ფსიქოლოგები გაფრთხილებენ: დედებო და მამებო, უფროს შვილს თქვენი მოვალეობები არ დააკისროთ

1319

როცა ბავშვი მშობლებს ეხმარება, ეს ცუდია თუ არა? ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ამაში გასაკიცხს ვერაფერს დაინახავს. ოჯახის წევრები ხომ ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთმანეთს დაეხმარონ. ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, ასევე ვცხოვრობთ ჩვენ.

და როცა ოჯახში ბავშვები ჩნდებიან, მშობლები ხშირად პირველ შვილს პატარა ძიძის მოვალეობას აკისრებენ. ეს ნორმად ითვლება და განხილვას არ ექვემდებარება.

თუმცა, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ოჯახში ასეთი ურთიერთობა მომავალში დიდ უბედურებას გამოიწვევს. მშობელი ნებისმიერ სიტუაციაში მშობელი უნდა იყოს, ხოლო ბავშვი (მნიშვნელობა არ აქვს უფროსი იქნება თუ უმცროსი) ბავშვად უნდა დარჩეს.

ბავშვების აღზრდაში დახმარება

მრავალშვილიან ოჯახში მშობლები დილიდან დაღამებამდე მუშაობენ და სახლის მოვალეობები თითოეულზე ნაწილდება. ეს ადრე აუცილებლობა იყო, მაგრამ ოჯახში როლების არევა ამით არ მართლდება. ამგვარი ურთიერთობის მოდელს ხშირად დღესაც შეხვდებით მაშინაც კი, როცა ამის განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს.

მშობლების უმეტესობა ბევრი ფიქრის გარეშე უფროს შვილს უმცროსის მოვლას ანდობს, ვინ ეთამაშება ბავშვს ძმაზე ან დაზე უკეთ? ამასთან პატარა ძიძებს იშვიათად ეკითხებიან. ასე კი მშობლებს უმცროსი შვილის ზრუნვაზე პასუხისმგებლობა უფროს შვილზე გადააქვთ.

რა თქმა უნდა, არაფერია ცუდი იმაში, რომ უფროსმა შვილმა სახლთან ახლოს ეტლით პატარა და/ძმა გაასეირნოს, ან და/ძმა ბაღიდან გამოიყვანოს. თუმცა თავისუფალ დროს უმცროს და/ძმასტან დროის გატარების იძულება მშობლების დანაშაულია. და აი, რატომ:

1. ბავშვს მშობლების მოვალეობის შესრულება ფიზიკურად არ შეუძლია.

2. ბავშვმა შეიძლება შემთხვევით (ან სპეციალურად) თავის „დაქვემდებარებულს“ ზიანი მიაყენოს, საფრთხე შეუქმნას, დაარტყას ან უბიძგოს.

3. ვინმეს რომ კარგად ყურადღება მიაქციოთ, სურვილი ან ჯილდოა საჭირო და არა იძულება.

4. ბავშვი დამნაშავე არაა, რომ მშობლებმა მას და ან ძმა გაუჩინეს.

5. ისინი, ვისაც ბავშვობაში პატარა ნათესავებზე ზრუნვას აიძულებდნენ, ზრდასრულ ასაკში ხშირად საკუთარ ბავშვებზე უარს ამბობენ და მათ ზედმეტ ტვირთად მიიჩნევენ.

ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ უფროს შვილს მშობლების პასიურად დახმარება შეუძლია, თუ უმცროსი „დაქვემდებარებული“ მასზე მინიმუმ 5 წლით პატარაა. ამასთან მშობლებმა მისი სამუშაოს კომპენსირება ჯიბის ფულით ან სხვა ჯილდოთი უნდა აანაზღაურონ.

თუ ასეთი დახმარება ოჯახის ვალდებულებად ითვლება და ჯილდოს არ განიხილავს, მაშინ ბავშვს დრო წინასწარ უნდა შეუთანხმოთ, თუ მათ ბავშვის მოვლაში როდის დაეხმარება, როდის შეძლებს მეგობრებთან ერთად გასეირნებას, მულტფილმის ყურებას ან სხვა საინტერესო საქმეებით დაკავებას.

ამასთან არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ოჯახში მეორე ბავშვის გაჩენა თითქმის ყოველთვის პირველი შვილისთვის სტრესია. პირველი შვილი ყველაზე საყვარელის სტატუსს კარგავს, მის მიმართ ყურადღება მცირდება, ხოლო მოთხოვნები იზრდება. ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ოჯახში თითოეულმა წევრმა თავისი წილი ბედნიერება მიიღოს.

თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? უფროსი ბავშვები უმცროსების ძიძები უნდა იყვნენ? თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება გაგვიზიარეთ.