როგორც ცხოვრობთ, ისე ბერდებით, მეგობრებო. ექიმი მიასნიკოვი დაბერების საწინააღმდეგო წესებს გვახსენებს

1754
როგორც ცხოვრობთ, ისე ბერდებით, მეგობრებო. ექიმი მიასნიკოვი დაბერების საწინააღმდეგო წესებს გვახსენებს
როგორც ცხოვრობთ, ისე ბერდებით, მეგობრებო. ექიმი მიასნიკოვი დაბერების საწინააღმდეგო წესებს გვახსენებს

არასდროს დაბერდნენ ყველა ადამიანის დიდი ხნის ოცნებას წარმოადგენს. ახალგაზრდობის ელექსირზე მდიდრებიც, ღარიბებიც და დიდებული მმართველებიც ოცნებობდნენ. დაბერების საწინააღმდეგო მედიკამენტის შესახებ მითი თაღლითების ერთ-ერთი პოპულარული ინსტრუმენტი იყო, რომლებიც მიამიტ მეოცნებებს ატყუებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების და მედიცინის განვითარებამ კაცობრიობას ბევრი დაავადების სამკურნალო მედიკამენტი მისცა, ახალგაზრდობის გახანგრძლივება ან უკვდავების მინიჭება მეცნიერების ძალებს აღემატება. სამაგიეროდ დაბერების პროცესზე საკმაოდ ბევრი რამ არის ცნობილი, რომელთა დახმარებით შეიძლება განვსაზღვროთ, თუ როგორი ცხოვრების წესი შეაფერხებს დაბერების მოახლოებას.

ადამიანების სიბერე

ადამიანის ცხოვრების წესი – დაბერების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ჩანს, მაგ., კლასელების ან კურსელების შეხვედრის დროს, როცა თანატოლებს 10 წლის შემდეგ სულ სხვადასხვა ასაკის გარეგნობა აქვთ.

ზოგი დაავადებას ებრძვის, ვიღაცას მთელი ცხოვრებას მძიმე სამუშაო აქვს, ვიღაც კი ცუდ ჩვევებზე დამოკიდებული გახდა. ეს ადამიანები არა მხოლოდ განსხვავებულად გამოიყურებიან, არამედ საკუთარ თავს განსხვავებულად შეიგრძნობენ. თითოეულს საკუთარი ინტერესი და მიზანი აქვს, რომელიც ასე თუ ისე მის ასაკს შეესაბამება.

„პლასტიკური ქირურგიის დახმარებით სახის დაჭიმვას შეძლებთ, მაგრამ სული კვლავ მოხუცად რჩება თავისი აკვიატებული ფიქრებით“ – ასე თვლის ექიმი ალექსანდრ მიასნიკოვი.

ის მტკიცედ დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდობა ჩვენში ცხოვრობს, გარედან კი ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლს ვხედავთ. ცხოვრების წესი დაბერების სიჩქარეს განსაზღვრავს და მოიცავს ჩვევებს, რომლის გაკეთებასაც ადამიანი რეგულარულად მიჩვეულია.

აი, ჩვევები, რომლებიც ექიმი მიასნიკოვის აზრით, ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში გვეხმარება.

სასარგებლო ჩვევები

1.სპორტით დაკავება

თითოეულს შესაძლებლობის მიხედვით ვარჯიში შეუძლიათ. სპორტი მხოლოდ ფეხბურთს, რაგბს ან ბოქსს არ მოიცავს. ფიზიკურად მოუმზადებელი ადამიანისთვის დიდი ნაბიჯებით გასეირნება ან მეოთხე სართულზე ფეხით ასვლა უკვე მნიშვნელოვან დატვირთვას წარმოადგენს! მთავარია, ყველაფერი რეგულარულად გააკეთოთ.

2.გამართული წელი და გაჭიმვები

შორს მყოფი ადამიანის თმის ფერის ან ტანსაცმლის დანახვის გარეშე, მხოლოდ მისი სხეულის ფორმით შეგიძლიათ მისი სავარაუდო ასაკი გამოთვალოთ. მოხრილი სხეული ახალგაზრდულად არ ითვლება, მაშინაც კი პასპორტით დიდი ასაკის არაა.

3.მავნე ჩვევებზე უარის თქმა

საქმე ეხება არა მხოლოდ თამბაქოს მოწევას და სპირტიანი სასმელების ზომიერ მოხმარებას. მავნე ჩვევა შეიძლება უფრო ბევრი რამ იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაგ., უკონტროლოდ ტკბილეულის ჭარბად მიღება ორგანიზმს ნაკლებად არ აზიანებს.

4.ჩირი და კაკალი

მავნე ტკბილეულსა და ორცხობილაზე უარი თქვით და ჩირი და კაკალი მიირთვით – ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად და შესანიშნავი ფიზიკური ფორმის მისაღებად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგით.

5.თვითგანვითარება

აქტიური ცხოვრების წესით იცხოვრეთ. ახალი სფეროთი დაინტერესდით, უფრო მეტი ისეირნეთ და იმ მშვენიერ რამეს გაუღეთ გული, რითაც სამყარო სავსე არის.

6.ჯანსაღი ძილი

სრულყოფილი დასვენების გარეშე ორგანიზმი სწრაფად იღლება. ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის და მხნეობის შენარჩუნებას შეძლებთ, თუ მუშაობის და დასვენების ბალანს დაიცავთ.

7.სუფთა ჰაერზე სეირნობა

ადამიანები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა რაიონში ცხოვრობენ, ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ეს ძირითადად სუფთა ჰაერზე არის დამოკიდებული, რომლითაც ისინი რეგულარულად სუნთქავენ. სეირნობა სასარგებლოა არა მხოლოდ მოძრაობით, არამედ ჰაერით, რომელიც პარკებსა და ტყეებში უფრო სუფთაა, ვიდრე მაგ., ბინაში.

8.მზის სხივების კონტროლი

მუდმივად მზის სხივების ქვეშ ყოფნა კანის პრობლემებს და სერიოზულ გართულებებს იწვევს. სწორედ ამიტომ მზის სხივები ზომიერად უნდა მიიღოთ. სადილობის შემდეგ მზეზე გასვლას მოერიდეთ.

9.პოზიტიური განწყობა

ადამიანები, რომლებიც ყველაფერში დადებითის დანახვას ცდილობენ. წვრილმანებზე ნაკლებად ნერვიულობენ, მომავალში დარწმუნებულნი არიან, უფრო მეტს იღიმიან და დეპრესია არ ემუქრებათ. ოპტიმიზმით ადამიანებს იზიდავენ, ამიტომ მათი ცხოვრება მხიარულობით და ბედნიერებით არის სავსე, რაც გარეგნულ მხარეს კარგ გავლენას ახდენს.

10.ცხოვრებით ტკბობა

ვინც საკუთარი სიამოვნებით ცხოვრობს, ის ორგანიზმს უსმენს და ისე აკეთებს, როგორც ორგანიზმი მიუთითებს. სწორედ ამიტომ, ასეთი ადამიანი სირთულის გარეშე ახალგაზრდობას შეინარჩუნებს და კარგ, ღირსეულ და ხანგრძლივ ცხოვრებას გაატარებს.

ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად რომ გამოიყურებოდეთ, ეს ჩვევები უნდა აითვისოთ და მომავალში თქვენი ცხოვრების ნაწილი უნდა გახადოთ. მთავარია – ცვლილებები ნელ-ნელა მიიღოთ, რომ უარყოფა არ გამოიწვიოთ.

ადამიანები ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნებას სასოწარკვეთილად ცდილობენ, თუმცა ხშირად ცხოვრების კარდინალურად შესაცვლელად მზად არ არიან.

თქვენ გჯერათ, რომ ახალგაზრდობის გახანგრძლივება შესაძლებელია?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს