როგორ გავასუფთაოთ აბაზანა სახლის საშუალებების მეშვეობით

915

ყოველი კარგი დიასახლისი, ზრუნავს იმაზე, რომ ბინაში ყოველთვის სისუფთვე და სიმყუდროვე მეფობდეს. ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის ტუალეტსა და აბაზანაში გვხვდება, იქ ხომ სისუფთავეს მუდმივად სჭირდება კონტროლი. ამ სტატიაში რამდენიმე ეფექტურ საშუალებას შემოგთავაზებთ, რომელიც ნებისმიერი ტიპის ჭუჭყის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ!

რით მოვრეცხოთ უნიტაზი. რა საჭიროა ველოსიპედის გამოგონება, თუ სარეცხი საშუალებები უკვე დიდი ხნის წინ გამოიგონეს. ასეთი საშუალებები ძალიან ეფექტური კი არის, მაგრამ, ქიმიაა რომელიც მავნეა ადამიანისთვის და პლუს ძალიან ძვირიც ჯდება! ან რა საჭიროა ფულის ქიმიაში ხარჯვა, თუ ხელთ თითქმის იმავე ეფექტურობის მქონე საშუალებები გაქვთ?! ყველაფერი რაც უნიტაზის გასახეხად გჭირდებათ – 2 შეკვრა ლიმონმჟავა, თბილი წყალი და საკვები სოდაა, ასევე ჯაგრისი ან ღრუბელიც დაგჭირდებათ!

  • აიღეთ ლიმონმჟავა და ცოტაოდენ წყალში გააზავეთ. სითხე საშხაპუნო ჭურჭელში გადაასხით და კარგად შეანჯღრიეთ. ახლა უნიტაზის ზედაპირს მოასხით, განსაკუთრებული ყურადღება კი გაცილებით ჭუჭყიან არეებს მიაქციეთ. სითხე 10-15 წუთით დატოვეთ.
  • ახლა ხელთათმანები ჩაიცვით და ღრუბლით ან ჯაგრისით ზედაპირს ჭუჭყი მოაშორეთ. იმისთვის, რომ უნიტაზი ქათქათა გახდეს, მას საკვები სოდა მოაყარეთ. ის გააქტიურდება და აშუშხუნდება. ამ ქაფით მთელი ზედაპირი დაამუშავეთ.
  • ახლა უნიტაზს წყალი მოავლეთ, შემდეგ კი სუფთა, სველი ღრუბლით გაწმინდეთ ზედაპირი. ალბათ ხედავთ, რომ უნიტაზი სისუფთავისგან ბრწყინავს! ეს საშუალება ნებისმიერი ტიპის ჭუჭყის მოცილებაში დაგეხმარებათ.
  • ასევე, უნიტაზის ძმრით გარეცხვის ტექნიკაც არსებობს. უნიტაზის წყლის ავზში ნახევარი ბოთლი ჩვეულებრივი ძმარი ჩაასხით და რამდენიმე საათით გააჩერეთ. შემდეგ ჩარეცხეთ რამდენჯერმე. ასე შეძლებთ ბაკში არსებული ჭუჭყისგანაც გათავისუფლდეთ!

ხომ ხედავთ როგორი იოლია! ეს საშუალებები ძალიან მარტივია და ბევრი წვალებაც არ დაგჭირდებათ. ეს მეთოდი ბევრჯერ არის გამოცდილი და ნამდვილად მუშაობს!