მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ქალი ნამდვილად უზენაესი არსებაა

1625
მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ქალი ნამდვილად უზენაესი არსებაა
მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ქალი ნამდვილად უზენაესი არსებაა

შეგიმჩნევიათ, რომ ქალი ბუნებით ალტრუისტია და უფრო მეტად არის მზად ნათესავებს, მეგობრებს და ახლობლებს დაეხმაროს? მამაკაცები, სამწუხაროდ, ასეთები არ არიან.

ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მამაკაცს ტვინი ეგოისტური ქცევის გამო აჯილდოებს,  ქალს კი სიკეთის გამო.

მკვლევარებმა ქცევითი ექსპერიმენტები ჩაატარეს, სადაც საკვლევ ობიექტებს ფულის გაყოფის საჭიროებაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. ნეირობიოლოგებმა გამოიკვლიეს, თუ ტვინის რომელი ნაწილი აქტიურდება „პროსოციალური“ (უანგარო) გადაწვეტილების მიღების დროს და რომელი ეგოისტური გადაწყვეტილებისას.

სტრიატუმი ჯილდოსთან დაკავშირებული სტიმულებით აქტიურდება, ასევე ზიზღის გამომწვევი, ახალი, მოულოდნელი ან საინტერესო სტიმულების და სიგნალების ზემოქმედებით, რომლებიც ასეთ მოვლენებს უკავშირდება.

ეგოისტური რეაქცია მამაკაცების სტრიატუმის უფრო ძლიერ რეაქციას იწვევს, ვიდრე ქალების. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალები ჯილდოს სიკეთის დროს ღებულობენ, მამაკაცები ეგოისტური ქცევის გამო.

დაინტერესებულმა მეცნიერებმა მეორე ექსპერიმენტი ჩაატარეს, სადაც სტრიატუმი გაანეიტრალეს და გამოიყენეს მედიკამენტი, რომელიც დოფამინის წარმოებას აფერხებს. ამ შემთხვევაში, ქალები უფრო ეგოისტურად იქცეოდნენ, ხოლო კაცები უფრო გულუხვები იყვნენ.

წამყვანმა მკვლევარმა, ალექსანდრ სოუტჩეკმა აღნიშნა, რომ კვლევის გაგრძელება და „გენდერული სხვაობის უფრო სერიოზული გათვალისწინება“ აუცილებელია.

მამაკაცებმა რომ არ იფიქრონ, რომ სუფთა გულით შეუძლიათ ეგოისტები იყვნენ, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ეს სხვაობა შეიძლება კულტურული და არა ბიოლოგიური საფუძვლით იყოს გამოწვეული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალსა და კაცს შორის სხვაობა ბუნებით ჩადებული იყოს და უფრო მეტად, ეს შედეგი სოციალური დოგმებით არის გამოწვეული.

„დაჯილდოების სისტემა და სწავლება ჩვენს ტვინში მჭიდროდ არის დაკავშირებული. ემპირიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები პროსოციალური ქცევის გამო ქებას იღებენ და მათი სწავლების სიტემა დახმარებისთვის უფრო ელოდება ჯილდოს, ვიდრე ეგოისტური ქცევისთვის.

ამის გათვალისწინებით, გენდერული სხვაობა, რომელიც კვლევაში შეინიშნება, უფრო მეტად ქალსა და მამაკაცზე სხვადასხვა კულტურული მოლოდინებით არის გამოწვეული.“

გამოდის, რომ უანგარო და გულუხვი ქალი საზოგადოებამ შექმნა?