ოჯახის რომელ ჩვეულებებია სასარგებლო, ოჯახის შემკვრელი? იქნებ ეს არის უნარი, რომ ისაუბრო ღიად და გულახდილად საკუთარი საჭიროებების შესახებ? თუ, პირიქით, უნარი იმისა, რომ მწვავე სიტუაციაში შეძლო გაჩუმება და კონფლიქტის მოგვარება? ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირმა, როგორც ჩანს, ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საკუთარი ფორმულა გამოიგონა. თუმცა, მანამდე მან სერიოზული გამოცდა ჩააბარა.
მე და კოტემ ერთად თითქმის 16 წელი ვიცხოვრეთ. გვეზრდება ულამაზესი ქალიშვილი. მდიდრები არ ვართ, მაგრამ ფული ძირითადი რამეებისთვის გვყოფნის და პატარა სიხარულებისთვისაც. ქორწილის შემდეგ ვცხოვრობთ მოკრძალებულ ოროთახიან ბინაში, რომელიც მემკვიდრეობით მერგო საყვარელი პაპისგან.
მე ყოველთვის ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ კოტე ასეთი არ იყო. ის გლობალურად აზროვნებდა და უფრო მეტი სურდა. ამიტომ, ის ერთ წამში გაემზადა და შვედეთში გაემგზავრა სამუშაოდ, როგორც კი გაჩნდა ამის შესაძლებლობა.
მე წინააღმდეგი ვიყავი, რომ ის ასე შორს წასულიყო, მაგრამ ჩვენს ოჯახში მთავარი სიტყვა მამაკაცს ეკუთვნოდა. კოტემ თქვა, რომ ეს საკითხი არ განიხილებოდა. ის მიდის იმიტომ, რომ ბინის ფული იშოვოს. ჩვენი ქალიშვილი მალე გასათხოვარი გოგო გახდება და მას სახლიც სჭირდება მზითვებში და ქორწილის გადახდაც. ამასთან, მისი მანქანა უკვე ძალიან მოძველებულია და სახლისა და მანქანის ფულს სხვაგვარად ვერ მოვაგროვებთ.
შორს ოჯახისგან
პირველი თვეების განმავლობაში ყოველდღე ვურეკავდით ერთმანეთს. ჩემს ქმარს ძალიან ვენატრებოდით და პირველი შესაძლებლობისთანავე რეკავდა. ყოველთვის ნახულობდა დროს, რომ ჩემთვის ორიოდე თბილი სიტყვა ეთქვა და მეც როგორც შემეძლო, ისე ვამხნევებდი.
დაახლოებით 6 თვის შემდეგ ჩვენს შორის უჩვეულო სიცივე გაჩნდა. ქალები გამიგებენ. კოტე ნელ-ნელა მიუცხოვდებოდა. უფრო იშვიათად რეკავდა, ერთ-ორ სიტყვას ამბობდა და საქმეზე გარბოდა. ამბობდა, რომ უფრო მეტს მუშაობდა, იღლებოდა, მოგვიანებით გადმორეკავდა და ასე შემდეგ…
სწორედ მაშინ გამიჩნდა ეჭვი, რომ რაღაც ხდებოდა. ჩემი ქმარი მღალატობდა. მაგრამ თავიდან ამ ცუდ ფიქრებს ვიშორებდი. ნუთუ ასე შეიძლება? ერთი ხელის მოსმით, როგორ უნდა გადახაზო ბედნიერი ცხოვრების 16 წელი? თანაც, ის ხომ შვედეთში ბინის და მანქანის გამო გაემგზავრა. ჩვენი ქალიშვილის მომავალის გამო.
მწარე სიმართლე
გავიდა ორი წელი. ჩემი ქმარი პრაქტიკულად აღარ რეკავდა. არც ერთი ზარი 2 – 3 თვის მანძილზე და მწირი მშრალი შეტყობინებები მესენჯერში 2 კვირაში ერთხელ. მე თითქოს გამოვიღვიძე და განგაში ავტეხე. გავაცნობიერე, რომ კოტეს მართლაც ვიღაც ჰყავდა.
მივხვდი, რომ ჩემი ქმარი სახლში ნებისმიერ ფასად უნდა დამებრუნებინა. დიდხანს ვფიქრობდი, მიზეზებს ვიგონებდი, რომ ის შვედეთიდან ჩამომეყვანა. ვფიქრობდი, მომეტყუებინა, რომ ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ეს არ დამჭირდა. ჩემი ქმარი გამოჩნდა და თავად შეგვატყობინა, რომ ცოტა ხანში სამშობლოში ჩამოსვლას აპირებდა. გული ცუდს მიგრძნობდა და არც მისი ტონი მპირდებოდა რაიმე კარგს.
საკუთარი თავის გაკიცხვის დრო არ მქონდა. გულმოდგინედ ვემზადებოდი კოტეს დასახვედრად. დედა მოვიწვიე სტუმრად. მან მითხრა, რომ ვალდებული ვარ, ნებისმიერ ფასად დავაბრუნო ქმარი ოჯახში. მან მოულოდნელი რჩევა მომცა.
დედის რჩევა
„პირდაპირაც რომ გითხრას, რომ სხვა ქალი ჰყავს, ასე მოიქეცი. უთხარი, რომ არ გჯერა და საკუთარი აზრი დაიცავი. დაუმტკიცე, რომ შენ ყველაზე კარგი ხარ! რომ არავის ეყვარება ისე, როგორც შენ. იბრძოლე შენი ქმრისთვის!“ – დამარიგა დედამ.
მისი რჩევა გავითვალისწინე, მაგრამ ინტუიცია მკარნახობდა, რომ მას უცხოეთში სხვა ქალი ნამდვილად ჰყავდა. გული ადგილს ვერ პოულობდა.
კოტა ჩამოვიდა და თითქმის შემოსასვლელშივე განაცხადა, რომ განქორწინება სურდა. შვედეთში მან სხვა ქალი გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა. ისინი დაქორწინებას გეგმავენ, რაც შეიძლება მალე.
„არ მჯერა“, – ჩემთვისვე მოულოდნელად წამომცდა დედაჩემის სიტყვები. ჩემმა ქმარმა იმ წუთშივე დაკარგა მთელი თავდაჯერებულობა. მან მკითხა, რა არ მჯეროდა. ვუპასუხე, რომ შეუძლებელი იყო, რომ სხვა ქალი ჰყოლოდა. რადგან მისნაირ მამაკაცს არ შეუძლია, რომ ერთი ხელის მოსმით გადახაზოს 18 წლიანი ქორწინება, უღალატოს ჩვენს სიყვარულს და დაივიწყოს ჩვენი ოცნებები.
გარკვეულ ეფექტს მივაღწიე. კოტე დაბნეული მიყურებდა, მითხრა, რომ ამ საუბარს მოგვიანებით დავუბრუნდებოდით.
პირველი რაუნდი ჩემი გამარჯვებით დასრულდა. ძალა მომეცა და მივხვდი, რომ ასე უნდა გამეგრძელებინა. არც ერთხელ არ მისაყვედურია კოტესთვის ღალატის გამო. უფრო ხშირად დავიწყე საუბარი მომავალზე, ჩვენს საერთო გეგმებზე, ჩვენს ქალიშვილზე. მთაში გავემგზავრეთ დასასვენებლად ჩვენი ახალი მანქანით. აი, ასე ნელ-ნელა დავუბრუნე ხელახლა ჩემი ქმარი ოჯახურ ცხოვრებას.
მას შემდეგ წელიწადი და 6 თვე გავიდა. კოტე შვედეთში აღარ დაბრუნებულა. ჩვენ დავიწყეთ ქალაქგარეთ აგარაკის მშენებლობა. ადვილი არ არის, მაგრამ გავუმკლავდებით. მთავარია, რომ შევძელი ოჯახის შენარჩუნება. და ეს ყველაფერი დედაჩემის დამსახურებაა.