ნამდვილი აღმოჩენა, მეცნიერებმა ზეითუნის ზეთზე სასარგებლო პროდუქტი დაგვისახელეს.

83400

ზეითუნის ზეთი ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზეთი საკმაოდ ძვირად ფასობს, უამრავი ადამიანი იყენებს მას ყოველდღიურად სალათების შესაზავებლად და ცხელი კერძების მოსამზადებლად. ინგლისში მდებარე დე მონტფორტის უნივერსიტეტის (De Montfort University) მეცნიერებმა გამოიკვლიეს ეს საოცრად სასარგებლო პროდუქტი და შეისწავლეს მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზეითუნის ზეთს წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე მხოლოდ ნედლი სახით აქვს. მაღალ ტემპერატურაზე ეს პროდუქტი, ისევე როგორც ყველა მცენარეული ზეთი, გამოყოფს ალდეჰიდებს ნივთიერება, რომელსაც დამღუპველი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე.

კვლევის ავტორების მტკიცებით, მცენარეულ ზეთზე მომზადებულ თევზში უსაფრთხოების დაშვებულ სტანდარტზე 200-ჯერ მეტი ალდეჰიდია, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს სიმსივნური ახალწარმონაქმნების გაჩენამდე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებამდე და ტვინის ფუნქციონირების დარღვევამდე.

ექსპერტები გვირჩევენ:

ექიმები გვირჩევენ, რომ არასდროს გამოვიყენოთ მცენარეული ზეთები ცხელი კერძების დასამზადებლად. ზეთების ნაცვლად, გამოიყენეთ [b]ღორის ქონი[/b]. ეს უკანასკნელი პროდუქტი შეიცავს მონოგაუჯერებელ ცხიმოვან შენაერთებს, რომლებიც მაღალ ტემპერატურაზე არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს. გარდა ამისა, ღორის ქონი შეიცავს პოლიგაუჯერებელ არაქიდონის მჟავას, რომელიც უამრავ სასარგებლო თვისებას ფლობს: აქვს დადებითი გავლენა ჩვენს ტვინზე, თირკმელებზე, გულზე, გვეხმარება სისხლში ცუდი ქოლოსტერინის დონის შემცირებაში და ა.შ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს