საცხობი სოდა – შეუცვლელი და იაფი საწმენდი საშუალებების დედოფალი: გამოყენების 22 მეთოდი

26422
საცხობი სოდა - შეუცვლელი და იაფი საწმენდი საშუალებების დედოფალი: გამოყენების 22 მეთოდი
საცხობი სოდა - შეუცვლელი და იაფი საწმენდი საშუალებების დედოფალი: გამოყენების 22 მეთოდი

საცხობი სოდა შესანიშნავი გამაფხვიერებელია, რომელსაც ცომის მოსაზელად ხშირად იყენებენ. მაგრამ მისი დაუფასებლობა არ ღირს!

ის კიდევ დალაგებისთვის უნივერსალური ხალხური საშუალებაა. მისი დახმარებით პრაქტიკულად ყველაფერს რეცხავენ და ასუფთავებენ. სოდა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, ალერგიას არ იწვევს, სუნს არ ტოვებს, იაფი ღირს და სხვადასხვა სახის სიბინძურეს შესანიშნავად ებრძვის.

ამაში სოდის გამოყენების 22 მეთოდი დაგარწმუნებთ. უბრალოდ რამდენიმე შეფუთვა სოდა მოიმარაგეთ და ნებისმიერი სიბინძურე თქვენთვის საშიში აღარ იქნება.

გასუფთავება სოდით

1.ძველი გადასაკრავი

სოდა თბილ წყალში გახსენით და ამ საშუალებით დაამუშავეთ ავეჯი, რომლის გადასაკრავიც ოდნავ დასვრილია და უსიამოვნო სუნი აქვს. 15 წუთის შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ და მიღებული შედეგით ისიამოვნეთ.

2.ჩაიდანი

სამზარეულოს ჭურჭლებიდან ჩაიდანი შიგნიდან ყველაზე ხშირად ბინძურდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს წყლის ხარისხი და ის, რომ მისი გამოყენების დროს შიგნით იშვიათად ვიყურებით.

ჩაიდნიდან ნადების მოშორების ყველაზე მარტივი და მისაღები მეთოდია – მისი ჩვეულებრივი სოდიანი წყლით დამუშავება.

გასაწმენდად, ჩაიდანი წყლით აავსეთ, წყალს 1 ს/კ სოდა დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ დაბალ ცეცხლზე 30 წუთით დატოვეთ. შემდეგ ჩაიდანი გარეცხეთ, კვლავ წყლით აავსეთ და აადუღეთ, რომ სოდის ნარჩენები მოაშოროთ.

3.ცხიმიანი ტაფა

ჭურჭლის სარეცხი საშუალება საცხობ სოდას აურიეთ და ამ პასტის გამოყენებით ცხიმიანი ტაფა გახეხეთ. ცხიმი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაქრება.

4.ვერცხლის სამკაული და სუფრის მოწყობილობა

თუ თქვენმა ვერცხლის სამკაულებმა ბრწყინვალება დაკარგა, ქვაბის ძირში ფოლგა დააფინეთ, მასზე 60 გრამი სოდა მოაყარეთ, 1 ლ ცხელი წყალი დაასხით და წყალში სამკაულები ჩადეთ. ამის შემდეგ ჭურჭელი ცეცხლზე დადგით.

დაბალ ცეცხლზე 15 წუთით ადუღეთ. უკვე 3-4 წუთის შემდეგ დაინახავთ, თუ ლითონი როგორი კაშკაშა გახდება, სოდით გაწმენდის შემდეგ სამკაულები თავის ორიგინალურ ბრწყინვალებას იბრუნებენ.

5.ფეხსაცმელი

ჩვეულებრივი საცხობი სოდა ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს შესანიშნავად გაუმკლავდება. ყველაზე უკეთ ტყავის ფეხსაცმელზე მოქმედებს, მაგრამ მისი გამოყენება კედების და ბოტასებიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობადაც შეგიძლიათ.

ამისთვის მცირე რაოდენობით საკვები სოდა აიღეთ და ფეხსაცმელში ჩაყარეთ. ამის შემდეგ ფეხსაცმელი, კედი ან ბოტები ასეთ მდგომარეობაში ერთი საათით გააჩერეთ. ერთ საათში მხოლოდ სოდის მოშორება დაგჭირდებათ, ხოლო სუნის კვალიც კი არ დარჩება.

6.საკვები კონტეინერი

საკვები კონტეინერი ძალიან სწრაფად ბინძურდება. სწორედ ამიტომ მათ განახლებას ღრუბელზე მოყრილი სოდით შეძლებთ ან დაბინძურებული ლაქა მცირე რაოდენობის თბილ წყალში გახსნილი სოდის პასტით გახეხეთ.

7.ბინძური მაცივარი

თუ თქვენს სამზარეულოში უსიამოვნო სუნი გაჩნდა, მის გაქრობას საცხობი სოდის გამოყენებით შეძლებთ. სოდით მაცივრის კედლები და თაროები გაწმინდეთ. ასევე ცოტა ფხვნილი ღია ჭურჭელში ჩაყარეთ და ცოტა ხნით მაცივარში თაროზე დატოვეთ.

8.ხილი და ბოსტნეული

შეძენილი პროდუქტებიდან ცვილის ნადების მოსაშორებლად, ისინი თბილ სოდიან წყალში გარეცხეთ.

9.სამზარეულოს ყველა ზედაპირი

პრაქტიკულად, თქვენს სამზარეულოში ყველა ბინძური ლაქა შეიძლება საკვები სოდით გაწმინდოთ. სოდა წყალს აურიეთ და ასე სამუშაო ზედაპირების, უჟანგავი ფოლადის ნიჟარის, მიკროტალღური ღუმლის და სამზარეულოს ტექნიკის ეფექტურად და უსაფრთხოდ გაწმენდას შეძლებთ.

10.სამზარეულოს ღრუბელი

სამზარეულოს ღრუბელი რამდენიმე დღიანი ინტენსიური გამოყენების შემდეგ სუნს და სიბინძურეს იწოვს და უსარგებლო ხდება. ამ მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებთ, თუ ღრუბელს თბილ სოდიან წყალში ჩაალბობთ. მაგრამ მისი დიდი ხნით გამოყენების იმედი არ გქონდეთ – ღრუბელი ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.

11.შინაური ცხოველების საწოლაკი

საწოლაკიდან უსიამოვნო სუნის გაქრობა ძალიან მარტივია: საკმარისია მას საცხობი სოდა მოაყაროთ, 15 წუთი გააჩეროთ და შემდეგ მტვერსასრუტით კარგად გაწმინდოთ,

12.სანაგვე ყუთის უსიამოვნო სუნი

ერთი სუფრის კოვზი სოდა სანაგვე ყუთის ძირში ან ზემოთ მოაყარეთ. საკვები სოდა – ნატურალური აბსორბენტია, ის უსიამოვნო სუნს მარტივად გაუმკლავდება, თქვენ კი ყოველდღე სანაგვე ყუთის გახსნის დროს წარბების შეკვრა არ მოგიწევთ.

13.ჩასხმა ნიჟარაში

ნიჟარის მილიდან არც თუ ისე სასიამოვნო სუნი ამოდის, ან ბუყბუყი დაიწყო და განიშნებთ, რომ მალე გაიჭედება? პირდაპირ შიგნით ნახევარი ჭიქა სოდა თამამად ჩაყარეთ, შემდეგ ნახევარი ჭიქა ძმარი ჩაასხით.

იმწამსვე სქელი ზედაპირით მილი დახურეთ – წინააღმდეგ შემთხვევაში ფეიერვერკი გექნებათ. მისი არ შეგეშინდეთ, საკმარისია 5 წუთი დაელოდოთ. ამის შემდეგ ცხელი წყალი ჩართეთ და ჩარეცხეთ.

14.ძველი სათამაშოები

ძველი სათამაშოები საცხობი სოდის და თბილი წყლის ნარევში დასველებული ნეჭათი გაწმინდეთ.

15.ნახატები კედლებზე

თუ ბავშვებმა ახლახანს შეღებილი კედლები მოხატეს, მისი მოშორება სცადეთ სველი ღრუბლის და საცხობის სოდის გამოყენებით, ოდნავ გახეხეთ.

16.ობი აბაზანაში

აბაზანაში ობი შეიძლება მცირე ლაქით დაიწყოთ და ჯანმრთელობის საფრთხე ძალიან სწრაფად გახდეს. სახლის პირობებში მარტივი, იაფი და ეფექტური ობის მოსაშორებელი საშუალება მოამზადეთ. ამისთვის მხოლოდ ცხელი წყალი, სოდა და სარეცხი ფხვნილი დაგჭირდებათ.

რამდენიმე სუფრის კოვზი სოდა და სარეცხი ფხვნილი ერთმანეთს აურიეთ და ერთი ჭიქა მდუღარე წყალი დაუმატეთ, კარგად აურიეთ. შემდეგ ძველი კბილის ჯაგრისი ამ ხსნარში დაასველეთ და აბაზანის ობიანი ზედაპირები გახეხეთ. ამ მეთოდით ფილებს შორის სიბინძურის მოშორებას შეძლებთ.

17.რეცხვა

თეთრეულის რეცხვის დროს მცირე რაოდენობით სოდის დამატება  – და ფერადი ტანსაცმელი კიდევ უფრო კაშკაშა გახდება, თეთრი კი ქათქათა. ამასთან საშუალება წყლის სიხისტეს დააბალანსებს და ამით სარეცხ მანქანასაც დაიცავს. სარეცხი მანქანის სოდით გაწმენდა მისი მსახურობის პერიოდს გაახანგრძლივებს, ნადებს და სუნს მოაშორებს.

18.ხალიჩები

საკვების სოდა ხალიჩების სწრაფად და მარტივად გაწმენდაში დაგეხმარებათ. ამისთვის აუცილებელია ხალიჩას სოდა მოაყაროთ, შემდეგ კი მტვერსასრუტით გაწმინდოთ. ამასთან სოდა უსიამოვნო სუნს გააქრობს.

19.გრილის გისოსი

მისი წყლით დასველება ან წყალში ჩალბობა საჭირო არაა. ჯერ გააგრილეთ, სოდა მოაყარეთ და ამის შემდეგ მშრალ გაწმენდაას შეუდექით ღრუბლის ან ფოლგის ბურთების გამოყენებით. როგორც ვარიანტი – გისოსს სოდა მოაყარეთ და გაწმინდეთ.

20.ცხოველის ფიტული

თუ ცხოველის ფიტული გაქვთ, მაშინ ზუსტად იცით, რომ ის მტვრის შემგროვებელია. მაგრამ მის გაწმენდას სოდის დახმარებით შეძლებ. ამისთვის ფიტული შესაბამის პლასტმასის ჩანთაში მოათავსეთ, 1 ჭიქა სოდა მოაყარეთ, სუფთა ჰაერზე გაიტანეთ და პაკეტს თავი მჭიდროდ დაახურეთ. ყველაფერი კარგად შეანჯღრიეთ.

საკვები სოდა სიბინძურეს და მტვერს გარეთ გამოიტანს. ამის შემდეგ დაბალ სიძლიერეზე ჩართული მტვერსასრუტით გაწმინდეთ, ამასთან უსაფრთხო დისტანცია დაიკავეთ.

21.ქვედა საცვალი

როგორც მაცივრის თაროების შემთხვევაში, გახსნილი სოდის ყუთი თქვენი პირსახოცების და თეთრეულის სასიამოვნო სუნზე იზრუნებს. რადგან საცხობი სოდა უსიამოვნო სუნს მარტივად გააქრობს.

22.უთოს ნადები

უთოზე ჟანგის ან მიმწვარის ჯიუტი ნადები შეგიძლიათ სოდის დახმარებით მოაშოროთ. 2 ჩ/კ სოდა მცირე რაოდენობის წყალს ან 9%-იან ძმარს აურიეთ, რომ პასტის მსგავსი მასა მიიღოთ. პასტა ოდნავ გაცხელებულ უთოს ნადებს წაუსვით და ქსოვილით გაწმინდეთ.

საცხობი სოდის გამოყენების სასარგებლო მეთოდების შესახებ მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს