15 ნაადრევი, მაგრამ ცხადი ნიშანი, რომ თქვენ ნიჭიერი ბავშვი გყავთ

2454
15 ნაადრევი, მაგრამ ცხადი ნიშანი, რომ თქვენ ნიჭიერი ბავშვი გყავთ
15 ნაადრევი, მაგრამ ცხადი ნიშანი, რომ თქვენ ნიჭიერი ბავშვი გყავთ

თავიდანვე გეტყვით, რომ ინტელექტის გაზომვა საკმაოდ რთულია. მასწავლებლები ტომას ედისონსა და ალბერ აინშტაინს ჭკუასუსტებად მიიჩნევდნენ, თუმც ორივე წარმოუდგენლად ნიჭიერები იყვნენ.

აშშ-ს ნიჭიერი ბავშვების ეროვნული ასოციაცია ნიჭიერებას განსაზღვრავს, როგორც „შესაძლებლობას, რომელიც გარკვეულ ასაკში საშუალო სტატისტიკურ ნორმას ბევრად აჭარბებს“. ბავშვი შეიძლება ქვემოთ მოცემულ ერთ ან რამდენიმე  სფეროში ნიჭიერი იყოს:

  • მხატვრობა
  • შემოქმედება
  • ინტელექტი
  • ლიდერობა
  • აკადემიური (ენები, მათემატიკა ან მეცნიერება).

ეროვნული ასოციაციის მონაცემების მიხედვით, „ნიჭიერმა ბავშვებმა საბავშვო ბაღის პროგრამის დაახლოებით 60% უკვე პირველი დღეს იციან“.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ნიჭიერი ბავშვები უბრალოდ ჭკვიანები არ არიან. უნარიანი ბავშვები ჭკვიანები არიან, მაგრამ ნიჭიერი ბავშვები გამომგონებლები.

გაიხსენეთ ცნობილი ინოვატორები ისტორიიდან – და ვინჩი, ტესლა, ბელი, ედისონი, გეიტსი, ჯობსი. ეს ადამიანები იყვნენ ისინი, ვისაც დღეს ნიჭიერებს ვუწოდებთ. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი სკოლაში კარგი ნიშნებით თავს ვერ იქებდნენ.

ბევრი ნიჭიერი ბავშვი ცხოვრობს იმისთვის, რომ ცხოვრებაში საკუთარ იდეებს ხორცი შეასხან. როცა რაღაც (მაგ, სკოლის საგანი) მათ ყურადღებას იპყრობს, ნიჭიერ ბავშვებს არა მხოლოდ სწავლა, არამედ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება სურთ.

არასტანდარტული აზროვნება და ინოვაციებისკენ სწრაფვა – მიზეზებია, რის გამოც ალტერნატიული საგანმანათლებლო სისტემა ნიჭიერი ბავშვებისთვის უფრო მისაღებია.

აი, ნიჭიერი ბავშვების 15 ნიშანი:

1.ისინი საუბრობენ, როგორც მასწავლებლები

ნიჭიერი ბავშვები ცოდნას საშუალო სტატისტიკურ ბავშვებზე უფრო სწრაფად ითვისებენ. ენის უნარების ათვისება მათ ასევე უადვილდებათ. ნიჭიერ ბავშვებს სიტყვების დიდი მარაგი აქვთ და საუბარში რთული წინადადების გამოყენება შეუძლიათ.

2.ისინი თანმიმდევრობას ამჩნევენ

თანმიმდევრობის იდენტიფიცირების უნარი (მაგ.თავსატეხების ან დედის სახლში მოსვლის დრო) პატარა ბავშვებში საკმაოდ იშვიათად არის განვითარებული. თუ, რა თქმა უნდა, თქვენი ბავშვი ნიჭიერი არაა.

3.ისინი ბევრს კითხულობენ

ნიჭიერი ბავშვები წარმოუდგენლად ცნობისმოყვარეები არიან. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად კი მათ სჭირდებათ ყველა იმ წიგნის წაკითხვა, რომლებიც ხელში მოხვდებათ. ეს განსაკუთრებით ცხადად ჩანს მაშინც, როცა ბავშვს რაღაც ძალიან აინტერესებს.

4.ისინი რაღაცაში წარმოუდგენლად ნიჭიერები არიან

ზოგიერთ ბავშვს თვითნაბადი ნიჭი აქვს სპორტში, მეცნიერებაში ან ხელოვნებაში. გამოხატული ნიჭი – ეს ნიჭიერი ბავშვის ნათელი ნიშანია.

5.მათ უფროს ბავშვებთან და ზრდასრულ ადამიანებთან ურთიერთობა ურჩევნიათ

გონებრივი შესაძლებლობის მაღალი განვითარების გამო, ნიჭიერ ბავშვებს თანატოლებთან ურთიერთობა უინტერესოდ ეჩვენებათ. მათ მისი არ ესმით, ან ნიჭიერი ბავშვები მათთან უბრალოდ მოწყენილები არიან. სწორედ ამიტომ ცდილობენ უფროს ბავშვებთან, მასწავლებლებთან და ზრდასრულ ადამიანებთან კონტაქტს სტიმულაციისთვის.

6.ისინი წარმოუდგენლად კონცენტრირებულნი არიან

აქ უნდა დავამატოთ: ნიჭიერი ბავშვების უმეტესობა გამოირჩევა კონცენტრაციის უნარით იმ საკითხში, რაც მათ აინტერესებთ. მოსაწყენ გაკვეთილზე ნიჭიერი ბავშვი ამ ნიჭს დაკარგავს. ამის გამო, შეიძლება შეცდომით მივიჩნიოთ, რომ ბავშვი ცუდად კონცენტრირებული არის.

7.ისინი ასაკთან შედარებით უფრო ზრდასრულები არიან

ნიჭიერ ბავშვს ასევე მაღალ განვითარებული ემოციური ინტელექტი ჰქონდეს. თუ თქვენი ბავშვი ნიჭიერია, შეიძლება შენიშნოთ, რომ ის თანატოლების დაჩაგვრას არ ეთანხმება. ნიჭიერ ბავშვს მსგავსი ცელქობა არ ახასიათებს.

8.ისინი ორიგინალურები არიან

ნიჭიერ ბავშვს პრობლემის გადაჭრის უნარი აქვს. ასეთი ბავშვი ყოველდღიურ პრობლემას არა მხოლოდ სხვა კუთხით უდგება, არამედ მისი გადაჭრის მეთოდის გაუმჯობესებაც შეუძლია.

9.ისინი ლიდერები არიან

თავისი ზრდასრულობის, პრობლემის გადაჭრის უნარის და არასტანდარტული აზროვნების წყალობით, ნიჭიერი ბავშვი კარგი ლიდერი ხდება. რა თქმა უნდა, ეს ლიდელური თვისებები გამოვლინდება მაშინ, როცა ბავშვი საჭირო გარემოში აღმოჩნდება.

10.მათ სწორი მიმართულების ჩვენება არ სჭირდებათ

მაშინ, როცა სხვა ბავშვებს მშობლების ან მასწავლებლების მითითება სჭირდებათ, თუ სწორად როგორ უნდა მოიქცნენ. ნიჭიერი ბავშვები საქმეს იმწამსვე შეუდგებიან და უკვე შემდეგ სვამენ კითხვებს. ან კითხვებს საერთოდ არ სვამენ, თუ ყველაფერში თავად გარკვევას ახერხებენ.

11.ისინი საკმაოდ ენერგიულები არიან

ნიჭიერი ბავშვი ყოველთვის მოძრაობაში არის, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მათი ტვინი მუდმივად მუშაობს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვები ხშირად ძალიან სწრაფად ლაპარაკობენ. ასე იმიტომ ხდება, რომ მათ სურთ (აუჩქარებლად!) გააკეთონ ისე, რომ სიტყვა ფიქრის თანმიმდევრული იყოს.

12.მათ დროის მარტო გატარება სჭირდებათ

როგორც სხვა ბავშვებს, მათაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობა უყვარს. მიუხედავად ამისა, მარტოობა მათ საშუალებას აძლევთ, რომ საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩნენ და კრეატიულობა განავითარონ. ნიჭიერ ბავშვს მარტოობაში კითხვა, წერა და ხატვა უყვარს.

13.მათ ბუნება უყვართ

ზოგიერთ ნიჭიერ ბავშვს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შემოქმედებითი შესაძლებლობა ძალიან განვითარებული აქვთ, ლამაზი ხედები და ბუნების ხმები უყვართ. მათი ცნობისმოყვარეობა ბუნებაში უფრო ცხადად გამოხატულია.

14.ზოგჯერ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ვერ ახერხებენ

დიახ, სწორად წაიკითხეთ. ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვები თითქმის მთელ გონებრივ შესაძლებლობას მათთვის საინტერესო საკითხზე ხარჯავენ. ხშირად ისე ხდება, რომ ერთ სფეროში წარმატებას აღწევენ და მეორე სფეროში მარცხს განიცდიან. ნიჭიერმა ბავშვმა შეიძლება მთელი თავისი შესაძლებლობა ვერ გამოავლინოს უყურადღებობის, დაუდევრობის, იმედგაცრუების ან ჩვეულებრივი უსაქმურობის გამო.

15.მათ სწავლა აინტერესებთ

ნიჭიერ ბავშვს იმდენად უყვარს სწავლა, რომ ეს მათი ჰობი ხდება. გონებრივი შესაძლებლობის და ცოდნისკენ სწრაფვის წყალობით, ბავშვს შეუძლია თანატოლებთან რაღაც ინტერესი გააზიაროს.

თქვენ ასეთ ბავშვებს შეხვედრილხართ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს