როგორ გავუმკლავდეთ დიაბეტს ზამთარში: ექიმების 5 რჩევა დიაბეტიკებისთვის

3409
photo by thebluediamondgallery

ზამთარში დიაბეტით დატანჯული ორგანიზმის მდგომარეობა მძიმდება. სურდოს ან გრიპის დაავადება შეიძლება ძალიან სერიოზულ მდგომარეობად გარდაიქმნას, რადგან დიაბეტის მქონე ხალხში ინფექციები სწრაფად პროგრესირებს და სახიფათო გართულებებს იწვევს.

ექიმები დიაბეტიკებს რამდენიმე რჩევას აძლევენ, თუ ზამთარში ორგანიზმს მხარი როგორ დაუჭირონ. ამ რეკომენდაციებს Times Now აქვეყნებს.

ფეხების მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ. დიაბეტი ფეხებში სისხლის მიმოქცევას ამცირებს, რაც ცივ ამინდში გათბობის უნარს ასუსტებს, ხოლო ზამთარი ფეხებში ინფექციების და ნერვული ტკივილების რისკს ზრდის. დიაბეტიკებმა არა მხოლოდ თბილად უნდა ჩაიცვან, არამედ წყლულების, ნაკაწრების და ფერის სხვა ცვლილების არსებობაზე ფეხები ყოველდღე უნდა შეამოწმონ.

წვნიანები მიირთვით. ცივი ამინდი კვებაზე გავლენას ახდენს. როგორც წესი, ადამიანები ზამთარში ბევრს ჭამენ და უფრო ნაყრდებიან. წონის მომატება დიაბეტიკებისთვის უკიდურესად არასასურველია, რადგან ცხიმოვანი ქსოვილის ზრდა (განსაკუთრებით მუცელზე) ნივთიერებათა ცვლის დარღვევას ზრდის. ზამთრის რაციონში წვნიანები და მოთუშული ბოსტნეული აუცილებლად ჩართეთ. ისინი კარგად დაგანაყრებთ, გაგათბობთ, ამასთან გასუქებას არ გამოიწვევს.

იმოძრავეთ. როგორც მინიმუმ, კვირაში 150 წუთი აერობული ტიპის ვარჯიში უნდა შეასრულოთ, როგორც ენერგიული, ასევე ზომიერი.

გლუკომეტრი სითბოში შეინახეთ. გამზომი საშუალება დაბალი ტემპერატურის და ტენის ზემოქმედებისგან უნდა დაიცვათ. სწორედ ამიტომ, გლუკომეტრი ჰერმენტულ შეფუთვაში და სითბოსთან ახლოს შეინახეთ. თუ გლუკომეტრი სიცივის გამო არ ირთვება, შეგიძლიათ გაათბოთ. ამისთვის იღლიების ქვეშ ჩაიდეთ.

ინსულინი სიცივისგან დაიცავით. ინსულინი 2-დან 8 გრადუს ტემპერატურაზე ინახება. ძლიერი გაგრილება მის მოქმედებას ასუსტებს. ინსულინის კალამი სჯობს გონივრულად მოიხმაროთ და სხეულთან ახლოს იქონიოთ. გარდა ამისა, ხშირი შემოწმებისთვის საკმარისი რაოდენობის საშუალება ხელთ უნდა გქონდეთ.

ხელები გაითბეთ. რეგულარული ტესტირება ნებისმიერი მაქსიმუმის და მინიმუმის გამოვლენასა და შაქრის დონის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ. თუ ცივი ხელები გაქვთ, სისხლის ანალიზი შეიძლება პრობლემატური გახდეს. თუმცა ეს ტესტირების გადადების მიზეზი არ უნდა გახდეს. ხელები თბილი ჭიქით ან გამათბობელზე პირსახოცით გაითბეთ, სანამ ტესტს ჩაიტარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს