ძლიერი ქალის 13 თვისება, რომლის წინაშეც მამაკაცებს თავის შეკავება არ შეუძლიათ

2627
ძლიერი ქალის 13 თვისება, რომლის წინაშეც მამაკაცებს თავის შეკავება არ შეუძლიათ
ძლიერი ქალის 13 თვისება, რომლის წინაშეც მამაკაცებს თავის შეკავება არ შეუძლიათ

ქალის კარგი თვითშეფასება ადამიანებთან ჯანსაღ ურთიერთობაზე არის  და სასიცოცხლო მიზნების მისაღწევად პროცესში ჩართულობაზე არის დამოკიდებული. უფრო მეტიც, თავდაჯერებულობა და შინაგანი ძალა ქალს ნამდვილად შეუდარებელს ხდის. სწორედ ამიტომ საკუთარ თავზე მუშაობა და უკეთესობისკენ შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ცვლილებების ჩამონათვალი ქვემოთ გელოდებათ.

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანი ყოველთვის წარმატებას აღწევს. ქალებისთვის შევაგროვეთ 13 მნიშვნელოვანი მეთოდი, რომ მუდმივად წარმატებული და შეუდარებელი იყოთ.

1.ყოველთვის და ყველაფერში სრულყოფილი არ უნდა იყოთ

დღეს ქალები იძულებულია იფიქრონ, რომ თუ კარიერა ააწყვეს, მაგრამ ოჯახი ვერ შექმნეს (ან პირიქით) – მაშინ ისინი დამარცხდნენ. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი გზა გვაქვს და როცა თქვენ დიდ წარმატებას აღწევთ ან ცხოვრებას ბავშვების აღზრდას უთმობთ, თქვენ უკვე დიდ პატივისცემას იმსახურებთ. მნიშვნელოვანია თქვენი გზა აირჩიოთ და შეინარჩუნოთ. თქვენ შეიძლება საკუთარი თავის და გარშემომყოფებისთვის იდეალური იყოთ ის, რომ ყველაფრის ოსტატი არ იყოთ.

2.ფასდაკლებებზე თვალი არ გაგექცეთ

ეს აბსოლუტურად ნორმალურია, თუ დიდი ფასდაკლების დანახვისას თვალები გენთებათ. მაგრამ უფრო პრაქტიკულია იქონიოთ ერთი ხარისხიანი ნივთი ან ერთი კარგი კოსმეტიკის ნაკრები, ვიდრე იყოთ 10 კაბა იაფად იგივე ფასად. ძვირადღირებული პალტო უფრო დიდხანს გაგიძლებთ, ვიდრე ფასდაკლების დროს ნაყიდი ქურთუკი. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ კოსმეტიკა ჩვენს კანსა და ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს, ამიტომ ის ხარისხიანი უნდა იყოს.

3.შეიყვარეთ საკუთარი სხეული

ერთი საქმეა გიყვარდეთ და მიიღოთ თქვენი სხეული, მეორე მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ადამიანების ჯანმრთელობაზე ყურადღების არ მიქცევას ამართლებენ ფრაზით, რომ „მე – ჩემი სხეული არ ვარ“.

სინამდვილეში თქვენი სხეული თქვენ ხართ. ეს თქვენი ნაწილია, რომელიც ყოველთვის თქვენთან იქნება. სწორედ ამიტომ საკუთარი თავის განადგურებას, სწრაფი კვების პროდუქტების მიღებას ან საშიშ დიეტებს და ვარჯიშებს მოეშვით. დაე თქვენი გონება და ჯანმრთელობა თანასწორობაში იყოს.

4.ასაკს თქვენზე გავლენის მოხდენის უფლება არ მისცეთ

შესაძლოა, თქვენ გაიზარდეთ ოჯახში, სადაც პატარა ბავშვს დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ან შესაძლოა, მშობლებმა გასწავლეს, რომ ოჯახის უფროს წევრებს პატივი უნდა სცეთ და უფრო მეტად იზრუნოთ მათზე. სად ხართ თქვენ ამ სქემაში?

საქმე იმაშია, რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამის გადაწყვეტა. შეგიძლიათ არა საკუთარი ცხოვრებით იცხოვროთ და საკუთარი სამსახური არ შეიყვაროთ, ჯადოსნურ ციფრს დაელოდოთ, რომლის შემდეგ ბედნიერებას და კმაყოფილება მოვა. მაგრამ თქვენი ცხოვრება ახლა მიედინება! არავინ იცის, რა გველოდება მომავალში, ამიტომ ცხოვრება უნდა დაიწყო ახლა და იყოთ ბედნიერი დღეს.

5.სპორტი შეიყვარეთ

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სპორტი და ვარჯიში აირჩიოთ, რომელიც მოგწონთ. თქვენი სხეული ფიზიკური აქტივობის შესასრულებლად არის განკუთვნილი და სწორედ ეს გაგხდით ბედნიერეს. ენდორფინები, ბედნიერების ჰორმონი, ტვინში ვარჯიშის დროს იწარმოება. სპორტს რომ მიეჩვიოთ, თქვენ თავს 21 დღე მიეცით (დრო, რომელიც ჩვევის მისაღებად არის საჭირო) და განწყობას თვალი ადევნეთ. გარდა ამისა, „მანამდე“ და „შემდეგ“ სურათები კარგი მოტივაციის წყარო შეიძლება იყოს.

6.საკუთარი თავის მიმართ გულწრფელები იყავით

იდეალური არავინ არის, მათ შორის თქვენ. თქვენი ნაკლი ნაკლებად მიმზიდველ პიროვნებად არ გხდით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ისაა, რაც თქვენ პიროვნებად გხდით. ამის მიღება შეიძლება გათავისუფლების ნიშანი და პირველი ნაბიჯი იყოს იმისკენ, რომ თქვენმა უარყოფითმა მხარემ ჯანსაღ ურთიერთობასა და ხარისხიან ცხოვრებაზე გავლენა არ იქონიოს.

7.იყავით ცნობისმოყვარე და ნიჭიერი და ამით იამაყეთ

„იყავით ცნობისმოყვარე!“ მარი სკოლოდვსკა-კიური პირველი ქალი იყო, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. მან რადიუმი და პოლინიუმი აღმოაჩინა.

ხშირად ამ დიდ სამყაროში თავს დაუცველად ვგრძნობთ სოციალურ ქსელებში პუბლიკაციები გვაგრძნობინებს, რომ სხვა ადამიანის ცხოვრება და მიღწევები ჩვენსას ჯობს. რთული წარმოსადგენია, რომ სოციალური ქსელები უბრალო ადამიანების ცხოვრების ლამაზი ფასადია.

დახარჯეთ ცოტა დრო, რომ დაჯდეთ და ქაღალდზე თქვენი ნიჭი და ცოდნა გადაიტანოთ, რადგან ეს თქვენ კარგად გამოგდით და დაინახავთ, რომ ბევრად უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე ფიქრობდით. თუ ზედმეტად თვითკრიტიკული ხართ, უმჯობესია საკუთარი თავი შეაქოთ, მეგობრებს დახმარება სთხოვეთ. მათ იციან, რატომ უყვარხართ თქვენ!

8.ტოქსიკურ ადამიანებზე დრო არ დახარჯოთ

ჩვენ არ ვირჩევთ ადამიანებს, რომელთან ერთადაც ვსწავლობთ ან ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი თავისუფალი დრო ჩვენს განკარგულებაში რჩება. ეს დრო არ დახარჯოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც თავს ცუდად გვაგრძობინებენ ან ნაკლებ დადებით ემოციებს გვიზიარებენ, ვიდრე ვიმსახურებთ. არას თქმის უნარი, როცა რაღაცის გაკეთება არ გსურთ – შეუფასებელი უნარი და ფსიქოლოგიური ზრდასრულობის ნიშანია.

9.საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა აიღეთ

თუ 18 წელზე მეტის ხართ, არავინ არის ვალდებული თქვენზე იზრუნოს. რაც უფრო მალე აიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, მით უფრო ხარისხიანი იქნება თქვენი ცხოვრება. თქვენ შეიძლება ექიმების გეშინოდეთ, მაგრამ გახსოვდეთ: ისინი საჭიროა იმისთვის, რომ დაგეხმაროთ. თუ საკუთარ ჯანმრთელობას აკონტროლებთ, გამოსწორება გვიანი არ იქნება.

10.არ გააკეთოთ ის,რაც არ მოგწონთ

წვეულებაზე დალევა იმის გამო, რომ ყველა სვამს ან ურთიერთობაში ყოფნა ადამიანთან იმიტომ, რომ ოჯახს თქვენი პარტნიორი მოსწონს – ეს თქვენს ცხოვრებას ანადგურებს. გარშემომყოფების ზეწოლა არა მხოლოდ მოზარდების პრობლემაა. მას ყოველდღე ვეჯახებით, როცა მოდას ან მეგობრების რჩევას მივსდევთ. მაგრამ როცა გადაწყვეტილების მიღებას იწყებთ, თქვენი პრიორიტეტები და გრძნობები გაითვალისწინეთ, თქვენ ცხოვრებაზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებთ. მიღწეული მიზანი უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ, რადგან ის თქვენ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.

11.საკუთარ დროს პატივი ეცით

„არ დამელაპარაკოთ, საკუთარ თავს არ ვაკონტროლებ: თქვენთან სამი საათი ვილაპარაკებ და ვერაფერს ვერ მოვასწრებ. მადლობა, მიყვარხართ!“

ზოგს უყვარს დაგვიანება, ზოგი კი დაგვიანებას უპატივცემულობად თვლის. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი დრო ერთადერთი რესურსია, რომელსაც თქვენ ვერასდროს დაიბრუნებთ. როცა მას გონივრულად ვანაწილებთ, უფრო მეტ წარმატებას ვაღწევთ და უფრო ვაკონტროლებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება.

12.საკუთარ თავს დასვენების უფლება მიეცით

დროული დასვენება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის. კარგი ძილი, საყვარელი ჰობი და განმარტოების შესაძლებლობა – სხეულსა და გონებაზე დადებით გავლენას ახდენს. ბოლოს და ბოლოს, რაღაც კარგის გაკეთებას ვერ შეძლებთ, თუ თავს კარგად არ გრძნობთ.

13.მიხვდით და თავი აარიდეთ მანიპულაციას

დიახ, როცა რაღაც გვსურს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სასურველს მივაღწიოთ. მაგრამ, თუ რაღაც არ გამოდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფატალური შეცდომა დავუშვით. ეს ახალ შესაძლებლობას კარს უღებს, მაგრამ ხშირად წარუმატებლობაში ქვეცნობიერად სხვას ვადანაშაულებთ, რაც მსხვერპლის როლის მიღებას ხელს უწყობს. ფრთხილად იყავით, მსხვერპლის როლი შეჩვევას იწვევს, რაც თვითშეფასებაზე ცუდ გავლენას ახდენს.

ყველა პუნქტი თქვენთვის ლოგიკურია? თუ რამე გამოგვრჩა, რაც თვითშეფასების ამაღლებას ხელს უწყობს? თქვენი აზრის გაზიარება არ დაგავიწყდეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს