როგორ მოვაცილოთ სუნი პლასტმასს: 5 საშუალება რომლებიც ნამდვილად დაგეხმარებათ

1250

საკვები სოდა – გაათავისუფლეთ კონტეინერი საკვების ნარჩენებისგან და ცივი წყალი გამოავლეთ, რადგან ცხელმა წყალმა გამჭვირვალე პლასტმასზე შეიძლება არასასიამოვნო ლაქები გამოიწვიოს. ამის შემდეგ ჭურჭელი თბილი წყლით აავსეთ, დაუმატეთ ჩაის კოვზი საკვები სოდა, დახურეთ კონტეინერი და მთელი ღამით დატოვეთ. დილით ისევ გარეცხეთ ჭურჭელი ცივი წყლით. ერთი ასეთი პროცედურაც საკმარსი იქნება ჭურჭლისთვის პირვალდელი იერის დაბრუნება.

ლიმონი – ყველაზე ჩამჯდარ სუნსაც კი მოაშორებთ ლიმნის მეშვეობით. კარგად წაუსვით ჭურჭელს ლიმონის ნაჭერი და 30-40 წუთით დატოვეთ.

ვანილის ექსტრაქტი – ვანილის ექსტრაქტს სასიამოვნო და გამძლე არომატი აქვს, რომელიც არასასიამოვნო სუნების გადაფარვას შეძლებს. აავსეთ ჭურჭელი წყლით და რამდენიმე წვეთი ვანილის ექსტრაქტი ჩაასხით. კონტეინერს თავი მჭიდროდ დაახურეთ და რამდენიმე საათით დატოვეთ. შემდეგ გამორეცხეთ ჭურჭელი სუფთა, ცივი წყლით.

ძმარი – ძმარი ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა სუნთან საბრძოლველად. დაასველეთ პლასტმასის კონტეინერი ძმრის ხსნარშიდ ა მთელი ღამით დატოვეთ, დილით კი წივ წყალში გარეცხეთ. საჭიროების შემთხვევაში პროცედურა ისევ გაიმეორეთ – სუნისგან კვალიც აღარ დარჩება.

ნახშირი – ძველი სუნების მოშორება კნტეინერში ნახშირის მოთავსებითაც შეგიძლიათ (ან რამდენიმე აქტივირებული ნახშირი). მჭიდროდ დაახურეთ თავი და რამდენიმე დღით დატოვებით. ასეთი პროცედურის შემდეგ პლასტმასს გაცილებით სასიამოვნო სუნი ექნება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს