სამწუხაროდ ისეთი საზოგადოებაა მთელს მსოფლიოში, რომ ზოგიერთი შვილი საკუთარ მშობელს, როდესაც დრო მოვა მოხუცებულთა თავშესაფარში განამწესებს ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე. რათქმაუნდა, ასე ბევრად მარტივია ცხოვრება, ვიდრე რეგულარულად მოვინახულოთ ხანშიშესული მშობლები და ვიზრუნოთ მათზე. თქვენ თუ ხართ მზად მოიშოროთ ის ადამიანები, რომლებიც მთელი თქვენი ცხოვრება გარს გეხვეოდენ, ზრუნავდენ თქვენზე და უყვარდით?
მამაკაცმა რესტორანში მიიყვანა თავისი ხანშიშესული მამა, რათა გემრიელი ვახშამით გამასპინძლებოდა მას. მამა ძალიან ბებერი და დასუსტებული გახლდათ. ჭამის დროს საკვების ნამცეცები მის მაისურზე და შარვალზე ცვივოდა. დარბაზში მსხდომი ადამიანები ზიზღით აქცევდენ მას ზურგს, თუმცა შვილი სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
როდესაც ვახშმობას მორჩენ, შვილი ფრთხილად მიეხმარა მამას წამოდგოამში და ის საპირფარეშოში გაიყვანა სადაც შარვალი და მაისური გაუსუფთავა, ხელები დაბანა და სიყვარულით დავარცხნა ჭაღარა თმა, მიეხმარა სათვალის გაკეთებაში.
როდესაც რესტორნის დარბაზში დაბრუნდენ, მათ ფაქტიურად სრული სიჩუმე შეეგებათ. ერთადეღთი რასაც გაიგონებდით იყო გამაღიზიანებელი ჩურჩული იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ასე მოქცევა, დააპნიო საჭმელი და სხვებს მადა დააკარგინო. შვილმა მომსახურე პერსოლანს უხმო და ანგარიში მოითხოვა, რისი გადახდის შემდეგაც გაემართა გასასვლელისკენ, მაგრამ სანამ გავიდოდა ერთ-ერთი მაგიდიდან მოხუცი ადამიანი წამოდგა და დაუძახა:”ვფიქრობ თქვენ რაღაც დაგრჩათ”
შვილმა ჯიბეები შეიმოწმა და თქვა: “არა არაფერი არ დაგვიტოვებია.”
ფეხზე წამომდგარმა მამაკაცმა კი უპასუხა: “თქვენ დაუტოვეთ რაღაც ყველა ჩვენთაგანს ამ დარბაზში! თქვენ დაგვიტოვეთ გაკვეთილი ყველა შვილს და ყველა მშობელს”
დარბაზში მსხდომები უცებ დადუმდენ. ყველა მათგანმა იგრძნო სირცხვილი იმის გამო, რომ განიკითხავდა მამა-შვილს.ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატივი, როთაც ჩვენ შესაძლოა ბედმა დაგვასაჩუქროს არის, ვიზრუნოთ ხანშიშესულ მშობლებზე – იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩვენთვის ყველაფერი გაიღეს, დრო, ჯანმრთელობა, ფული. ისინი იმუსახურებენ ჩვენს უღრმეს პატივისცემას სამუდამოდ.