ნივთები, რომლებიც იმაზე უფრო ხშირად უნდა გამოცვალოთ, ვიდრე გვეგონა

760

ზოგჯერ ნივთების უმეტესობას იმ დრომდე ვიყენებთ, სანამ გამოსაყენებლად სრულად უვარგისი არ გახდება. სინამდვილეში, ძალიან ბევრი ნივთი გაცილებით უფრო ადრე ფუჭდება, ვიდრე თვალისთვის შესამჩნევი გახდება. დღეს გიამბობთ ნივთებზე, რომლებიც იმაზე უფრო ხშირად უნდა გამოცვალოთ, ვიდრე ჩვენ გვეგონა.

კბილის ჯაგრისი – ყველაზე ცხადი პუნქტი, მაგრამ ბევრს ავიწყდება. კბილის ჯაგრისი მინიმუმ 3-4 თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ. ბავშვების კბილის ჯაგრისი კიდევ უფრო ხშირად უნდა გამოცვალოთ.

წამწამების ტუში – ვირადღირებული ტუშის შეძენა არ იჩქაროთ, რადგან მასთან დამშვიდობება ძალიან მალე მოგიწევთ. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი თვალების უსაფრთხოებისთვის ტუში შეფუთვაზე მითითებული ვადის მიუხედავად მინიმუმ 3 თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ. ჩვენთან, ქალები ტუშს მანამ იყენებენ, სანამ არ გამოშრება. ასე კი სახიფათო მიკროორგანიზმების გავრცელებისთვის საჭირო პირობას ვქმნით. კიდევ უფრო ცუდია, თუ გამომშრალ ტუშს წყალში გახსნით

ნეჭა – ნეჭაში კანის ნაწილები რჩება, რომელთა მოშორებაც ძლიერ რეჟიმზე რეცხვის დროსაც კი შეუძლებელია. 3 თვეში ერთხელ ოჯახის ნეჭის ნაკრები სრულად უნდა გამოცვალოთ. თუ ღრუბელის ნაცვლად მკაცრ ჯაგრისს იყენებთ, შეგიძლიათ 6 თვეში ერთხელ გამოცვალოთ.

აბაზანის ხალიჩა – აბაზანის ხალიჩა ბოლოს როდის გამოცვალეთ? თითქოს, სულ დევს და დევს, სანამ არ გაიხვრიტება. სინამდვილეში, როგორც კბილის ჯაგრისი და ნეჭა 3 თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ. ჭარბი ტენის და მაღალი ტემპერატურის გამო ხალიჩა ობის და სოკოს გავრცელებისთვის იდეალური ადგილია. ასევე რეკომენდებულია, ყოველი შხაპის მიღების შემდეგ ხალიჩა გათბობის ბატარეაზე გააშროთ.

სახის პირსახოცი – ჩვენი სახის კანი ძალიან მგრძნობიარე და ამიტომ პირსახოცი უფრო ხშირად უნდა გამოცვალოთ, ვიდრე სხვა ნივთები. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს დასაბანად სპეციალური პირსახოცი არც აქვთ. პრობლემური კანის მქონე ადამიანებმა პირსახოცის გამოყენებაზე საერთოდ უარი უნდა თქვან. პირსახოცის ნაცვლად ერთჯერადი სალფეთქი გამოიყენეთ.

ბალიშისპირი – თეთრეულის კომპლექტს საკმაოდ ხშირად, კვირაში ერთხელ მაინც ცვლით. ბალიშისპირისთვის ეს საკმარისი არაა – სასურველია 2-3 დღეში ერთხელ მაინც გამოცვალოთ. ყოველდღე გამოცვალეთ, თუ აკნე გაწუხებთ. კანის სერიოზული პრობლემების დროს დერმატოლოგები გირჩევენ, რომ ყოველ ღამე ბალიშისპირს ზემოდან სუფთა, ერთჯერადი პირსახოცი დააფაროთ.

რა თქმა უნდა, თუ ამ რეკომენდაციებს არ დაიცავთ, არაფერი სერიოზული არ მოხდება. ზოგიერთ ნივთს წლები ვიყენებთ და ამით არანაირი ზიანი არ მოუყენებიათ. თუმცა ზოგჯერ ჩვენი პრობლემების წყაროს პოვნა გვიჭირს. ეს პრობლემები კი ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო წვრილმანებში იმალება.

იქნებ დროა, რომ ზოგიერთი ნივთი ახლავე შეცვალოთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს