40 წლის ქალი საკუთარ 20 წლის მეს რჩევებს აძლევს. დაფიქრებად ღირს

1843
40 წლის ქალი საკუთარ 20 წლის მეს რჩევებს აძლევს. დაფიქრებად ღირს
40 წლის ქალი საკუთარ 20 წლის მეს რჩევებს აძლევს. დაფიქრებად ღირს

დრო ყველაფერს თავის ადგილას ალაგებს. ასაკთან ერთად ცხოვრებაში უფრო მეტად გარკვევას იწყებთ და, ბოლოს, ხვდებით: ბევრი ჩვენი შიში – უსაფუძვლოა, ხოლო თავსმოხვეული სტერეოტიპები ცხოვრებაში ხელს მხოლოდ გვიშლის.

40 წლის ქალებს 20 წლის საკუთარი თავის რჩევის მიცემა სთხოვეს. აი, რას აარიდებდნენ თავს ახალგაზრდობაში:

18) ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ხდება ისე, როგორც 20 წლის ასაკში წარმოგედგინათ. მაგრამ თქვენი ცხოვრება მაინც უჩვეულო, გასაოცარი და თქვენი იქნება. ძლიერი მეგობრული ურთიერთობა განავითარეთ. ტოქსიკურ ადამიანებს მოერიდეთ. თქვენ უნდა გქონდეთ ჰობი – ის, რაც სულს უხარია.

17) ცოტა ხნით მარტო იცხოვრეთ. წინ და უკან თქვენ საკმაოდ ბევრი დრო გაქვთ, რომელსაც სხვებთან ერთად ატარებთ. ცოტა დრო მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ. და ბევრი იმოგზაურეთ!

16) პირველივე ტყუილის შემდეგ წადით!

15) მე 62 წლის ვარ და ზუსტად ვიცი: დროთა განმავლობაში ნივთები უფრო უკეთესი ხდება. მგონია, ახლა ჩემი ყველაზე პროდუქტიული და შემოქმედებითი პერიოდი არის. მოზარდობა ეს ჩვენი ყველაფერია.

14) გარშემო სხვა ადამიანების გაბედნიერება კმარა. ნივთების ქონას ბედნიერება არ მოაქვს. თანხა შეაგროვეთ. შეიძლება თქვენ ნათესავებიც კი ტოქსიკურები იყვნენ.

13) პირველ რიგში საკუთარი თავი შეიყვარეთ. სიყვარული არ ეძებოთ მამაკაცში, მეგობრებში ან ბავშვებში, რომლის ყოლისთვის მზად არ ხართ.  დანაზოგი გააკეთეთ. სპორტით დაკავდით და უფრო მეტი სასარგებლო საკვები მიირთვით.

12) მეგობრები გაიჩინეთ და მათ თვალის ჩინივით გაუფრთხილდით. 40 წლის ასაკში ეს დაგჭირდებათ.

11) ბოდიშის მოხდას მოეშვით. ვალდებული არ ხართ სხვები გააბედნიეროთ და ამასთან საკუთარი თავი მსხვერპლად შეწიროთ.

10) როცა არჩევანის წინაშე დადგებით – თქვენ (წარმატება, სულიერი სიმშვიდე, პროფესიონალიზმი) ან აუცილებლობა მოსწონდეთ სხვებს – აირჩიეთ საკუთარი თავი.

9) არასდროს იმუშავოთ მასთან, ვინც პატივისცემას მოითხოვს. იმუშავეთ მასთან, ვინც ამას იმსახურებს.

8) იზრუნეთ სხვებზე, მაგრამ საკუთარ თავზე ზრუნვა არ დაგავიწყდეთ.

7) ასე თხლად წარბის ამოღებას მოეშვით, ეს ძალიან უაზროდ ჩანს.

6) დიახ, ის ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის თქვენი შესაფერისი არის. საკუთარ რწმენას არ უღალატოთ – თქვენ საუკეთესოს იმსახურებთ.

5) თქვენ უნდა გქონდეთ დანაზოგი, რომ საძულველი სამსახურიდან წამოსვლა ან პარტნიორის მშვიდად დატოვება შეძლოთ.

4) მიიღეთ სიამოვნება. უბრალოდ ძალიან დიდი სიამოვნება მიიღეთ. აი, რა არის საჭირო ახალგაზრდობაში.

3) კარგი სამომავლოდ არ გადადოთ. ეს ახლა გააკეთეთ: უფრო მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს – ისინი თქვენს გვერდით ყოველთვის არ არიან და თქვენ არასდროს იცით, როდის ისინი დაგტოვებენ. წვრილმანებით ბედნიერი იყავით.

2) სამსახურის ან სახლის შეცვლის არ შეგეშინდეთ. უფრო მეტი ხელფასი მოითხოვეთ. უფრო მეტი ისაუბრეთ თქვენს დასთან.

1) მოგზაურობა „ოდესღაც“ დროისთვის არ გადადოთ, ასეთი დრო შეიძლება არც დადგეს. არ დაელოდოთ, სანამ მეგობარს დამარხავთ. ახლავე გაემგზავრეთ.

როგორ რჩევებს მისცემდით საკუთარ მეს ახალგაზრდობაში? რას ნანობთ ახლა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს