ზამთარში ბოსტანში მუშაობას ვწყვეტთ. გირჩევთ, რომ ეს დრო სასარგებლოდ გამოიყენოთ. მაგალითად, მომავალ წელს მდიდარი მოსავლის ასაღებად სასუქის შეგროვება დაიწყეთ. სასუქად შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპონენტები, რომელთაც ჩვეულებრივ სანაგვე ყუთში ვაგზავნით. ბანანის ქერქი, ჩაის ფოთლები და კვერცხის ნაჭუჭი ბოსტნის მცენარეებისთვის დიდ სარგებელს შეიცავს. Vivien გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სასუქი სახლში მარტივად.
3 უფასო კომპონენტი: სასუქი მდიდარი მოსავლისთვის
ბანანის ქერქი – კალიუმის და ფოსფორის სასუქი კულტურულ მცენარეებს ზრდაში ეხმარება. ნაყიდი სასუქის ნაცვლად გამოიყენეთ ბანანის ქერქი, რომელიც ამ ნივთიერებებით მდიდარია. ქერქი გაახმეთ და დააქუცმაცეთ ან კომპოსტს დაუმატეთ. ბანანის ნაყენიც გამოგადგებათ. მისი გამოყენებით ბუგრებსაც მოიშორებთ. 2–3 ბანანის ქერქს 1 ლ წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 3 დღე გააჩერეთ. მცენარეების მორწყვამდე მიღებული კონცენტრატი 5 ლ წყალში გააზავეთ.
ჩაის ფოთლები – გამოყენებული ჩაის პაკეტები არ გადაყაროთ. ბოსტნისთვის შესანიშნავი სასუქია. მასში ხილ–ბოსტნეულისთვის აუცილებელი ბევრი სასარგებლო ნივთიერება შედის. ესაა ქრომი, თუთია, მანგანუმი. მულჩის მასალად გამოიყენეთ ან უბრალოდ მიწას მოაყარეთ. დიდი ფოთლები გამოყენებამდე დააქუცმაცეთ.
კვერცხის ნაჭუჭი – კვერცხის ნაჭუჭი კალიუმით მდიდარია, ამიტომ ნაგავში არ გადაყაროთ. მისი დახმარებით ნიადაგს კალიუმით გამოკვებავთ. მთელი ზამთრის განმავლობაში დიდი პარკი კვერცხის ნაჭუჭის შეგროვებას შეძლებთ. გაზაფხულზე მიწის გამოსაკვებად გამოიყენეთ. კვერცხის ნაჭუჭები გაახმეთ და დაფქვით. ფქვილი 30 წუთით ღუმელში გააცხელეთ. შემდეგ ნაყენი მოამზადეთ ან ნაჭუჭის ფქვილი მცენარეს ფესვებთან მოაყარეთ.
სასუქით გამოკვება მნიშვნელოვანია ეტაპია, თუ ხილ–ბოსტნეულის კარგი მოსავლის აღება გსურთ. ზამთრის პერიოდი სწორად გამოიყენეთ და მიწისთვის სასარგებლო ბევრი მასალა შეაგროვეთ. ასეთი უფასო სასუქებით თქვენი მცენარეები თავს კარგად იგრძნობს.