ფსიქოლოგებმა უპასუხეს შეკითხვას, თუ რატომ ავიწყდებათ ადამიანებს რაღაც გარეთ გასვლის დროს

1685
ფსიქოლოგებმა უპასუხეს შეკითხვას, თუ რატომ ავიწყდებათ ადამიანებს რაღაც გარეთ გასვლის დროს
ფსიქოლოგებმა უპასუხეს შეკითხვას, თუ რატომ ავიწყდებათ ადამიანებს რაღაც გარეთ გასვლის დროს

ნაცნობი სიტუაცია: თქვენ ოთახში იმყოფებით, შემდეგ კი გადაწყვეტთ, რომ სამზარეულოში მანდარინის ან რაიმეს ასაღებად შესვლა გჭირდებათ, მაგრამ სამზარეულოში შესვლისას კი გავიწყდებათ, თუ რა გჭირდებოდათ? და უხერხულ მდგომარეობაში ხართ, რადგან კვლავ ოთახში ბრუნდებით, რომ გაიხსენოთ სამზარეულოში რა გჭირდებოდათ. აფთიაქში წასვლა და ექიმთან ვიზიტი არ იჩქაროთ – ასეთი რამ ყველა ადამიანს ემართება! ეს მეხსიერების საინტერესო ფენომენია, რომელსაც უწოდებენ „კარი ღიობის ეფექტს“.

აშშ-ს სამმა მეცნიერმა ტესტი ჩაატარა. ექსპერიმენტის მონაწილებს ჩაუტარეს გამოცდა, რომელშიც მათ ვირტუალური სახლის კედლებში გავლა და მეხსიერებაზე რამდენიმე ამოცანის შესრულება უწევდათ. ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ კარის ღიობში გასვლის შემდეგ ადამიანებს ნანახი ავიწყდებათ.

მეორე ექსპერიმენტში მონაწილეები ნამდვილ სახლში ოთახიდან ოთახში გადიოდნენ და შედეგად გულმავიწყობა გამეორდა. მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ კარის ღიობი ჩვენი მეხსიერებისთვის სერიოზულ ინფორმაციულ ეპიზოდს წარმოადგენს და წინასწარ დასახული მიზნის აღქმას ართულებს.

თუ მაცივრისკენ მიმავალ გზაზე ბევრი დამაბრკობელი ფაქტორი შეგხვდათ: ყურადღება მიაქციეთ სარკეს, კატას, ქუჩიდან შემოსულ ხმაურს და გზაზე სამ კარს ჩაუარეთ, დიდი შანსია რომ თავდაპირველი ამოცანის შესახებ ინფორმაცია უკვე წაიშალა.

მსგავსი ეფექტი არა მხოლოდ კარის ღიობზე, არამედ სხვა ნივთებზეც ვრცელდება. მაგ., საუბრის დროს, სიტყვაში რაღაცის ჩამატება გსურთ, მაგრამ რადგან კარგი მანერები გაქვთ, თანამოსაუბრეს სიტყვას არ აწყვეტინებთ, შემდეგ კი გავიწყდებათ, თუ რისი თქმა გსურდათ, რადგან ტვინმა ეს ინფორმაცია როგორც არა აქტუალური ისე აღნიშნაა და თქვენი სამუშაო მეხსიერებიდან ამოშალა.

ახლა, როცა უკვე კარის ღიობის შესახებ ინფორმაციას ფლობთ, შეგიძლიათ მცირე „ამნეზიის“ არ შეგეშინდეთ, როცა სადარბაზოში გადიხართ ან მეგობარს ესაუბრებით. თვალდახუჭულმა სახლის ყველა კარი არ გაიაროთ, უბრალოდ უფრო კონცენტრირებულნი იყავით და უხერხულობა არ შეგაწუხებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს