სიყვარული, სექსი, ქორწინება, თავსებადობა – გაიგეთ სიმართლე ქალი ტყუპების შესახებ

5652

როგორები არიან ისინი?

თუ პაციენტს სურს ცხოვრება, მედიცინა უძლურია. თუ ტყუპებს უნდათ სამყაროს ღერძი გახდნენ, და იმ მითის წინაშე, რომ ის ქალია და არ შეუძლია, სამყაროც უძლურია. ტყუპები – ფრინველებით თავისუფლები არიან: იფრენენ იქ, სადაც მათ სურთ.

ჭეშმარიტად ახალგაზრდული აჯანყება და ნამდვილი, ჭეშმარიტი სიგიჟე. სექსი, ნარკოტიკები, როკ ენ როლი. ტყუპების შეიგნით დემონები იმალებიან, რომლებიც რეგულარულად გამოდიან გარეთ. ეს დემონები ნამდვილი ბოროტების შვილები არიან.

დადებითი თვისებები

ტყუპებს უყვართ ის ფაქტი, რომ ისინი ძალიან მაგარები არიან: მხიარულები, არაპროგნოზირებადები, უჩვეულოები. ეს ყველას არ მოსწონს. ახალგაზრდა ქალბატონ-ტყუპები  საზოგადოებაში  და მეტაფორულად საუბრობები და ეს ნამდვილი ფეიერვერკია.  ეს არის ის, რაც ტყუპებს მოსწონთ, თუმცა გულში ისინი უკიდურესად ეჭვიანები არიან. თუმცა ეს მხოლოდ მცირე ხნით ხდება.

უარყოფითი თვისებები

ისინი ხშირად იტყუებიან. ტყუპების ტყუილი იმდენად დამაჯერებელია, რომ ვერავინ გამოიჭერს სიცრუეში. თუ თქვენ ტყუპებს საიდუმლოს გაანდობთ, ის ყველამხრივ დაგარწმუნებთ, რომ მას ვერავინ გაიგებს, თუმცა ეს ხშირად ასე არ ხდება. მათ მრავალმხრივი ხასიათი აქვთ, ამიტომ ვერასოდეს ვერ მიხვდებით როდის გატყუებენ. მათ ეს ნამდვილად კარგად გამოსდით.

სიყვარული

ტყუპები სიყვარული, ვნებიანი და სამუდამოა. თუმცა, რამდენიმე თვეში ერთხელ ახალი ობიექტია. ამავე დროს, მათ აბსოლუტურად გულწრფელად მიაჩნიათ, რომ ეს არის მარადიული სიყვარული, რომელიც აუცილებელია სიცოცხლისთვის, რომ ეს ის ადამიანია, ვინც მათ სჭირდებათ.

სექსი

ტყუპების საწოლის თავგადასავლები როგორც წესი, უცნაურად იწყება.  გარეუბანში როკ-ფესტივალზემ მუშაობისა, დილით. თუმცა, ისინი თავიანთი ჰიპოთეტური სილამაზის პარტნიორებს დიდხანს იყენებენ და ყურადღებით აკვირდებიან როგორც სხეულს, ასევე მის სულს. ტყუპები აუცილებლად გაქრინდებიან მომავალი ექსპერიმენტისთვის, რადგან ეს მათთვის მნიშვნელოვანია.

ქორწინება

ტყუპები საშიში ცოლები არიან. ეს ისეთი ქალები არიან, რომელთა გვერდით მამაკაცი თავს დიდებულ გმირად მიიჩნევს. თუმცა სინამდვილეში, დედამიწაზე ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც მზადაა გაიცნოს ის მონსტრი, რომელიც ამ ქალის მიღმა იმალება.

თავსებადობა

ტყუპები + ვერძი

საშინლად ხმამაღალი და ზედმეტად ახლო. მაგრამ არა ხანგრძლივი.

ტყუპები + კურო

მიუხედავად ერთმანეთის მიმართ არსებული ძლიერი მიზიდულობისა, მათ ქორწინებას არსებობა არ უწერია და წარუმატებელი იქნება უკვე იმის გამო, რომ ტყუპები, როგორც წესი, იშვიათად არიან სახლში, ხოლო კუროები ამ დროს ეჭვიანობენ და ბრაზობენ. ზოდიაქოს ეს ნიშნები სრულიად განსხვებული არიან. კურო ფლეგმატურია, ეწინააღმდეგება ცვლილებებს. ტყუპები ქარაფშუტები და მოუსვენრები არიან. თუმცა, გასაოცარი ის არის, რომ სწორედ ამ განსხვებული თვისებების გამო ინტერესდებიან ერთმანეთით – თუმცა ძალიან ხანმოკლე დროით.

ტყუპები + ტყუპები

რთულია მოიძებნოს სხვა, მათზე უფრო შეხმატკბილებული და მომხიბვლელი წყვილი. მათ არასოდეს მობეზრდებათ ერთმანეთი. მათი თანაცხოვრების ტემპი იქნება გიჟური. ორივე შესანიშნავი თანამოსაუბრეა, უამრავი მეგობარი ჰყავთ, აწყობენ დაუვიწყარ საღამოებს. სექსი მათთვის სიამოვნება და გართობაა. თუმცა ისინი ძალიან ზედაპირულები და არასტაბილურები არიან. საძინებლის დატოვების შემდეგ ყველაფერი ქაოტური ხდება — ტყუპების წყვილისთვისაც კი.

ტყუპები + კირჩხიბი

ვნებიანი კირჩხიბი დააკმაყოფილებს ტყუპების ფიზიკურ მოთხოვნებს, ამ უკანასკნელის ხალისიანი განწყობა კი დაეხმარება კირჩხიბს ხასიათის გამოკეთებაში. თუმცა, ძალიან მალე, ტყუპების მოჩვენებითობა სიყვარულში გულს ატკენს. ტყუპების მუდმივი პრანჭვა მოსვენებას არ მისცემს კირჩხიბს და მათი კავშირი სიმყარეს დაკარგავს. ამ ყწვილს ძალიან ცოტა რამ აქვთ საერთო იმისათვის, რომ მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდეს. კირჩხიბს სჭირდება დაცულობა და ოჯახური გარემოს შეგრძნება, ხოლო ტყუპები ვერ იტანენ მარწუხებს და შეზღუდვებს. ტყუპებს გააღიზიანებს კირჩხიბის განწყობის სწრაფი ცვალებადობა, ამასთან, მათი მახვილი ენა ძალიან ტკენს გულს მგრძნობიარე კირჩხიბს. ეს ურთიერთობა განწირულია.

ტყუპები + ლომი

ძლიერი კავშირი! ლომით ტყუპები აღფრთოვანებულები არიან. შემაშფოთებელი ფაქტორებია ლომის პათოსი და ქარიშხლიანი ტყუპები, თუმცა ეს ორმხრივი სიამოვნებაა.

ტყუპები + ქალწული

ორვე ნიშანს მფარველობს მერკური, რომლისგანაც მათ ცხოვრებისადმი გონივრული მიდგომა აქვთ ბოძებული. თუმცა ეს ერთადერთი საერთო თვისებაა, რაც მათ გააჩნიათ. ქალწულს ტყუპები მიაჩნია უგუნურ და მოკლე ჭკუის ადამიანად, ხოლო ტყუპები ქალწულს ძალიან მიწაზე დაშვებულ და უინტერესოდ თვლიან. ქალწულის ანალიტიკური მიდგომა ტყუპებისთვის ცივსისხლიანობის ტოლფასია.

ტყუპები + სასწორი

ეს წყვილი ჰარმონიულია არამარტო ინტელექტუალურ ასპექტში, ასევე ყველა სხვა დანარჩენში. ისინი ერთმანეთს სტიმულს აძლევენ და სიამოვნებას იღებენ მსუბუქი, სასიამოვნო რომანისგან. არცერთი მათგანი არ არის მიდრეკილი კონკურენციისკენ და შესაბამისად თანხმობა და ურთიერთგაგება ექნებათ. ნაზები არიან, უყვართ გართობა, მოგზაურობა და წვეულებები. სექსში თავისუფლები არიან, არ ეჭვიანობენ, ერთმანეთს ზედმეტ მოთხოვნებს არ უყენებენ. მათი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ორვე საკმაოდ მფლანგველია. ყველა დანარჩენ ასპექტში კავშირი არის იდეალური.

ტყუპები + მორიელი

მრავალფეროვანი წარმოსახვის მქონე ტყუპებისა და დინამიური მორიელის წყვილი წარმატებულ კავშირს ააგებს თუკი ერთმანეთს აიტანენ. საწოლში ცეცხლს ანთებენ, მაგრამ მალევე წყვილი აღმოაჩენს, რომ სექსი ყველაფერი არ არის. მორიელი მგრძნობიარეა, ვნებიანი, მომთხოვნი, ეჭვიანი და მოქნილი. ტყუპები ცვალებადი, ქარაფშუტა, ზედაპირული ნიშანია, რომელსაც უყვარს ხალხმრავლობა და მაღალ საზოგადოებაში ტრიალი. მორიელს კი ხშირად ურჩევნია განმარტოვება.

ტყუპები + მშვილდოსანი

ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშანი ერთმანეთს მაგნიტივით იზიდავს. ყველაზე მეტ სიამოვნებას მათ სულიერი თანხვედრა ანიჭებთ, რადგან სხვადასხვა სფეროში ბევრი საერთო ინტერესი აქვთ. მშვილდოსანი უფრო ინტელექტუალურია, ტყუპები გართობის მოყვარული ქარაფშუტები. ორივე ჯიუტია, უყვართ კამათი და სჭირდებათ თავისუფლება. შესაძლოა სექსშიც ვერ შეეწყონ ერთმანეთს, რადგან ორივე თავშეკავებულია, ხოლო ტყუპების მწარე ენა კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას. მათი რომანი ისევე ხმაურით დასრულდება, როგორც დაიწყება.

ტყუპები + თხის რქა

ტყუპების ცხოვრებისადმი მსუბუქი, უზრუნველი დამოკიდებულება იწვევს კონსერვატორი თხის რქას პროტესტს. ის ზრუნავს დაცულობისათვის მაშინ, როცა ტყუპები წუწუნებენ თავისუფლების დაკარგვაზე. თხის რქას ახარებს წესრიგი და სტაბილურობა, რაც ძალიან აღიზიანებს ტყუპებს. მათი აქტიური ცხოვრების მოთხოვნილება მოსვენებას არ ძლევს თხის რქას. ტყუპებს თრგუნავს თხის რქას გონივრულობა. ამ პარტნიორებს შორის ვნებიანი რომანი ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა ტყუპებს შეუძლიათ თხის რქა დააინტერესონ.

ტყუპები + მერწყული

შესანიშნავი კავშირი! ამ ორს ყოველთვის აქვს სალაპარაკო თემა. ისინი მზად არიან უყვარდეთ ერთამენთი და ერთად ჰარმონიულად იცხოვრონ სხვადასხვა კონტინენტზეც კი.

ტყუპები + თევზები

ეს კავშირი არც თუ ისე ცუდია, მათი ურთიერთობა სავსეა ვნებით იმდენად, რამდენადაც პრობლემებით. ემოციური თევზები ძალიან სწრაფად ბრაზდებიან მოუფრთხილებელი ტყუპების მწარე გამონათქვამებზე. მათი ცვალებადი და მოთამაშე ხასიათი გულს ტკენს ემოციურ თევზებს, რადგან ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს