ამას თქვენს მეტი ვერავინ გააკეთებს: 21 რამ, რისი თქმაც ქალიშვილისთვის უნდა მოასწროთ

1429
ამას თქვენს მეტი ვერავინ გააკეთებს: 21 რამ, რისი თქმაც ქალიშვილისთვის უნდა მოასწროთ
ამას თქვენს მეტი ვერავინ გააკეთებს: 21 რამ, რისი თქმაც ქალიშვილისთვის უნდა მოასწროთ

დედობა უდიდესი ბედნიერებაა, მაგრამ ამასთან ძალიან მძიმე ტვირთია. თქვენს პატარას შესაბამისი სიტყვებით უნდა აუხსნათ, რომ სამყარო არც ისე მარტივი და მშვენიერია, როგორც მას ზღაპრებში აღწერენ. ვინც რა არ უნდა თქვას, აღზრდის და ცხოვრებისეული გამოცდილების უდიდეს ნაწილს ადამიანი სოციუმში ღებულობს, სწორედ ამიტომ ბავშვი რთული ზრდასრული ცხოვრებისთვის უნდა მოამზადოთ.

ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ გოგოებს პრინცესებად ვზრდით და ეს სწორიცაა. მაგრამ მათ უნდა უამბოთ, რომ ცხოვრებისეულ გზაზე ბევრი სირთულე შეხვდებათ და მათი გადალახვა მაღლა აწეული თავით უნდა შეძლონ. დღეს გირჩევთ უამბოთ ქალიშვილს 21 ჭეშმარიტება მანამდე, სანამ ისინი ზრდასრულ ცხოვრებაში შეაბიჯებენ.

ქალიშვილის აღზრდა

1.სიყვარული ყოველთვის ბედნიერებას არ ნიშნავს. წარუმატებელი ურთიერთობისგან გაკვეთილი უნდა მიიღოთ და შეცდომა აღიაროთ, მაგრამ სიყვარულის რწმენა არ უნდა დაკარგოთ.

2.იყო ბედნიერი – ეს ცხოვრებისეული არჩევანია. ბედნიერება არა მხოლოდ ფული, კარიერა და მატერიალური ფასეულობა არის.

3.მამაკაცებთან ფრთხილად უნდა იყოთ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ლამაზი სიტყვების და საქციელის მიღმა შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე ინტერესი იმალებოდეს.

4.მთავარია – იზრუნოთ და გიყვარდეთ საკუთარი თავი. არც ერთ მამაკაცს არ აქვს თქვენი ცემის, შეურაცხყოფის და დამცირების უფლება. უნდა გქონდეთ სითამამე და არაჯანსაღი ურთიერთობა შეწყვიტოთ.

5.ინტუიციას უნდა მოუსმინოთ და პირველ შემხვედრს მოტყუების უფლება არ უნდა მისცეთ. ყველა ადამიანი ნდობას არ იმსახურებს.

6.ბევრი მეგობარი არ არსებობს. ახლოს მოუშვი მხოლოდ ისინი, ვინც თქვენს გვერდით ჭირსა და ლხინში იქნება.

7.ცრემლები არ შეიკავოთ. ძლიერი და სუსტი ქალებიც ტირიან. ემოცია აუცილებლად უნდა გამოუშვათ! რადგან ქალის ჯანმრთელობა პირდაპირ მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული.

8.გარეგნობა ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი არაა. შინაგანი სილამაზე გასხივოსნებას და ის ნებისმიერ ქალს ალამაზებს, მაშინაც კი თუ უკვე ახალგაზრდა აღარ ხართ.

9.სანამ რამე საქმეს გააკეთებთ, უნდა შედეგზე დაფიქრდეთ, რომლითაც შემდეგ ცხოვრება მოგიწევთ. არაა საჭიროა ბრბოს გაყვეთ, ყოველთვის საკუთარი აზრი უნდა იქონიოთ.

10.სხვა ადამიანებს პატივი უნდა სცეთ და მათ სიკეთე უნდა უსურვოთ. ამის გაკეთებას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, თუ საკუთარ თავს მიიღებთ და შეიყვარებთ.

11.კრიტიკის მიღება ისწავლეთ, მაგრამ გარშემომყოფების აზრი გულთან ახლოს ძალიან არ მიიტანოთ. მათ შეიძლება შურდეთ ან დაბალი თვითშეფასება ჰქონდეთ. საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობა – წარმატების გარანტიაა.

12.ადამიანები ყოველთვის გულწრფელები არ არიან და ხშირად იტყუებიან. ტყუილ-მართალის გარჩევა უნდა ისწავლოთ.

13.არაა საჭირო გარშემომყოფები თქვენი პირადი ცხოვრების ყველა სფეროში ჩაახედოთ. განსაკუთრებით, ოჯახში არსებული კონფლიქტების და სირთულეების შესახებ არ უამბოთ. კიდევ ერთხელ ზედმეტი შურის და ბოროტების გამოწვევა საჭირო არაა.

14.იყავით ბედნიერი იმით, რაც გაქვთ, მაგრამ მოქმედება არ შეწყვიტოთ, რომ ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესი იყოს.

15.ცხოვრებაში აუცილებელია გქონდეთ მიზანი. საქმის დაგეგმვა და პრიორიტეტების დასახვა ისწავლეთ. თავისთავად არაფერი მოდის.

16.ადამიანის ცხოვრება მხოლოდ მის ხელშია. ძლიერი მხარის არსებობის მიუხედავად დამოუკიდებელი უნდა იყოთ. მართვის უფლება არავის მისცეთ და თქვენი ცხოვრება თავად გააკონტროლეთ.

17.სიკეთე ჩუმად გააკეთეთ. თავის ქება საჭირო არაა.

18.პატიება უნდა ისწავლოთ. თქვენივე კეთილდღეობისთვის ბოროტების და წყენის დაგროვება საჭირო არაა.

19.ურთიერთობას სირთულე ყოველთვის ახლავს. თუ ურთიერთობას პრობლემის გარეშე ხედავთ, ანუ ურთიერთობა უკვე დასრულდა. მთავარია – ყველაფერი ერთად გადალახოთ, კონფლიქტური სიტუაცია მოაგვაროთ და კომპრომისზე წასვლა იცოდეთ.

20.წარსულში ქექვა არ ღირს. ის უბრალოდ ისტორია უნდა იყოს. მნიშვნელოვანია იცხოვროთ აქ და ახლა და მომავალზე დაფიქრდეთ.

21.ცხოვრება მშვენიერია! მას ახლავს სირთულეები, მაგრამ მას სინათლე ყოველთვის მოჰყვება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს