მზრუნველი და დეპრესიის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ, აი რატომ

1340

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში და-ძმის როლი ისევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მშობლების. მათთან ერთად ჩვენ ვსწავლობთ, ვბაძავთ და ერთად ვიკვლევთ. და ის, თუ როგორები ვართ ახლა, ნაწილობრივ მათი დამსახურებაა.

ადამიანის ცხოვრებაზე დის და ძმის გავლენის შესასწავლად, მკვლევარმა და ბრიგამის უნივერსიტეტის პროფესორმა, ლორა პადილია-უოკერმა მთელი კვლევის ჩატარება გადაწყვიტა.

395 ოჯახზე დაკვირვების შემდეგ, რომელთა ოჯახშიც ერთზე მეტი ბავშვი და ერთ-ერთი მათგანი უკვე 10-14 წლამდე ასაკის იყო, სპეციალისტმა შეძლო განსაზღვრა, რომ და/ძმას შეუძლიათ მისცენ ერთმანეთს ის, რასაც მშობლები ვერ მისცემენ. და ზოგიერთ შემთხვევაში დის ან ძმის არსებობის მნიშვნელობა მშობლების გავლენაზე უფრო მაღალია.

კვლევამ აჩვენა, რომ სიკეთეს და გულუხვობას ჩვენ და-ძმიდან ვიღებთ და არა უფროსებისგან. გარდა ამისა, მათ, ვისაც ჰყავდათ ძმა, სქესისა და ასაკის მიუხედავად, საკუთარ თავში ბევრად უფრო დარწმუნებული იყვნენ, თავს მარტოსულად და შეშინებულად უფრო ნაკლებად გრძნობდნენ.

საინტერესო დეტალი

ამ კვლევიდან შეგვიძლია საინტერესო დეტალი გამოვყოთ. ის ადამიანები, რომელთაც ბავშვობაში და ჰყავდათ, მოზარდობის პერიოდში, ასევე ზრდასრულ ასაკში, დეპრესიის გამოვლენით ნაკლებად იტანჯებოდნენ.

ლაური პადილიას სიტყვებით, დები – ერთგვარი ანტიდეპრესანტები არიან და ჩვეულებრივ ეს კომუნიკაციის უნარებთან არის დაკავშირებული, რომლებიც, როგორც წესი, ქალებს უფრო ძლიერად აქვთ განვითარებული, ვიდრე მამაკაცებს.

და-ძმის თბილი, უკონფლიქტო ურთიერთობა ძლიერ ბონუსს წარმოადგენს. ახლო ნათესაური კავშირი ხშირად მარტოობის და დეპრესიის უფრო დაბალ დონესთან და თვითშეფასების მაღალ დონესთან არის დაკავშირებული. ადრეულ ასაკშიც კი, დები და ძმები რთულ სიტუაციაში ერთმანეთს მიმართ მხარდაჭერას და მზრუნველობას გამოხატავენ.

კიდევ ერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ძმის და დის არსებობას ქორწინების გადარჩენა შეუძლია. ქალები და კაცები, რომლებიც დიდ ოჯახში გაიზარდნენ, უფრო ნაკლებად განქორწინდებიან. ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მასშტაბური 40 წლიანი კვლევა აჩვენებს: თითოეული ძმა (და) განქორწინების რისკს 2%-ით ამცირებს. თუ ოჯახში, თქვენს გარდა, კიდევ 5 ბავშვია, პარტნიორთან თქვენი დაშორების შანსი ჯამში 10%-ით მცირდება.

 

თქვენ გყავთ და ან ძმა? როგორი განწყობა გაქვთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს