აიღეთ ერთი კოვზი ბრინჯი და კარგად დააკვირდით: პროდუქტის ვარგისიანობის შემოწმების 4 ნაცადი ხერხი

3789

სოციალურ ქსელშ გავრცელდა ფოტოები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ჩინეთში პლასტიკურ ბრინჯს ამზადებენ და მას ასაღებენ, როგორც ბუნებრივს. მისი მომზადება ხდება კარტოფილის სახამებლით, რომელსაც ემატება პლასტიკური საშუალებები. მისი ჭამა უდრის პლასტიკური ნარჩენების მირთმევას. დღევანდელ სტატიაში ჩვენ გვსურს წარმოგიდგინოთ ტესტი, რომლის საშუალებითაც შეგეძლებათ შეამოწმოთ ბრინჯის ხარისხი, ანუ, არის თუ არა ის ბუნებრივი.

ტესტი წყალით #1

გადაიტანეთ ჭიქაში ბრინჯი და გაავსეთ ის წყალით. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული დროის შემდეგ ბრინჯი ძირზე დაილექა, მაშინ ის ნამდვილად ბუნებრივია, მაგრამ თუ ზედაპირზე ტივტივი დაიწყო, მაშინ ეს არაბუნებრივია !

ტესტი ცეცხლით #2

დაწვით მცირე რაოდენობით ბრინჯი. იმ შემთხვევაში, თუ ბრინჯი ხელოვნურია, მაშინ იგრძნობთ პლასტიკური ნარჩენების წვის სუნს.

ტესტი #3

დაბეგვეთ ბრინჯი ქვასანაყში. იმ შემთხვევაში, თუ დაბეგვილი ბრინჯი ფქვილისებური იყო მაშინ ის ბუნებრივია, ხოლო თუ მოყვითალო ფერის ნარჩენებს იხილავთ, მაშინ ის ხელოვნურია.

ტესტი #4

გადაიტანეთ ბრინჯი კონტეინერში და მოათავსეთ თბილ ადგილზე. რამდენიმე დღეში შეამოწმეთ კონტეინერი.. იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერში ობი აღმოჩნდა, ის ბუნებრივია, მაგრამ თუ ობი არ აღმოჩნდა, მაშინ ის ხელოვნურია.