23 წლის მანძილზე მას სახლში არავინ შეუშვია, მე კი ნანახმა ფეხები მომკვეთა

18550

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა მთელი ცხოვრების მიზანი და აზრი ერთ დღეს უქრება? ზოგს ამ პერიოდში ახლობელი ადამიანები ეხმარებიან, ზოგს კი აპათიას საყვარელი საქმე უქარვებს. მაგრამ რეალობაში ადამიანი ხშირად ვერ პოულობს საკუთრ თავში ძალებს. ხშირად ის ერიყება სამყაროს, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი სიტუციიდან შეიძლება გამოსავლის პოვნა.დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ ერთ რთულ ამბავს ქალზე, რომელმაც დაკარგა ყველა და ყველაფერი, მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მარტო და არავის უშვებდა სახლში. რა მოხდა და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება, წაიკითხავთ დღევანდელ სტატიაში .

ცხოვრების მიზანი და აზრი

“არც თუ ისე დიდი ხნის წინ ქმართან და შვილებთან ერთად ქალაქგარეთ, კერძო სახლში გადავედი. ჩემი ქმარი კომპოზიტორია. ის დიდი ხანი ოცნებობდა, რომ თავისი მუსიკა ბუნების წიაღში შეექმნა. მე კი ძალიან მინდოდა ჩვენს პატარებს მეტი დრო გაეტარებინათ სუფთა ჰაერზე.ძალიან გაგვიმართლა მეზობლებში. მათ დიდი სიყვარულით მიგვიღეს და მოგვიყვნენ ყველაფერზე, რაც გარშემო ხდებოდა. თუმცა, იყო ერთი ქალი, რომელმაც მოსალმებაც არ ისურვა ჩვენთან. მისი სახლი გზის პირას იყო და საკმაოდ მოუვლელი იერსახე ჰქონდა. თავად მოხუცი კი უცნაურად ჩაცმული დადიოდა და არავის ელაპარაკებოდა.ერთი მეზობელი მოგვიყვა, რომ მოხუცი ასეთი გახდა მას შემდეგ, რაც ერთ დღეს დაკარგა ყველაზე მთავარი. 23 წლის წინ მისი ქმარი და ქალიშვილი ბრუნდებოდნენ მანქანით სახლში. ქმარმა რაღაც მომენტში საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მანქანას შეეჯახა. მსუბუქი მანქანა წამებში ნამსხვრევებად იქცა.

უცნაური მეზობელი – ქალი საკუთარ თავს აღარ გავდა. ყველას გაურბოდა, ბოლო წლებში კი აგრესიულიც გახდა. ხალხს მასთან მიახლოებაც ეშინოდა, ზურგს უკან კი, ჯადოქარს ეძახდნენ. მე კი მის სახეზე სხვა რამე ამოვიკითხე. მომეჩვენა, რომ მას ადამიანების ყურადღება და ზრუნვა ჭირდებოდა.ხშირად ვფიქრობდი ამ უცნაურ მეზობელზე და ერთ დღეს მას ქუჩაში შევხვდი. იმ დღეს პირველად გავედი სამსახურში, მოხუცი ჩემს წინ მოდიოდა გვირილების თაიგულით ხელში. მაშინვე ჩემი ბებია გამახსენდა. მასაც უყვარდა ეს ყვავილები. ვიფიქრე: “შეუძლებელია, ადამიანი, რომელსაც ასეთი ლამაზი ყვავილები უყვარს, ბოროტი და უგულო იყოს. იქნებ მეზობლები აზვიადებენ რამეს?” მომინდა მივსულიყავი ამ მოხუცთან და ახლოს გამეცნო.მეორე დღეს გადავწყვიტე მივსულიყავი უცნაურ ბებოსთან სტუმრად და გვირილების თაიგული მიმეტანა. როდესაც სახლს მივუახლოვდი, ის ფანჯრიდან იყურებოდა. მე გავუღიმე, მაგრამ ის სწრაფად მოშორდა ფანჯარას და ფარდები გადაწია. ყვავილები კარებთან დავუწყვე და დავუტოვე წერილი: ” ჩემი ბებია ამბობდა, რომ გვირილები სინათლის და სიწმინდის სიმბოლოა…”

საიდუმლო ამოხსნილია – სანამ მოხუცი ფარდას გადაწევდა, კედელზე თვალი მოვკარი ბეთჰოვენის პორტრეტს. ის ჩემი ქმრის საყვარელი კომპოზიტორია და სახლში უამრავი ფირფიტა და დისკი გვაქვს მისი პიესების. გადავწყვიტე, რომ ერთი ფირფიტა მეჩუქებინა. ქმარმაც მხარი დამიჭირა და მომდევნო დღეს ისევ გავეშურე უცნაურ მეზობელთან.დავუკაკუნე კარზე და ვუთხარი: “მაპატიეთ რომ გაწუხებთ, სასიამოვნო საჩუქარი მოგიტანეთ”. ქალმა კარი გამიღო და ეჭვის თვალით შემათვალიერა. როდესაც თვალი მოკრა ბეთჰოვენის ფირფიტას, სახე შეეცვალა და კარი ფართოდ გამიღო.

“შევამჩნიე ბეთჰოვენის ფოტო თქვენს კედელზე, ამიტომ ვიფიქრე, რომ მისი მოსმენა გესიამოვნებოდათ” – ძლივს ამოვილუღლუღე მე და ფირფიტა გავუწოდე. მან კი მიპასუხა: “სახლში შეგიპატიჟებთ, ოღონდ არავისთან წამოგცდეთ, რომ აქ იყავით!”შევედი სახლში და შოკში ჩავვარდი. თავი ამოვყავი სუფთა და მყუდრო სამყოფელში, სადაც თითოეული ნივთი სითბოს და სისუფთავეს ასხივებდა. კუთხეში იდგა ფორტეპიანო, მასზე კი გვირილების დიდი თაიგული და ფოტო იდო. ფოტოზე აღბეჭდილი იყო მამაკაცი და პატარა გოგონა…

“…ჩემთვის უფრო მარტივი აღმოჩნდა გიჟი დედაბრის როლის თამაში, რათა ყველას თავი დაენებებინა. ზოგჯერ ადამიანებს არ აქვთ ზომიერების შეგრძნება და იქ ყოფენ ცხვირს, სადაც საჭირო არ არის. ერთ წამში დავქვრივდი და დავკარგე შვილი, ვინ შეძლებდა ამ ტკივილის შემსუბუქებას? – მითხრა მოხუცმა და ფორტეპიანოს მიუახლოვდა.”ჩემს შვილს უყვარდა საშინაო კონცერტებს რომ ვაწყობდი. ყველაზე მეტად კი ბეთჰოვენის “მთვარის სონატა” მოსწონდა.” – მივიდა ფორტეპიანოსთან და დაუკრა სწორედ ეს ნაწარმოები. ბოლოს კი ცრემლმორეულმა მითხრა: “შენი ბებია მართალი იყო, დიდი მადლობა.”

რედაქციისგან – არასდროს არ იცი, რას მალავს ადამიანი, რომელმაც უდიდესი ტრამვა გადაიტანა. გარეგნობამ შეიძლება მოგვატყუოს, ხოლო ადამიანები სასტიკები არიან. ყველაზე უიმედო სიტუაციიდანაც არის გამოსავალი, მთავარია, გვერდით გყავდეს გულწრფელი და მოსიყვარულე ადამიანები. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს