მადლიერება საკუთარი თავის მიმართ: პრაქტიკა რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

1591

მიდრეკილი ხართ თვითკრიტიკისკენ? მუდმივად უკმაყოფილო ხართ საკუთარი თავით? მაშინ ეს სიტუაცია სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ! აი მარტივი ყოველდღიური სავარჯიშო რომელიც საკუთარი თავის მიმართ მადლიერებით აგავსებთ.

ისწავლეთ საკუთარი თავის პატივისცემა. ეს დავალება ტრამპლინივითაა და მოგცემთ პრობლემებიდან ამოსვლის საშუალებას.

თქვენი ცხოვრება რეალურად ფასეულია! ცხოვრება – თქვენი გამოცდილებაა, წიგნია რომელიც თქვენ წაიკითხეთ, ენერგიაა რომელიც თქვენ მასში ჩადეთ, რთული გადაწყვეტილებები და დარტყმებია რომელიც მიგიღიათ და რომლის შემდეგაც შეძელით და ფეხზე ისევ წამოდექით. თქვენი თვითშეფასება თვალსა და ხელს შუა იზრდება, შემდეგ კი რა ხდება?! – სამყარო ამას ხედავს და აირეკლავს.

მადლიერება საკუთარ თავის მიმართ

დღეს ბევრს საუბრობენ და წერენ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია მადლიერების შეგრძნება.ჩვენ მიჩვეული ვართ რომ მადლიერება აუცილებლად მიმართული უნდა იყოს ვინმეს ან რაიმეს მიმართ.და თუ ის მიმართულია საკუთარი თავის მიმართ?!

მაშ ასე, მადლიერება საკუთარი თავის მიმართ: მადლობას ვუძღვნი ჩემს თავს. ბევრისთვის ეს სიტყვები მტკივნეული იქნება. მათთვის ვინც თვითკრიტიკას არის მიჩვეული ეს სიტყვები რბილად რომ ვთქვათ – არასწორია.

ახლა კი მოუსმინეთ თქვენს მეს:

  • რას აკეთებთ უფრო ხშირად: აკრიტიკებთ თუ ემხრობით თქვენს თავს?
  • მუდმივად უკმაყოფილო ხართ თქვენით?
  • როგორც წესი მუდმივად ხართ განცდებში და ელოდებით რომ გარშემომყოფები მხარს დაგიჭერენ, შეგაქებენ, ეცდებიან აგიხსნან და დაგარწმუნონ იმაში რომ ყველაფერი წესრიგში გაქვთ?

იცანით თქვენი თვი?!

სავარაუდოდ თქვენ მიჩვეული ხართ დაუმტკიცოთ მთელ ქვეყანას, რომ ყველაფერი რიგზეა და თქვენ უმკლავდებით წარმოქმნილ პრობლემებს, რომ შეგწევთ ძალა გადაჭრათ ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემები. თქვენი ახლობლები კი იმყოფებიან ილუზიაში, რომ შეუძლებელია თქვენ სირთულეებიც გქონდეთ. თქვენ ძალიან მოინდომეთ რომ შეგექმნათ თქვენი მუდმივი ბედნიერების გამომხატველი სურათი.

უბრალოდ არ შეგიძლიათ თხოვნა და ყველაფერს იღებთ თქვენს თავზე, გეშინიათ დაუცველობის და საგულდაგულოდ მალავთ ყველასგან თქვენს შეცდომებს. სიმართლე რომ ვთქვათ თქვენ გაკლიათ თანაგრძნობა. რომც დაიწყოთ თქვენს პრობლემებზე საუბარი, თქვენი ნაცნობები უბრალოდ გაუგებრობაში აღმოჩნდებიან…

…და თანადგომა და მადლიერება?! საიდან და როგორ მივიღოთ ის თუ ძალიან გვჭირდება?!

აიღეთ ლამაზი საყვავილე ან ქილა, აირჩიეთ ის რაც მოგწონთ.შეიძლება თქვენი ხელითაც გააკეთოთ ლამაზი ყუთი.

ეხლა დაწერეთ ფურცელზე მადლიერების სიტყვები საკუთარი თავის მიმართ – ყველა ქმედების და ყველა შეგრძნებისათვის რომელიც თქვენთვის ნამდვილად ძვირფასია. მაგალითად, გუშინ თქვენ გააკეთეთ გემრიელი წვნიანი, დააპურეთ ოჯახი, იგრძენით სიხარული და კმაყოფილება, იყავით მადლიერი საკუთარი თავის მიმართ.თქვენ ამეცადინეთ ბავშვი და კმაყოფილი ხართ?! – უთხარით მადლობა თქვენს თავს.ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ – ნებისმიერი ქმედება ან ემოცია.

გამოიჩინეთ მდლიერება საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ, ამას სამყარო აირეკლავს და უკან პოზიტივის სახით დაგიბრუნებთ, ეს კი შთაგონების წყარო გახდება და თქვენ მოქმედებისა და წინსვლის უფრო ძლიერი სურვილი გაგიჩნდებათ.