10 საუკეთესო სასუქი თქვენი ოთახის მცენარეებისთვის: თითოეული მათგანი 2 ინგრედიენტისგან შედგება

0
198

რაც თავი მახსოვს, ყვავილები ყოველთვის მიყვარდა და სულ მინდოდა, რაც შეიძლება მეტი მქონოდა ბინაში. ყველაზე რთული იყო თითოეული მცენარის ინდივიდუალური მოვლა და მათ ზრდაზე დაკვირვება წლის სხვადასხვა დროს. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის მშველოდა შინ მომზადებული სასუქები.

თითოეული სასუქის მომზადება მარტივი პროცესია – ისინი ყველაზე ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან შედგება. თუ გსურთ, თქვენს მწვანე მეგობრებს შესაფერისი პირობები შეუქმნათ, წაიკითხეთ ჩემი სტატია და შეუდექით სასუქების მომზადებას.

როგორ გამოვკვებოთ ოთახის მცენარეები

ყველა მცენარე მოითხოვს დროგამოშვებით ვიტამინებით, მინერალებითა და სასარგებლო ნივთიერებების განოყიერებას. თუ ყვავილი დიდხანს “შიმშილობს”, შესაბამისად, დაავადდება და დაჭკნება. იმისათვის, რომ მცენარე ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ, გამოიყენეთ სასუქების რეცეპტები.

ტკბილი წყალი

ყვავილების უმრავლესობას უყვარს ტკბილი წყალი – ეს განსაკუთრებით კაქტუსებს ეხება. მორწყვამდე გააზავეთ 0.5 ჩ.კ. შაქარი 100 მლ წყალში ან უბრალოდ მოაყარეთ იგი ნიადაგის ზედაპირს, სანამ მცენარეს მორწყავდეთ.

აბუსალათინის ზეთი

ყვავილოვან მცენარეებზე, კვირტების გაჩენის პერიოდში, კარგი იქნება აბუსალათინის ზეთის გამოყენება. გახსენით 1 ჩ.კ. სითხე 1 ლ წყალში და მორწყეთ ყვავილი.

ხის ფერფლი

აბსოლუტურად ყველა მცენარისთვის სასარგებლოა ხის ფერფლით გამოკვება. ხსნარის მოსამზადებლად შეურიეთ 1 ს.კ. ფერფლი 1 ლ ცხელ წყალს, გააჩერეთ 1 კვირით ბნელ ადგილას, დროდადრო ანჯღრიეთ. მორწყეთ ასეთი ხსნარით მცენარე არაუმეტეს ერთხელ 10 დღეში.

ციტრუსის ან ბროწეულის კანი

ბროწეულის ან ციტრუსის კანი ჩაალბეთ 1 დღით წყალში და მიიღებთ შესანიშნავ ხსნარს მწვანე და ყვავილოვანი მცენარეების გამოსაკვებად.

ასპირინის ხსნარი

თუ გეჩვენებათ, რომ მცენარემ ჭკნობა დაიწყო და დაავადებულის იერი აქვს, მოამზადეთ ასპირინის ხსნარი. 1 აბი გახსენით 1 ლ წყალში და შეაშხეფეთ ეს სითხე მცენარეებს რამდენიმე დღეში ერთხელ.

ალოეს წვენი

ზამთრის პერიოდში მცენარის გამოსაკვებად ალოეს წვენი შესანიშნავი საშუალებაა. საკმარისია, 1 ჩ.კ. წვენი გახსნათ 1 ლ წყალში და მორწყოთ თქვენი მწვანე მეგობრები აუცილებლობის შემთხვევაში.

რძე

ფიკუსის ფოთლები რომ არ დაზიანდეს, შეუნარჩუნოთ ელვარება და სიხასხასე, გაწმინდეთ ისინი რძით.

ვიტამინი В12

თუ იები მოგწონთ, გამოიყენეთ მათ მოსარწყავად ასეთი ხსნარი: 1 ამპულა B12 გახსენით 1 ლ დაყენებულ წყალში. თვეში ორჯერ მორწყეთ იები ამ საშუალებით.

ბანანის კანი

მცენარის გადარგვის დროს, არაჩვეულებრივი სასუქია ბანანის კანი. დაჭერით იგი წვრილად ან გაატარეთ ხორცსაკეპში და მოათავსეთ სადრენაჟო ფენაზე. შემდეგ დააყარეთ ნიადაგი და გადარგეთ მცენარე. ბანანის კანი მდიდარია ფოსფორით, მაგნიუმითა და კალიუმით, რომლებიც ხელს უწყობს ყვავილების აქტიურ ზრდას.

სოკოს წყალი

მცენარის გამოსაჯანმრთელებლად სოკოს ნაყენიც გამოგადგებათ. ნებისმიერი საკვები სოკო დაჭერით წვრილად და შეურიეთ წყალს 1:1 პროპორციით. 24 საათში გადაასხით სითხე და კიდევ ერთხელ დაასხით სოკოს წყალი. 1 დღეში ნაყენი მზად იქნება. გამოიყენეთ იგი არაუმეტეს ორჯერ კვირაში.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი