ჩვევა ბავშვობიდან: ხრიკი, რომელიც ფრჩხილების კვნეტას გადაგაჩვევთ

3157

ხუთი წლის არ ხართ, რომ ფრჩხილები იკვნიტოთ და კუტიკული დაიზიანოთ! ბაქტერიებს პირდაპირ პირში უშვებთ, მაგრამ ყველაფერი გესმით და საკუთარ თავზე ბრაზდებით? დროა, ეს მავნე ჩვევა მოიშოროთ!

არა ჰიგიენური საქმიანობის შეჩერების მეთოდებზე სანამ ვისაუბრებთ, უნდა გაერკვეთ, თუ რატომ არის ეს ჩვევა ჯანმრთელობისთვის სახიფათო. ფრჩხილის ფირფიტა და კუტიკულა ნაზი კანის ქვეშ ინფექციების შეღწევას ხელს უშლიან. ნერწყვთან შეხებისას, რომელიც საკვების გადამუშავებაში გვეხმარება, ფრჩხილები უფრო თხელი და მტვრევადი ხდება. სოკოს და ბაქტერიული ინფექციები შეიძლება შიგნით მოხვდეს და ანთება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, ფრჩხილების კვნეტა (ონიჰოფაგია) აკვიატების ნიშნად ითვლება და ამ ჩვევის მოშორება ცხოვრებას უფრო ამსუბუქებს. რა უნდა გააკეთოთ?

1. მანიკიური გაიკეთეთ

ასე ლამაზი მანიკიურის გაფუჭების სურვილი არ გექნებათ, რადგან ამ შემთხვევაში ფული ტყუილად გადაყრილი გექნებათ. ამასთან ლამაზ თითებზე ლამაზი ბეჭდის გაკეთებას შეძლებთ.

2. რაც შეიძლება მოკლეზე მოიჭერით

ასე ფრჩხილების კვნეტა გაგიჭირდებათ.

3. ხელის კრემი გამოიყენეთ

ხელის კრემს უსიამოვნო გემო აქვს, ამიტომ ფრჩხილების კვნეტის გაუცნობიერებული მცდელობის დროს ტვინი ნიშანს მიიღებს.

4. ამ ჩვევის საწინააღმდეგო საშუალება იყიდეთ

ფრჩხილის ლაქის ბევრი მწარმოებელი ზრუნავს იმაზე, რომ მათი თაყვანისმცემლების ჯარი გაიზარდოს. იპოვეთ საშუალებები სახელწოდებით „no bite”.

5. სხვა ჩვევით ჩაანაცვლეთ

მაგალითად, თითით სპინერი ან ფანქარი ატრიალეთ. მათი კვნეტა საჭირო არაა!

6. წამით იცხოვრეთ

თუ ფრჩხილებს მაშინ იკვნეტთ, როცა ნერვიულობთ, მაშინ საკუთარ თავს ყურადღების გაფანტვის უფლება არ მისცეთ. როგორც კი იგრძნობთ, რომ ხელი პირისკენ მიგაქვთ, ხელი ჯიბეში ჩაიდეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.