აი, რას ამბობს ნიკაპზე ღრმული თქვენს შესახებ.

1258

ჯონ ტრავოლტის, ბენ აფლეკის და სანდრა ბულოკის ნიკაპზე ღრმულით გატაცებული იყავით? თუ პასუხი დადებითია, თქვენ მარტო არ ხართ! ბევრი ფიქრობს, რომ ამ ვარსკვლავების მიმზიდველობა ნიკაპზე ღრმულით არის გამოწვეული. ეს ცნობილი ადამიანები კითხვის დასმის კიდევ ერთი მიზეზია, თუ კონკრეტულად რაზეა დამოკიდებული ამ ღრმულის არსებობა და ახდენს თუ არა გავლენას ხასიათზე? თუ ნიკაპზე ღრმული გაქვთ, შეგიძლიათ ამ კითხვებზე პასუხები ჩვენს სტატიაში იპოვოთ!

რაზეა დამოკიდებული ნიკაპზე ღრმულის არსებობა?

„გაყოფილი“ ნიკაპი ან ნიკაპზე ღრმული იმის შედეგია, რომ ყბის კუნთები ნიკაპს ბოლომდე ვერ ფარავენ, რაც ღრმულის სახით ვლინდება. ჩვეულებრივ მისი გადაცემა მემკვიდრეობით ხდება, მაგრამ მისი არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს ბავშვებსაც ექნებათ, ამასთან შეიძლება თქვენ გქონდეთ ნიკაპზე ღრმული, მაგრამ მშობლებს არა. ეს გენებში ზის და ნიშანი შეიძლება რომელიმე შორეული ნათესავიდან მიიღოთ, მაგრამ ღრმული ყოველთვის არ ვლინდება.

რას ამბობს ნიკაპზე ღრმული ადამიანის ხასიათის შესახებ?

  • ასეთი ნიკაპი ბრბოდან ყოველთვის გამოგარჩევთ. საპირისპირო სქესის ადამიანებისთვის მიმზიდველად გამოიყურება.
  • ადამიანები ნიკაპზე ღრმულით უბრალოდ მხიარულებით დამუხტულნი არიან!
  • მათ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ.
  • მათ ფლირტი უყვართ და ეს კარგად გამოდით. ბიჭი ნიკაპზე ღრმულით აუცილებლად დაგაინტერესებთ, რადგან ამ საქმის დიდოსტატები არიან!
  • ისინი უფრო ემოციურები არიან, ვიდრე სხვები. ხშირად ტირიან როგორც სიხარულის, ასევე მწუხარების დროს.
  • მათთვის გულისტკენა საკმაოდ ადვილია, თუ პარტნიორი სათანადო ყურადღებას არ უთმობს.
  • მათ მუდმივად სიყვარული უნდა დაუმტკიცოთ. უარყოფის ეშინიათ.
  • სიყვარული და ურთიერთობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ პარტნიორისგან მუდმივი თავგანწირვა სჭირდებათ. ნერვიულობენ, როცა სიახლოვე აკლიათ და პარტნიორთან მიჯაჭვულობას ვერ გრძნობენ.
  • ფიზიკურ სიყვარულს ემოციური და სულიერი სიყვარულისგან არ ანსხვავებენ, მათთვის სიყვარული ერთია.

ნიკაპზე ღრმულის მქონე ადამიანების შესახებ ახლა უკვე იცით. თუ ერთ-ერთი მათგანი ხართ – სიამაყის საფუძველი გაქვთ. ჩვენ ბევრი პოზიტიური ასპექტი აღვნიშნეთ, მაგრამ ნეგატიური თვისებების დათრგუნვა მოგიწევთ. თქვენ სხვებისგან გარეგნობით გამოირჩევით, ასე რომ სხვა დადებითი კრიტერიუმითაც გამორჩეული რატომ არ უნდა იყოთ?