დაივიწყეთ თვალქვეშა სილურჯეების შესახებ: დაღლილობას ვეღარავინ მატყობს

2703

თვალები სულის სარკეა, ხოლო თვალქვეშა კანი – ასაკის კალკულატორი. ქალბატონებში იგი განსაკუთრებით ნაზია ამ ადგილას, ამიტომ მაშინვე გასცემს თქვენს ასაკსა და დაღლილობას.

წვრილი ნაოჭები, დილის შეშუპებები, შავი წრეები, სილურჯე, რომელიც უძილობის შემდეგ ჩნდება ქალს საერთოდ არ უხდება. არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებიც ამ უსიამოვნებას იწვევს და, საბედნიეროდ, მათი დამარცხება შესაძლებელია.

შავი წრეები თვალქვეშ

არაფერი აბერებს კანს ისე სწრაფად, როგორც ულტრაიისფერი გამოსხივება. მისგან დასაცავად აუცილებელია SPF-ფილტრის მქონე კრემის გამოყენება თვალქვეშა ზონისთვის. მზიან დღეებში იგი ზამთარშიც კი უნდა გამოიყენოთ. თოვლიც აირეკლავს სხივებს – ამას მოთხილამურეების რუჯიც ამტკიცებს. ასევე, გამოიყენეთ ხარისხიანი მზისგანდამცავი სათვალეებიც.

აგრესიული დაბანა და უხარისხო კოსმეტიკა სქელ კანსაც კი ფიტავს. უნდა დაიბანოთ სპეციალური გელით ან ქაფით, მაკიაჟი კი მიცელარული წყლით მოიშოროთ. გაჟღინთეთ ამ სითხით ბამბის დისკი, მიიდეთ დახუჭულ თვალებზე რამდენიმე წამით, შემდეგ კი ნელა, ზეწოლის გარეშე გაატარეთ ზედა ქუთუთოზე.

რეგულარული გამოუძინებლობა კანზე უარყოფითად აისახება – სახის კანი ხომ სწორედ ღამით აღდგება. დღის ბნელ მონაკვეთში ხდება ორგანიზმის რეგენერაციული პროცესები, რასაც აუცილებლად სჭირდება დასვენება და მისი კომპენსირება შეუძლებელია დღის ძილით.

დამანჭვისა და თვალების დაწვრილების ჩვევა თავს იჩენს, როცა შუქი გვანათებს, ან ცუდად ვხედავთ. პირველ შემთხვევაში დაგეხმარებათ ქუდი, მზისგანდამცავი სათვალეები, მეორეში კი – ოფთალმოლოგიური სათვალეები.

ჩვენ დიდ დროს ვატარებთ მოელვარე კომპიუტერის წინ ან ზემოდან ვუყურებთ მობილუტ ტელეფონს. თვალები იღლება, მათ ქვეშ არსებული კანი კი პირველია, რაც ეკრანის გამოსხივებაზე რეაგირებს. აუცილებელია ამის კონტროლი: მუშაობის ყოველ 1 საათში შეისვენეთ 10 წუთით.

სხეულის ცუდ მდგომარეობას თან ახლავს სიმძიმის ცენტრის ცვლილება, რაც, თავის მხრივ, იწვევს თავის წინ გადაწევასა და კისრის დაჭიმულობას, შედეგად მყესის ჩაფხუტი თანდათან შუბლს უახლოვდება.

როგორ მოვიქცეთ? არსებობს სხეულის მდგომარეობის გამოსასწორებელი სპეციალური სავარჯიშოები. ასევე, შეგიძლიათ შეასრულოთ სახის კანის გამაახალგაზრდავებელი მეთოდიკაც.

ცალკეული ყურადღება უნდა დაუთმოთ სახის კანის, კერძოდ, თვალქვეშა კანის გარეგან მოვლას. ღამით დაიტანეთ კრემი ან ზეთი თვალქვეშ. შავ წრეებს ებრძვის პატჩებიც, რომელთა მომზადებაც საშინაო პირობებში შეიძლება.

კინეზიოტეიპირება ადუნებს თვალის ირგვლივ არსებულ კუნთებს. ტეიპი, რომელიც აფთიაქებსა და სპორტულ მაღაზიებში იყიდება, ეწებება პრობლემურ ზონას, ჩერდება რამდენიმე საათით და შემდეგ იხსნება. ნაკლებად მკვეთრი, თუმცა დამაკმაყოფილებელი ეფექტი აქვს ტეიპირებას ჩვეულებრივი სანტავიკით.

თვალის ირგვლივ შავი წრეები ქალებს არასწორი კვების გამოც უჩნდებათ. ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობა აისახება სახის კანის ყველაზე მგრძნობიარე მონაკვეთებში. მათ, ვინც საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებებს ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით, კანი უთხელდება და უმუქდება. გამოსავალია მეტი ხილისა და ბოსტნეულის, პერიოდულად კი, მულტივიტამინური კომპლექსების მიღება.