არასდროს შეიტანოთ ტელეფონი საპირფარეშოში, ყველაფერი შეიძლება ცუდად დასრულდეს.

2340

როგორც წესი, მავნე ჩვევები ადამიანს ელვის სისწრაფით უყალიბდება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით სასარგებლო ჩვევებზე… ერთი შეხედვით ძალზედ უბრალო, არაფრით განსაკუთრებულ ჩვევას შეიძლება წარმოუდგენლად უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე.

საპირფარეშოში ტელეფონით შესვლა – შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩვევაა, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.

ფაქტი, რომ ადამიანი ატარებს მინიმუმ 2-ჯერ უფრო დიდ დროს საპირფარეშოში, როდესაც ხელში ტელეფონი უჭირავს, არ იწვევს ეჭვს.

ერთი შეხედვით ეს აბსოლიტურად უსაფრთხო ჩვევაა, თუმცა ექიმ ლიზა ასკერლეის რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად კარგად დაიბანთ ხელებს ამ ჰიგიენური პროცედურის შემდეგ, თქვენი ტელეფონის ეკრანზე უამრავი პათოგენური მიკროორგანიზმი გავრცელდება. ტელეფონის თბილი ეკრანი – არაჩვეულებრივი გარემო, სადაც მიკოორგანიზმებს რმადენიმე დღის განმავლობაში ცხოვრება შეუძლიათ. ახლა კი წარმოიდგინეთ, თუ რამდენად ხშირია კონტაქტი ტელეფონის ეკრანსა და ჩვენს სახეს შორის.

ყოველივე ამან ადამიანი შეიძლება მიიყვანოს დაინფიცირებამდე. სწორედ ამიტომ, არასდროს ისარგებლოთ ტელეფონით, როდესაც საპირფარეშოში შედიხართ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობთ. გარდა ამისა, რეკომენდირებულია რეგულარულად ეკრანის გაწმენდა სპეციალური მადეზინფიცირებელი საშუალებებით. შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი ხელსახოციც.

ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისთვის. არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის!