აი, 3 დაოსური წესი, რომლებიც ცხოვრების დალაგებაში დაგეხმარებათ

1442
აი, 3 დაოსური წესი, რომლებიც ცხოვრების დალაგებაში დაგეხმარებათ
აი, 3 დაოსური წესი, რომლებიც ცხოვრების დალაგებაში დაგეხმარებათ

ოდესმე გაგღვიძებიათ ფიქრით, რომ თქვენ ცხოვრებაზე კონტროლი დაკარგეთ? და უკვე არ გესმით, თუ რა არის თქვენში კარგი და რა ცუდი და სად უნდა წახვიდეთ? და აი, თქვენ სიტუაციის შეცვლა გადაწყვიტეთ. ეს უკვე ნახევარი საქმეა. მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, გაარკვიოთ, თუ როგორ გააკეთოთ.

თითოეული ადამიანი თავის ურჩხულს ებრძვის. და ეს ძალისხმევა დიდი და მცირე, პატივისცემას და ქებას იმსახურებს.

მაგრამ აღმოსავლური ფილოსოფიის არსი საპირისპიროა! ცხოვრების კონტროლის საიდუმლო არა მოქმედებაში მდგომარეობს. თავისთავად, ეს რწმუნება დასავლეთის ცივილიზაციის მთავარ კონცეფციასთან კონფლიქტში მოდის, რადგან „ნებისმიერი სამუშაო ქრთამის შესაბამისია“ და მუდმივი ბრძოლა წარმატების მოსაპოვებლად. მაგრამ „უმოქმედობა“ დაოსური ფილოსოფიის არსს წარმოადგენს. მას უ-ვეი, ან „მოქმედება მოქმედების გარეშე“ ეწოდება.

ის, რასაც თქვენ „უმოქმედობას“ ეძახით, მოქმედების მნიშვნელოვან ბიძგს იძლევა. ის სამი ეტაპისგან შედგება. ნდობა, დაფასება და უბრალოდ ცხოვრება.

ნდობა

იცოდეთ. ყველაფერს რაც ცხოვრებაში ხდება, გარკვეული მიზეზი აქვს. სწორედ ამიტომ სიტუაციას ენდეთ და მიიღეთ. თუ რაღაცამ ან ვინმემ თქვენი იმედები არ გაამართლა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ან შემთხვევა თქვენთვის განკუთვნილი არ იყო.

მაგრამ სირთულემ არ უნდა გაგტეხოთ – არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ. ისწავლეთ მშვიდად მიიღოთ ის, რისი შეცვლის ძალაც არ გაქვთ. მიიიღეთ, როგორც გარდაუვალი.

მაგრამ თქვენი მოქმედი ტვინი ამაში ხელს შეგიშლით. თქვენი ტვინი ქაოტური ფიქრებით ივსება, მაგრამ ცდუნებას არ აჰყვეთ. ინტუიციას ენდეთ, ხოლო სამყარო დანარჩენ საქმეს გააკეთებს. ბედს მიენდეთ – ეს საუკეთესოა, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, როცა თქვენ გულგატეხილ ხართ ან რთული პერიოდი გაქვთ.

დააფასეთ ის, რაც გაქვთ

მადლობა გადაუხადეთ ბედს ყველაფრისთვის, რაც გაქვთ: ოჯახი, სახლი, ან ტრამვისთვის, რომელიც დროულად მოვიდა.

უბრალოდ ცხოვრებას სხვა კუთხიდან შეხედეთ. მიიღეთ ის, როგორც დიდი საჩუქარი და არა როგორც არაკომფორტული ადგილი, სადაც მუდმივად წინაღობების ებრძვით. დასაწყისში ყველაფერი რთულად მოგეჩვენებათ. მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ის გზაა, რომელზეც გზის გაგრძელება ღირს.

დააფასეთ ადამიანები, რომლებიც გიყვართ. მათ თქვენი სიყვარულის შესახებ უამბეთ, სითბო გაეცით. სიცოცხლე შეიძლება ნებისმიერ წამს შეწყდეს და არასდროს აპატიებთ საკუთარ თავს, რომ ამ სიტყვების თქმა ვერ მოასწარით. ყოველდღე შეახსენეთ, რომ აფასებთ იმას, რაც გაქვთ. და რაც მთავარია – პატიება ისწავლეთ. მაშინაც კი თუ დავიწყება არ შეგიძლიათ.

უბრალოდ იცხოვრეთ

Cogito ergo sum – „მე ვაზროვნებ, ე.ი. ვარსებობ“. ეს რენე დეკარტმა თქვა. ამიტომ დაფიქრდით.წარსულზე არ იფიქროთ, არამედ საუკეთესო მომავალის წარმოდგენა სცადეთ. ფრთხილად წარმოიდგინეთ – ფანტაზიებით და ხედვებით არ გაერთოთ. ყველაფერი ის არ მოხდება და არც უნდა მოხდეს, როგორც წარმოიდგინეთ.

თქვენ უბრალოდ წარმოიდგინეთ, ატომების რამდენიმე ტრანსფორმაცია მოხდა, რომ სამყაროში თქვენ გაჩენილიყავით! დიახ, მხოლოდ ამან უნდა გამოიწვიოს გაოცება, აღფრთოვანება და ბედნიერება. ეს პირველი ნაბიჯია.

მიიღეთ მთელი გულით და იყავით სამყაროს მადლიერი ამ მომენტისთვის. თქვენი ინტუიცია ცხოვრების გზამკვლევი გახდება. ძალიან მალე შეამჩნევთ, რომ გარშემო ბევრი ახალი შესაძლებლობები არსებობს.

ცხოვრება არაა აუცილებელი იყოს „სერიალი ბევრი უსიამოვნებებით და პრობლემებით“. როგორც რუდი ფრანცისკომ დაწერა „მნიშვნელობა არ აქვს ჭიქა ნახევრად ცარიელია თუ ნახევრად სავსე. მთავარია თქვენ გაქვთ წყალი“. დალიეთ ის და ცხოვრებაზე წუწუნს მოეშვით.

კუნთები ჩნდება საათობით ძალოვანი ვარჯიშის განტელებზე შესრულების შემდეგ, რომელიც სპეციალურად ამისთვის არის შექმნილი. თქვენი ტვირთი თქვენთვის არის შექმნილი. და თუ თქვენი ცხოვრება განადგურებულია, ნანგრევები შეაგროვეთ და მისგან ახლის შექმნას შეეცადეთ. ყველაფერის თავიდან დაწყება შეიძლება.

გახსოვდეთ, თქვენ ჯერ კიდევ აქ ხართ. ადამიანის გული დაახლოებით საათში 4 ათასჯერ სცემს. ამით გახსენებთ რომ, თქვენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხართ!

თქვენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხართ. ამის მიხედვით იმოქმედეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს