1 წლის წინ ბებიას ახალი სარეცხი მანქანა ვაჩუქეთ. ერთად დიდი შეფუთვა სარეცხი ფხვნილიც ჩავუტანე. ახლახანს ვესტუმრე და ვნახე, რომ ხელუხლებელია. ვიფიქრე, ბებიას მისი არსებობა უბრალოდ დაავიწყდა. გაირკვა, რომ განზრახ არ იყენებდა. ამბობს, რომ არ სჭირდება ეს ქიმია, რადგან ძველი მეთოდი უნაკლოდ მუშაობს. ბებია ყოველი რეცხვისას სარეცხ მანქანას ძმარს უმატებს.ამან გამაოგნა. შეიძლება რომ სუფრის ძმარი ასეთ ამოცანას გაუმკლავდეს? ბებიას გადასარწმუნებლად არგუმენტები მჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, ამ მეთოდის დადებითი და უარყოფითი მომენტების განხილვა დავიწყე. შედეგმა ძლიერ გამაოცა!
რატომ გამოვიყენოთ ძმარი რეცხვისას
ძმრით რეცხვას სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ მას რიგი უპირატესობა გააჩნია. აი, რა აღვნიშნე.
- ნივთს ფერს უნარჩუნებს.რამდენი კარგი ნივთის გადაგდება მოგიწიათ, რადგან ძველებური მიმზიდველობა დაკარგა? ძმარი საპნის ან ფხვნილის ნადებს მთლიანად შლის. ასე ქსოვილი დიდი ხნით ძველებურად კაშკაშა ხდება.
- კონდიციონერს ანაცვლებს.სუფრის ძმარს შეუძლია ძვირადღირებულ კონდიციონერს კონკურენცია თამამად გაუწიოს. ძმარი თეთრეულის და პირსახოცის დასარბილებლად გამოიყენეთ. აი, ნახავთ, მისი გამოყენება ბევრად სასიამოვნო გახდება.
- ანტისტატიკური ეფექტი აქვს.მსუბუქი კაბა ფეხებს რომ არ მიეკროს, სვიტერმა ელექტრო ადამიანად არ გაქციოთ, ძმარში დანამეთ. ასე კიდევ ერთ უსარგებლო საშუალებას მოიშორებთ.
- ნივთებს სიქათქათეს უბრუნებს.არ იჩქაროთ საყვარელი თეთრი მაისურის გადაგდება იმის გამო, რომ გაყვითლება დაიწყო. ძმარში გარეცხეთ. მჟავა ისეთ სასწაულებს ახდენს, რომელიც სხვა საშუალებას არ შეუძლია.
- ლაქებს აქრობს.ძმარი ახალ ლაქებს მარტივად უმკლავდება. ჩამჯდარი ლაქის შემთხვევაში მძიმე არტილერია უნდა ჩართოთ. მჟავას ცოტა სოდა დაუმატეთ და ლაქის კვალიც გაქრება.
- შმორის და სხვა უსიამოვნო სუნს აქრობს.მანქანაში დავიწყებული სველი თეთრეული, მეორადებში ნაყიდი ტანსაცმელი ან სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი მაისური – ამ ყველაფერს დიდად სასიამოვნო სურნელი არ აქვს. სიტუაციას სუფრის ძმარი გამოასწორებს. კოვზი ძმარი სარეცხ მანქანას დაუმატეთ და რეცხვის რეჟიმი ჩართეთ.
- ნივთებს შეღებვისგან იცავს.თუ ფერების მიხედვით ტანსაცმლის დახარისხების დრო არ გაქვთ, მანქანაში ყველაფერი ერთად გარეცხეთ. წინასწარ ნივთები ძმრიან ხსნარში ჩაალბეთ, რომ ფერი გაამაგროთ. მენდეთ, თეთრი თეთრი დარჩება, თუნდაც წითელი მაისურის გვერდით.
- სარეცხ მანქანას ნაქაფისგან იცავს.პერიოდულად ცარიელი სარეცხი მანქანა ჩართეთ, რომ ნაქაფი, ნადები და მავნე ბაქტერიები მოაშოროთ. დეზინფექციისთვის ფხვნილის უჯრაში ძმარი ჩაასხით.
სად დავამატოთ ძმარი და რამდენი – სასურველი შედეგის მისაღებად, სწორი დოზირება უნდა იცოდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში 100 ან 200 მლ ძმარი გამოიყენეთ. ნაკლები მოცულობა საკმარისია, რომ ტანსაცმელი დაარბილოთ, განაახლოთ ან გაათეთროთ, ძველებური ფერი დაუბრუნოთ ან ანტისტატიკის როლი შეასრულოს. ამ შემთხვევაში ძმარი კონდიციონერის განყოფილებაში ჩაამატეთ.უფრო ძლიერი მოქმედებისთვის (ლაქების და მძაფრი სუნის გაქრობა, სარეცხი მანქანის გაწმენდა) საშუალების რაოდენობა გააორმაგეთ. ძმარი ჯერ რეცხვის დასაწყისში ფხვნილის განყოფილებას ან უშუალოდ დოლურას დაუმატეთ.
რისთვის არ შეიძლება ძმრის გამოიყენება – ძმრის მჟავა საკმაოდ აგრესიულია, ამიტომ დელიკატური ქსოვილისთვის არ გამოგადგებათ. აბრეშუმი, ტყავი, ატლასი, ხავერდი და შიფონი უსარგებლო ჩვარი გახდება, თუ შემთხვევით ძმრით გარეცხავთ.საოცარია, რომ ამ ერთ პროდუქტს ამდენი სასარგებლო თვისება აქვს. და ეს სახლის დალაგებაში დახმარების გარეშე. სარეცხი ფხვნილი უკან წავიღე, მის ნაცვლად რამდენიმე ბოთლი სუფრის ძმარი ვუყიდე. რამდენიმე ჩემთვისაც შევიძინე, ახლა ბებიას რჩევებს ვითვალისწინებ. იცოდით ამ უნივერსალური საშუალების შესახებ?