავლით რეცეპტს რომელიც მილებიდან უსიამოვნო სუნის გაქრობაში დაგეხმარებათ.

სუნის გაჩენის მიზეზები

  • სარეცხი საშუალებები და საპონი – გამოყენების პროცესში სარეცხი საშუალებები და საპონი გარკვეულ ნადებს წარმოქმნიან მილების შიდა ნაწილში. ეს შეიძლება სუნის მიზეზი გახდეს.
  • ჩამდგარი წყალი – მილის გარკვეულ ნაწილებში წყალი ჩერდება და ბოლომდე არ გადის, აქ კი ბაქტერიები აქტიურად მრავლდებიან.
  • მილების გადაბმის ადგილები – ტუალეტსა და აბაზანაში მილები ხშირად ზიანდება მომატებული ნესტიანობის გამო. ჩნდება სილიკონის სპეციფიური სუნი.
  • ძველი მილები – ძველი მილები უფრო იოლად ფუჭდება, ნარჩენებიანი წყალი დაზიანებულ ადგილებში რჩება და მიკრო ორგანიზმების საცხოვრებლად ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენს.
  • საკვების ნარჩენები – ეს მილებიდან წამოსული უსიამოვნო სუნის ყველაზე ხშირი მიზეზია. ამიტომ აჯობებს სამზარეულოს ნიჟარის გამშვებ მილზე წვრილი ბადე გამოიყენოთ რომელიც საკვების ნარჩენების მილში შეღწევას შეუშლის ხელს.
  • ვაშორებთ საშინელ სუნს მილებიდან – ამ საშუალების რეცეპტი ძალიან მარტივია: საკვები სოდა + ძმარი. ეს აბსოლუტურად ეკოლოგიური პროდუქტებია, რომლებსაც სოკოს, ცხიმოვანი ნადების და სუნის სხვა წყაროების განადგურება შეუძლიათ.

რეცეფტი

  • ნახევარი ჭიქა საკვები სოდა (100 გრამი)
  • 1 ჭიქა სუფრის ძმარი
  • ნახევარი ლიტრი ცხელი წყალი

მილის გაწმენდის ტექნოლოგია

  • აადუღეთ 1 ლიტრი წყალი
  • ადუღებამდე რამდენიმე წამით ადრე – ჩავასხათ ძმარი. მოვურიოთ
  • მილში ჩავყაროთ სოდა
  • მილში ჩავასხათ სოდიანი და ძმრიანი წყალი (მოხდება ქიმიური რეაქცია – აქაფდება)
  • დახურეთ მილის ზედაპირი და დატოვეთ მინიმუმ 1 საათით. წყალი არ ჩაასხათ!
  • ოპტიმალური ვარიანტი მილში ამ საშუალების მთელი ღამით დატოვებაა.

ამ მეთოდს კვირაში 1 – 7 დღის განმავლობაში მიმართეთ და უსიამოვნო სუნი უკვალოდ გაქრება.