როცა მღელვარე გულით ვუყურებთ მომაჯადოებელი ბალერინას ურთულესი ელემენტების შესრულებას, იშვიათად დავფიქრებულვართ, თუ რა იმალება ამ გრაციოზული ბალეტის მოცეკვავის გასხივოსნებული ღიმილის მიღმა. ყველა ტანჯვა, ცრემლები და სისხლი რჩება კულისებში, საგრიმიოროში, სარეპეტიციო დარბაზში, ხოლო აღტაცებულ მაყურებელს მხოლოდ სცენაზე მსუბუქი და ჰაეროვანი მოძრაობის ყურება დარჩენია.
სინამდვილეში, წარმოსახვითი მსუბუქი მოძრაობის მიღმა ჯოჯოხეთური შრომა და ბალერინების და მათი სცენური პარტნიორების მთლიანი თავდადება იმალება. დღეს ვივიენმა თქვენთვის მოამზადა სურათების ძლიერი ნაკრები, რომლებიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ბალეტი სუსტი ადამიანებისთვის არაა.
ყოველდღიურად ბალერინა გაჭიმვებს ასრულებს. გაჭიმვები კი – დამღლელი, დამაუძლურებელი, თვალების დაბნელებამდე ძალდატანებას მოითხოვს.
ბალეტი – ჯანმრთელობის თამამი გამოწვევა და სახიფათო სპორტის სახეობებს შორის ყველაზე რთულია.
სახსრების დაავადება – სუსტი აღნაგობის ბალერინებისთვის ჩვეულებრივი საქმეა. ნაღრძობი, მოტეხილობა და ტრავმები ბალერინებისთვის ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც ცუდი მხედველობა პროგრამისტისთვის.
ხშირი ჩალურჯებების, ნაღრძობის, ტრავმების, მოტეხილობის გამო ასაკის მატებასთან ერთად სახსრების აუტანელი ტკივილი ეწყებათ. ეს ფასია, რომელსაც სუსტი ბალერინები სცენაზე მხურვალე ტაშის გამო იხდიან.
საბალეტო კარიერაში წარმატებას რომ მიაღწიონ, ახალგაზრდა მოცეკვავეებმა ზუსტად ნახევრად მოხრა უნდა შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საბალეტო სკოლის კარს მიღმა აღმოჩნდნენ.
ბალეტის მსახიობების ფეხის ნაბიჯები, ყველაზე უსიამოვნო სანახაობაა. ჩვეულებრივ, ბალერინას პუანტის ზომა მის ფეხსაცმლის ზომასთან შედარებით 2 ზომით პატარაა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ პატარა სუსტ თითებს მთელი 50 კვ ან მეტი ზემოდან აწვება. რთული წარმოსადგენია, როგორი გაუსაძლისი ტკივილის ატანა უწევთ საბალეტო ხელოვნების ოსტატებს!
აფსუს, მაგრამ ყველა გოგო ბალერინას როლისთვის არ გამოდგება. ამისთვის სიტყვასიტყვით მოცეკვავედ უნდა დაიბადო, ბუნებისგან განსაზღვრული თვისებით, უნარით და ხასიათით უნდა იყო დაჯილდოებული.
ბალეტი ეს არა მხოლოდ გატაცებაა ან სამსახურია. ბალეტი ცხოვრებაა! მას მოცეკვავის მთელი დრო, ენერგია და სურვილი მიაქვს. გახდე ბალერინა, ნიშნავს გასცე შენი ყველაფერი რამეს დატოვების გარეშე!
კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომელსაც ბალეტის მსახიობი უნდა აკმაყოფილებდეს – ესა კიდურების სიგრძე. საბალეტო სკოლაში მიღების წინ გოგონებს მარტივი გზით უზომავენ “გრძელფეხიანობის ინდექსს: ფეხზე დგომისას სიმაღლეს ყოფენ მჯდომარე პოზის სიმაღლეზე, შემდეგ კი 100-ზე ამრავლებენ. თუ თქვენი მონაცემები 49-52% არ მოხვდა – ბალერინას კარიერაზე შეგიძლიათ სამუდამოდ დაივიწყოთ.
ზედმეტი ნაჭერი მიირთვით? ამის გამო საბალეტო სკოლიდან დათხოვნის საფრთხე გემუქრებათ, რადგან წონის კონტროლი შენ აუცილებლად გამხელს! ფორმის შესანარჩუნებლად, ბალერინები ღებულობენ ძლიერ შარდმდენ მედიკამენტებს, იყენებენ საეჭვო მედიკამენტურ საშუალებებს და მკაცრ დიეტას იცავენ.
ბალერინას კარიერა ჩვეულებრივ დიდხანს არ გრძელდება. მოცეკვავეები პენსიაზე 35 წლის ასაკში გადიან და თან მიაქვს რამდენიმე ტრავმა, ქრონიკული დაღლილობა და დეფორმირებული ტერფები.
თუ ბალერინად ხართ დაბადებული, დასახული მიზნისკენ მისაღწევ გზაზე ვერანაირი მაქინაციები გაგაჩერებთ.
წარმოუდგენელი სილამაზე, გრაციოზულობა, მომხიბლავი პლასტიკა უხვად გვხდება ბალეტში ისე, როგორც არაც ერთ სხვა ხელოვნების სახეობაში.
ბალეტის მსახიობები უდიდესი ქების ღირსნი არიან! ვიღაცას შეიძლება შეეცოდოს ისინი, რადგან დასახულ მიზანს ამ ფასით აღწევენ. თუმცა ეს ის არაა, რაც მათ სურთ. მათ არ სურთ თანაგრძნობა,. მათ თავად აირჩიეს დასახული გზა, ცხოვრება ბალეტს მიუძღვნეს, ამ შესანიშნავი ხელოვნებას მთლიანად შეერწყნენ. ბალეტის ნამდვილი თაყვანისმცემლები ამის გამო მადლობის გადახდით არ იღლებიან!