კოსმეტიკის შენახვის 5 უცვლელი წესი, რომელიც არ უნდა დაგავიწყდეთ.

683

როგორ შევინახოთ კოსმეტიკური საშუალებები სწორად, რომ თავისი თვისებები დიდხანს შეინარჩუნოს? სამწუხაროდ, სააბაზანო ოთახის თარო საუკეთესო გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს, რადგან სინესტე და მაღალი ტემპერატურა კოსმეტიკის გამოყენების ვადას სწრაფად ამცირებს.

ასე, რომ სად შევინახოთ ჩვენი საყვარელი კოსმეტიკური საშუალებები?

1. რეკომენდებულია, რომ ნებისმიერი კრემი საძინებელ ოთახში გქონდეთ. როგორც წესი, ამ ოთახში უფრო გრილა, ვიდრე სხვა ოთახებში.

2. კოსმეტიკა სინათლის მიმართ მგრძნობიარეა. აუცილებლად სინათლისგან დაიცავით: როგორც მზის, ასევე ხელოვნური განათებისგან. კოსმეტიკური საშუალებები ბნელ, მშრალ ადგილას შეინახეთ, რომ დროზე ადრე არ გაფუჭდეს. ამავე მიზეზით არ შეიძინოთ კოსმეტიკა, რომელიც მაღაზიის თაროზე ან მზით განათებულ თაროზე იდო.

3. დარწმუნდით, რომ კოსმეტიკა გამათბობელი მოწყობილობებიდან (მაგალითად, რადიატორი) შორს გიდევთ. პროდუქტებში შემავალი მკვებავი ნივთიერებები გახურების დროს თავის თვისებებს კარგავენ.

4. გახსნილი კოსმეტიკა 6 თვეზე მეტხანს არ შეინახოთ. კრემი სპეციალური პატარა კოვზით ამოიღეთ და არა თითით, რომ მისი ბაქტერიებით დაინფიცირება თავიდან აიცილოთ. ორგანული კრემი მაცივარში 2-4 თვე შეგიძლიათ შეინახოთ.

5. თუ მოგზაურობას აპირებთ, კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ, მცირე კონტეინერებში გადაიტანეთ. ასე ტემპერატურის ცვლილების გამო მთელი კოსმეტიკის დაზიანების რისკს თავიდან აიცილებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს