იცით, რას ნიშნავს ნახევარ მთვარის ლაქა ფრჩხილზე? ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია

63731

ნახევარ მთვარის თეთრი ლაქა წარმოადგენს ეპიდერმისის მე-5 ბაზალურ ფენას, რომელიც უამრავი ადამიანის ცერა თითზე მკვეთრადა გამოსახული, თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთა ფრჩხილებზე ეს ლაქა ნაკლებად შესამჩნევი ან საერთოდ შეუმჩნეველია.

იმ შემთხვევაში, თუ ნახევარ მთვარის ლაქა ზიანდება, რომელიც ფრჩხილის ხილულ ფესვს წარმოადგენს, მთელი ფრჩხილი დეფორმაციას განიცდის.

ალტერნატიული მედიცინის ექსპერტების რწმუნებით, ამ ლაქას უამრავი რამის მოთხრობა შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობის შესაახებ. ჩინური მედიცინის მიხედვით, ნახევარ მთვარის ლაქის არ ქონა დიაბეტის ან ანემიის ნიშანია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ლაქა მოწითალო ფერისაა – საქმე გვაქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებთან.

მცირე ზომის, ძნელად შესამჩნევი ნახევარ მთვარის ლაქა საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებაზე და შენელებულ მეტაბოლიზმზე მეტყველებს.

ალტერნატიული მედიცინის ექსპერტების რწმუნებით, ჯანსაღი ადამიანებს ათი ფრჩხილიდან შვიდ-რვა ფრჩხილზე ეს ლაქა აღენიშნებათ. იმ შმთხვევაში, თუ ეს ნიშანი მხოლოდ ცერა თითზეა გამოკვეთილი, თქვენ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს