კოკედამა: რაში მდგომარეობს ამ ხავსის ბურთების საიდუმლო და როგორ გავაკეთოთ საკუთარი ხელით

3289
კოკედამა: რაში მდგომარეობს ამ ხავსის ბურთების საიდუმლო და როგორ გავაკეთოთ საკუთარი ხელით
კოკედამა: რაში მდგომარეობს ამ ხავსის ბურთების საიდუმლო და როგორ გავაკეთოთ საკუთარი ხელით

ცოტა ხნის წინ ოთახის მცენარის განსაკუთრებული სახეობა კოკედამა აღმოვაჩინე. ეს არის ერთგვარი ხელოვნური ბონსაი, რომელიც იაპონიაში წარმოიშვა, ახლა კი თითქმის მთელ მსოფლიოში პოპულარული არის. ეს ბონსაის ძალიან ჰგავს, ოღონდ უფრო ნაკლები ხათაბალა სჭირდება და მისი გაკეთება ბევრად მარტივია. ბოსაის შეიძლება წლები დასჭირდეს, ხოლო კოკედამას მომზადებას მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდება.

დღეს გიამბობთ, რა არის კოკედამა, როგორ გავაკეთოთ და ამ უჩვეულო ოთახის მცენარეს როგორ მოვუაროთ.

დეკორატიული ოთახის მცენარე

ზუსტი თარგმანით კოკედამა ხავსის ბურთები არის. სიმართლე რომ ვთქვათ ასეც არის. ხავსის ბურთები მცენარის გასაზრდელად ქოთნის ნაცვლად გამოიყენება, ამასთან ეს ძალიან ლამაზად და უჩვეულოდ გამოიყურება. კოკედამის საშუალებით არა მხოლოდ ინტერიერს გააფორმებთ, არამედ მეგობრებს მცენარის ორიგინალური კომპოზიციით გააოცებთ. დაგაინტერესათ? მაშინ ინსტრუქციას მიჰყევით და გააკეთეთ.

აუცილებელი მასალა

1.საყვარელი მცენარე

ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ კოკედამა ოთახის მცენარისთვის თავისებური ქოთნის შემცვლელია. ასე რომ თქვენ ნებისმიერი ოთახის მცენარე დაგჭირდებათ, რომ კოკედამა გააფორმოთ. დაიწყეთ უპრეტენზიო მცენარით, როგორიცაა კაქტუსი, სპატიფილუმი ან სურო. მთავარია, რომ ის ახალგაზრდა და ჯანსაღი იყოს.

როცა უკვე გამოცდილებას შეიძენთ, შეგიძლიათ უფრო პრეტენზიულ მცენარეებზე ექსპერიმენტი ჩაატაროთ. ბევრი როგორც ორქიდეას, ასევე ციტრუსის ხეს ზრდის.

2.ნიადაგი

კოკედამისთვის გამოიყენეთ ბონსაის სპეციალური ნიადაგი „აკადამა“. ეს ტრადიციული სუბსტრატია, რომელიც თიხას და ტორფს შეიცავდა. ასეთი ნიადაგის შეძენას სპეციალურ მაღაზიაში ან ინტერნეტში შეძლებთ. პირველი ექსპერიმენტისთვის შეგიძლიათ ბაღის მიწისგან და ტორფის ნარევისგან საკუთარი სუბსტანცია მოამზადოთ.

თუ ნიადაგს თავად მოამზადებთ, ეცადეთ ის მცენარის ტიპის მიხედვით შეარჩიოთ, ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მიწის ნაწილი არ დაიშალოს. სწორად შერჩეული ნიადაგი მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის.

3.ხავსი

ყვავილების მაღაზიებიდან ჩვეულებრივი ტორფის ხავსი გამოგადგებათ. შეგიძლიათ, ასევე ტყეში წახვიდეთ და თავად შეაგროვოთ, მაგრამ ასე მცენარის სოკოთი დაინფიცირების დიდი რისკია. ტორფის ხავსის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის დიდი რაოდენობით ტენს შეიწოვს, შემდეგ კი ნელ-ნელა მცენარეს აწვდის. მას მცენარის ირგვლივ აუცილებელი ტენიანობის შენარჩუნება, ასევე წყლის დარბილება შეუძლია.

4.ტორფი „კეტო“

ეს სპეციალური შავი ტორფია, რომელიც წებოვანი სტრუქტურით გამოირჩევა. იაპონური ტორფის მოპოვება რთულია, ამიტომ კვლავ ფანტაზიას მიმართეთ. ზოგიერთი კეტოს ზედა ტორფით და შავი კოსმეტიკური თიხის ნარევით ანაცვლებს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საპროპელი – მდინარეების და აუზების შლამი.

5.მწვანე ხავსი

ხავსი გასაფორმებლად დაგჭირდებათ. შეგიძლიათ რამე სხვა გამოიყენოთ, მაგრამ მაშინ კოკედამა ხავსის ეფექტს დაკარგავს.

6.ძაფი

ჩვეულებრივი ძაფი, რომელიც ნიადაგის გასამაგრებლად არის საჭირო. დროთა განმავლობაში ის დარბილდება, მაგრამ ამასობაში ნიადაგს მცენარის ფესვები დაამაგრებს.

თუ ყველა აუცილებელი მასალის შეგროვება მოახერხეთ, დროა საქმეს შუედგეთ. ქვემოთ მოცემული იქნება ვიდეო, მანამდე კი გავარკვიოთ რა და როგორ გავაკეთოთ. პირველ რიგში, მასალა მოამზადეთ. მწვანე ხავსი ოთახის ტემპერატურის დაყენებულ წყალში ჩადგით, კარგად გარეცხეთ, მინის ქილაში გადმოიტანეთ და ჰერმენტულად თავსახური დაახურეთ.

მიწა „აკადამა“ ან მომზადებული ნიადაგი 1 დღე დაყენებულ წყალში გააჩერეთ. კოკედამას მომზადებამდე 2 საათით ადრე, წყალი გადაასხით და გაშრობა აცადეთ. ხავსი დააქუცმაცეთ, შემდეგ ცალკე ჭურჭელში დაასველეთ. ის რბილი და ელასტიური უნდა გახდეს.

მომზადება დასრულებულია, ახლა შეგიძლიათ პროცესს შეუდგეთ. აიღეთ მიწის ნარევი ან აკადამა, ზედა ტორფი, თიხა პროპორციით 3:3:2 და ფრთხილად აურიეთ. ყველაფერი ეს საჭირო რაოდენობის წყლის დამატებით მყარი ცომის მასის მიღებამდე უნდა აურიოთ. შემდეგ მისგან ბურთის ფორმები გააკეთეთ.

მცენარე ქოთნიდან ამოიღეთ, მცენარის ფესვები ფრთხილად გაათავისუფლეთ. მომზადებული ნიადაგის ბურთი წყალში დაასველეთ და მცენარის ფესვები ფრთხილად მიამაგრეთ. ახლა ტორფის ხავსი აიღეთ, ოდნავ წყალი გადაწურეთ და მიწის ბურთს ზემოდან შემოახვიეთ, ეცადეთ მთელი ზედაპირი დაფაროთ.

ძაფის მეშვეობით ზემოდან კარგად დაამაგრეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მცენარის ფესვები ხავსით ბოლომდე დაფარული იყოს. შემდეგ ეს კონსტრუქცია მყარ სადგამზე მოათავსეთ. ზემოდან მწვანე ხავსით გააფორმეთ და მავთულით დაამაგრეთ.

მას შემდეგ რაც მწვანე ხავსი დამაგრებულია, კოკედამას წყლის ჭურჭელში ათავსებენ, გარეთ მხოლოდ მცენარეს ტოვებენ. 20-30 წუთის შემდეგ ბურთი ამოიღეთ, ოდნავ გაწურეთ და სადგამზე მოათავსეთ.

ხშირად ძაფების მეშვეობით კოკედამას კედელზე კიდებენ. შესანიშნავად გამოიყურება! ასევე შეგიძლიათ პატარა ბაღი მაგიდაზე ან თაროზე მოაწყოთ, ამისთვის დეკორატიული სადგამები გამოიყენეთ. კოკედამა შეგიძლიათ გამჭირვალე ლარნაკში ან აკვარიუმში ჩადგათ. აქ ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზე არის დამოკიდებული. ეს ლამაზი ოთახის მცენარე ნებისმიერ ინტერიერს ხიბლს შემატებს!

კოკედამას მოვლა ძალიან მარტივია. როგორც ნებისმიერი ოთახის მცენარე, კოკედამასაც მზის სხივები, მორწყვა და დამატებითი საკვები სჭირდება. მცენარე მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არ უნდა მოათავსოთ, რადგან ასე ხავსი გაყვითლდება. კოკედამა 5-7 დღეში ერთხელ უნდა მორწყათ, ასევე დანამოთ ყოველ მეორე დღეს. ეს ხავსს ტენის შენარჩუნებაში დაეხმარება.

მორწყვის სისტემა ისეთივეა, როგორც ორქიდეას დროს. უბრალოდ ბურთს წყალში უშვებთ 15-20 წუთით, შემდეგ ოდნავ წურავთ და ადგილზე დგამთ. დამატებითი გამოკვება თხევადი საკვებით ხდება. პრინციპში, ეს ყველაფერია, რაც კოკედამას მოვლისთვის უნდა იცოდეთ.

ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ამზადებენ კოკედამას.

კოკედამას სწორი მოვლის შემთხვევაში მისი სილამაზე დაგაბრმავებთ, ოსტატები ნებისმიერი მცენარისგან, თუნდაც პრეტენზიული ორქიდეასგან კოკედამას გაკეთებას ახერხებენ. ეს პატარა ბურთები ნებისმიერ ინტერიერს გააფორმებს, სახლს უფრო მყუდროს გახდის და მას ნამდვილი იაპონური ხიბლით აავსებს. გთავაზოთ, ყველაზე საინტერესო კოკედამების დათვალიერებას.

1.ნაზი და მშვენიერი სპატიფილუმი არა მხოლოდ ინტერიერს ხიბლს შემატებს, არამედ სახლში ბედნიერებას მოგიტანთ.

2.ეს პატარა ბურთები მცურავ პლანეტებს ჰგავს. ნამდვილად აღსაფრთოვანებელი!

3.კაქტუსის სახეობები – კოკედამას შესანიშნავი არჩევანი!

4.აქ კი მთელი კომპოზიციაა!

5.კოკედამა შეგიძლიათ ვარდისგან გააკეთოთ.

ვიმედოვნებთ, ეს იდეები საკუთარი კოკედამას გაკეთების სურვილს შთაგაგონებთ. ამ საქმეში წარმატებას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს