6 ეფექტური საშუალება სახლიდან მწერების მოსაშორებლად

2457

ყველას გვინდა, რომ სახლში არ გვყავდეს დაუპატიჟებელი სტუმრები – მწერები, მაგრამ არ გვიღირს, რომ ბინა მავნე ქიმიკატებით მოვწამლოთ. თუ ეს ქიმიური საშუალებები მწერებს კლავს, მაშინ ეს ნამდვილად არ იქნება ჩვენთვის უსაფრთხო. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ მწერების მოშორებას ბუნებრივი საშუალებებით.

1. ტარაკნები

ტარაკნები, გარდა იმისა, რომ საკმაოდ უსიამოვნო მწერები არიან, ისინი სხვადასხვა დაავადებებსაც ატარებენ. მაღაზიებში იყიდება მათი საწინააღმდეგო საშუალებები, მაგრამ ისინი ტოქსიკურია. ეს საშუალება გაცილებით სწრაფი, იაფი და რაც მთავარია, ეფექტური და უსაფრთხოა.

რეცეპტი: წვრილად დაჭრილ ხახვს დაამატეთ 1 ს.კ. სოდა. დაყარეთ ნარევი ბინის კუთხეში. გაიმეორეთ ეს ყოველდღიური – და მალე თქვენი სახლიდან ყველა ტარაკანა გაქრება.

2. ტკიპები

ტკიპები შეიძლება სხვადასხვა ფორმის და ზომის იყვნენ, მაგრამ მათი ყველა ტიპი ძალიან საშიშია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დაიცვათ თქვენი ოჯახი და ცხოველები ამ მწერისგან. თუ არ გსურთ თქვენს კანზე აღმოჩნდეს ქიმიური საშუალებები, ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხო და ბუნებრივ რეცეპტებს.

ადამიანებისთვის:

ერთმანეთს შეურიეთ 20 წვეთი გერანიუმის ზეთი, 10 წვეთი ზეთისხილის ზეთი, 5 წვეთი ლავანდას ზეთი, 5 წვეთი ლიმონის ზეთი და 1 ს.კ. სამედიცინო სპირტი. ეს ნარევი გაურიეთ 100 მლ წყალში ან ძმარში და ჩაასხით სპრეის ბოთლში. შეანჯღრიეთ გამოყენებამდე და მიიპკურეთ ტანსაცმელზე სახლიდან გასვლის წინ.

ძაღლებისთვის:

ძაღლებმა შეიძლება ნებისმიერ დროს მიიზიდონ ტკიპები, ასე რომ კარგად შეამოწმეთ ცხოველი ყოველი გასიერნების შემდეგ.

აურიეთ 20 წვეთი გერანიუმის ზეთი  და პიტნის ზეთი 2 ჩ.კ. ნიშუს ზეთთან ერთად. წაისვით ცხოველს სასეირნოთ გასვლის წინ.

3. ბაღის მავლებლები

ტკიპები, ობობები და სხვა მავნებლები ხშირად ანადგურებენ თქვენს ბაღრს. მისგან თავის დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ პესტიციდები, მაგრამ ისინი იმოქმედებენ ხილის და ბოსტნეულის გემოზე და სასარგებლო თვისებებზე. თუმცა არსებობს ბუნებრივი საშუალებაც.

რეცეპტი: შეურიეთ ნახევარი ჭიქა ცხარე წიწანა და იგივე რაოდენობის ხახვი ან ნიორი. დააბლენდერეთ ეს ყველაფერი და დაამატეთ ნახევარი ლიტრი თბილი წყალი. დატოვეთ ნარევი 24 საათის განმავლობაში, ჩაასხით სპრეის ბოთლში და შემდეგ გამოიყენეთ.

4. ობობები

მაშინაც კი, თუ შხამიანი ობობები არ ცხოვრობენ თქვენს სახლში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არაშხამიანები მოგწონდეთ. მცირე ზომის ობობები ზოგჯერ ძალიან საშიშია.

რეცეპტი: 5-10 წვეთი პიტნის ზეთი, 200 მლ წყალი და 1 ჩ.კ. სარეცხი საშუალება. ეს აიძულებს ობობოებს დატოვონ სახლი. სხვათაშორის, პიტნა შეგიძლიათ დარიჩინით, ევკალიპტით ან ლავანდით ჩაანაცვლოთ.

5. ჭიანჭველები

ჭიანჭველები არ არიან ძალიან საშიშები, მაგრამ ისინი შეიძლება მთელს სახლშ იყვნენ, რაც არ არის სასიამოვნო.

რეცეპტი: ჭიანჭველას სძულს დარიჩინის სუნი. დაყარეთ დარიჩინი იქ, საიდანაც შემოდიან ჭიანჭველები. ეს კიდეც უფრო ეფექტური იქნება, თუ დარიჩინის ზეთს დავუმატებთ დარიჩინის ფხვნილს. გარდა ამისა, ეს თქვენს სახლშიც სასიამოვნო სურნელს გაავრცელებს.

6. მტვრის ტკიპები

ტკიპები იმდენად პატარები არიან, რომ შეუიარაღებელი თვალით მათი შემჩნევა რთულია. მათ ძალიან უყვართ მტვრიან ადგილებში ცხოვრება და ეპითელიუმის ჭამა. შესაძლებელია, ისინი თქვენს საწოლშიც ცხოვრობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტკიპა არ იკბინება, მათ შეუძლიათ ალერგიული რეაქციების გამოწვევა და კანის გაღიზიანება. აქედან გამომდინარე, არ არის კარგი მათთან ერთად საწოლის გაზიარება. აუცილებლად მოაშორეთ ისინი.

რეცეპტი: შეურიეთ 6 ს.კ. ევკალიპტის ზეთი, თხევადი სარეცხი საშუალება და წყალი. დაასუფთავეთ სახლი ამ ხსნარით, შემდეგ კი ეს ადგილები კარგად გაამშრალეთ.

რომელი მეთოდებია, თქვენი აზრით, ეფექტური? შეიძლება თქვენ საკუთარი ბუნებრივი საშუალებებით ებრძვით მათ. გაგვიზიარეთ კომენტარებში.